x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134369
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რასისტი, როგორც ჰიტლერი- მას ქვეყანა ფაშიზმისკენ მიყავს
image
ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო The Guardian-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნამდვილი რასისტია და თეთრების ბატონობის მომხრეა.


"როდესაც ხედავ ვინმეს ტრამპისნაირს პრეზიდენტი რომ გახდება, ფიქრობ:- მოდი ვნახოთ, რას გააკეთებს იგი, იქნებ რამე შეცვლოს ". მაგრამ ყველაფერი გაუარესდა. მან მიჩვენა, რომ ის ნამდვილი რასისტია. მე იმედი მქონდა, რომ ის ნიუ-იორკს კარგად იცნობს თავისი მრავალფეროვნებით, რომელიც არსებობს ამ ქალაქში, მაგრამ ის ისეთივე ცუდია, როგორც ადრე ვფიქრობდი და კიდევ უფრო უარესი. სირცხვილია. "- თქვა მსახიობმა.

დე ნირო, რომელსაც, როგორც გაზეთი აღნიშნავს, შერეული რასობრივი წარმოშობის ექვსი შვილი ყავს, ამბობს : "მე შეშფოთებული ვარ. ერთი ჩემი შვილი გეია და ის განიცდის, რომ მას გამორჩეულად მოექცევიან."

ვარსკვლავმა დასძინა, რომ ტრამპი ფაშიზმისკენ მიმავალ გზაზეა. მსახიობმა გაიხსენა, რომ ერთ დროს ადამიანები ჰიტლერსა და მუსოლინზე ერთობოდნენ, რადგან სასაცილოები ჩანდნენ.

" მე მაწუხებს, რომ მომავალში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მასში დაინახავენ მაგალითს და ისინი გარკვეულწილად ტრავმირებულნი იქნებიან. მაგრამ ისინი გაცილებით უფრო ჭკვიანი, უფრო ექსცენტრიულები გახდებიან და მათი პიროვნებები ბევრად უფრო მრავალფეროვანი იქნება. მათ იგივე ღირებულებები ექნებათ, მაგრამ შეძლებენ ბევრად უფრო და უფრო მეტი ზიანის მიყენებას, როგორც დესპოტები. აი, ეს მაშფოთებს. არიან ადამიანები, რომლებიც მას უყურებენ და ამბობენ: "მე მინდა ვიყო მისი მსგავსი". მაგრამ ისინი უფრო წარმატებით იმოქმედებენ და უკეთესი გახდებიან" - დასძინა დე ნირომ.

მანამდე გავრცელდა, რომ დონალდ ტრამპმა ჰოლივუდის მსახიობს რობერტ დე ნიროს შეურაცხყოფაზე უპასუხა, ტრამპმა თქვა, რომ მას ძალიან დაბალი IQ ( ინტელექტის კოეფიციენტი) აქვს.


0
92
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0