x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ფილოსოფია ბედნიერების ცნების შესახებ
"ადამიანის მთელი სიცოცხლე, დაბადებიდან სიკვდილამდე ბედნიერებისაკენ სწრაფვაა;

ყველას სურს ბედნიერი იყოს და არ არსებობს უფრო მძაფრი სურვილი;

ყველა ვირჩევთ მხოლოდ იმ გზას, რომელიც ჩვენი აზრით, ბედნიერებისკენ მიგვიძღვის და ხალისით აღვსილთ საგზლად მიგვაქვს ერთადერთი საზრდო- იმედი".

image


საინტერესოა როგორ განმარტავენ ფილოსოფოსები ბედნიერების ცნებას. პირველ რიგში დავსვათ კითხვა:

რა არის ბედნიერება?
ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
თავის დროზე კანტმა ბედნიერების პრინციპი არ მიიღო, რადგან ყველას თავისებურად ესმის, როგორც პრინციპი ვერ იმუშავებს.
მას უნდოდა მყარი პრინციპის მოძებნა, რომელსაც ყველა ადამიანი აღიარებდა.

image

კანტი უარს არ ამბობს, რომ ბედნიერება არის განუწყვეტელი განცდა იმისა, რომ ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში მიუღწეველია.
კანტის ეთიკა არის საკაცობრიო მოვლენა, იმ აზრით, რომ ბედნიერების ეთიკა კანტამდე იყო გაბატონებული, თუმცა შეიძლება დავასახელოთ სტოელები, რომელიც აქცენტს აკეთებდნენ მოვალეობაზე.
კანტი დაუპირისპირდა ბედნიერების პრინციპს და შემოიტანა მოვალეობის პრინციპი.
თუ ბედნიერება ისეთია, რომელშიც ყველა ადამიანი თავის შინაარსს დებს, მოვალეობა ისეთი უნდა იყოს, რომელიც ყველასგან ერთსა და იგივეს მოითხოვს. შინაარსისეული განსხვავება არ იქნება.
კანტის მოვალეობის პრინციპს და ეთიკასაც ჩვეულებრივ ახასიათებენ, როგორც ფორმალისტურ პრინციპს და ფორმალისტურ ეთიკას.

imageსაინტერესოა არისტოტელეს მოსაზრებები. არისტოტელეს მიხედვით, ბედნიერება არის "ყველაზე პატივსაცემი და ღვთაებრივი მოვლენა". ამას გარდა, ის არის სრულყოფილი სათნოება და სრულყოფილი ცხოვრება, რომელსაც არ აქვს არავითარი ნაკლი.
ბედნიერება არის მოქმედება-აქტივობაში. ის ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს.
ხოლო დაუმსახურებლად, შემთხვევით მიღებული ბედნიერება არ არის ჭეშმარიტი და აბსოლუტური ბედნიერება.

ბედნიერება არისტოტელეს ესმის, როგორც ცხოვრება სათნოებით, რაც დაკავშირებულია თეორიულ მოღვაწეობასთან, გულმოდგინე შრომასთან და არა გართობასთან.

ამრიგად, ადამიანის უცვლელი, ბუნებრივი მისწრაფება არის მისწრაფება ბედნიერებისაკენ.
ბედნიერება არის მისწრაფება ბედნიერებისაკენ. ეს არის სურვილების, განწყობილების, განზრახვის გამოხატულება.
ბედნიერებასთან დაკავშირებულია წარმატების ეთიკა და შედეგების ეთიკა.
ბედნიერება არის მისწრაფება, ვაღწევთ, მაგრამ არ ვჩერდებით, გარდა მისწრაფებისა ბედნიერება არის ბედნიერების უნარი, ბედნიერების განცდა, ვისაც ბედნიერების ღირებულება და მნიშვნელობა არ ესმის შესაძლებელია დაკარგოს. მაგალითად, სიცოცხლე ხომ გვეძლევა თუ გაანადგურებ უკან ვეღარ დაიბრუნებ.

სტატიის ავტორი: სოფიო მოდებაძე

0
234
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0