x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეს მეთოდი უმალ გაგათავისუფლებთ მუცლის შებერილობისა და სპაზმისგან გამოწვეული ტკივილისგან
შემობერილი მუცელი – ეს ხომ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ საზოგადოების წინაშე იმყოფებით და გარდაუვალი ხდება, პრობლემა სპეციალური მედიკამენტების გარეშე მოაგვაროთ. არსებობს ბუნებრივი გზებიც, რომლებიც უმალ გაუმკლავდება სიმპტომებს და დისკომფორტი და ტკივილი თქვენი მუცლის არეში განეიტრალდება.



image



როგორ მოვიქცეთ მუცლის შებერილობის დროს? მეთოდი, რომელიც უმალ გაგათავისუფლებთ სპაზმისგან:



პროფილაქტიკისა და უკვე არსებული სპაზმების შემთხვევაში გთავაზობთ რვა ყველაზე ეფექტურ მცენარეულ ჩაის, რომელიც დაგავიწყებთ სპაზმით გამოწვეულ მუცლის ტკივილს.



1. კვლიავი, ქინძი და კამა. ამ მცენარეების კომბინაცია ჩაის სახით ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაქრობასა და მუცლის შებერვის პრობლემის მოგვარებას.





2. კამა, პიტნა, კოჭა, გვირილა. ეს კომბინაცია უებარია ე.წ კუჭის კრუნჩხვის დროს. კამა ხელს უწყობს ნაღვლის წვენის ნაკადის სტიმულაციას, პიტნა ეხმარება კუჭ–ნაწლავის მოდუნებას, კოჭა ასტიმულირებს ნერწყვსა და ნაღველს, გვირილა კი აცხრობს კუნთების სპაზმს.

image




3. პიტნა, გვირილა, ძირტკბილა და ფორთოხლის კანი. გამოიყენეთ ამ კომბინაციის მხოლოდ ხმელი მცენარეები, როგორც არსებული პრობლემებისას, ასევე კუჭის ტკივილის დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში.




4. გვირილა და ხმელი კოჭა. ამ მცენარეთა კომბინაცია ხელს უწყობს მოსანელებელი ფერმენტების გათავისუფლებას და ნუტრიენტების შეწოვა იზრდება.




5. კამა, კოჭა, ლიმონი. მათი კომბინაცია ხელს უწყობს კარგ მონელებას.

რეცეპტი: 2 ჩაის კოვზი კამის თესლი, 1 ჩაის კოვზი რბილი, გახეხეილი კოჭა, 1 ჩაის კოვზი ხმელი და გახეხილი ლიმნის კანი წამოადუღეთ 500 მლ ლიტრ წყალში.

image





6. მსხალი, ვაშლი, ყურძენი, დარიჩინი. ვაშლი და მსხალი ხელს უშლის დიარეასა და ყაბზობას, ყურძენი ხელს უწყობს კარგ მონელებას, დარიჩინი კი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს.

რეცეპტი: 2 ნაჭერ მსხალს და 2 ნაჭერს ვაშლს, 5 მარცვალ ყურძენსა და დარიჩინს გემოვნებით - დაასხით 250 მლ ლიტრი ცხელი წყალი.




7. ტუხტის ფესვი, ვარდის კვირტი და დარიჩინი. ეს კომბინაცია ითვლება როგორც ორგანიზმის ჩამთბობი და დამამშვიდებელი ჩაი, რომელიც ხელს უწყობს გაუმკლავდეს ტკივილებს მუცლის არეში.

რეცეპტი: ტუხტის 3 ცალ ფესვს, ვარდის 2 ცალ კოკორსა (კვირტი), დარიჩინის ერთ ტოტს დაასხით ონკანის წყალი და შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილიდან კი ისიამოვნეთ ამ სასმლით ჭამის შემდეგ.




8. ლემონ გრასი (Lemon grass). ის ბალახის ტიპის მცენარეა, რომელიც იზრდება თბილ ქვეყნებში და გამოიყენება საკვებად. მისი ჩაი რეკომენდებულია როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში.





P.S. მანამ, სანამ ჩაის გამოყენებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია ან სხვა უკუჩვენება რომელიმე მცენარის მიმართ. ჯანმრთელობას გისურვებთ.




0
997
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
997
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0