x
image
პროფესორი
პაბლო ემილიო ესკობარ გავირია-"კოკაინის მეფე" და უმსხვილესი ნარკობარონი
image


პაბლო ემილიო ესკობარ გავირია

დაბადების თარიღი:1დეკემბერი 1949

კოლუმბიელი უმსხვილესი და ძალზედ გავლენიანი ნარკობარონი.მან და მისმა კარტელმა ფაქტიურად ამერიკის მოსახლეობის 80-90% გაანარკომანა.ის კოლუმბიაში აკონტროლებდა ყველაფერს.„კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი, ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო ისტორიაში.


მან ნარკობიზნესი ახალ სიმაღლეზე აიყვანა და კოლოსალური რაოდენობის თანხა იშოვა ამ ბინძური გზით, ”Forbes”_ის მონაცემებით მისი ქონება 30 მილიარდ დოლარს აღწევდა.

დავიწყოთ თავიდან


ესკობარი მედელინში დაიბადა უღარიბეს ოჯახში, ის უმეტესად დროს დანაშაულებრივ ჯგუფებთან ატარებდა და 17 წლისას სხვადასხვა დანაშაულებიც ქონდა ჩადენილი.


მოზრდილობის ასაკში ესკობარი უკვე ადამიანების რეკეტზე გადადის.ერთ-ერთი-გავლენიანი გატაცებული იყო ბიზნესმენი დიეგო ეჩევარია, რომლის სანაცვლოდაც პაბლო და მისი მეგობრები დიდ თანხას ითხოვდნენ, საბოლოოდ მოლაპარაკება ბიზნესმენის სიკვდილით დასრულდა.ამით პაბლოს პოპულარობა მოსახლეობაში უფრო გაიზარდა.

ამის შემდეგ პაბლო ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ბევრ ქველმოქმედებასაც ეწეოდა, რამაც მას ძალზედ დიდი პოპულარობა მოუტანა ხალხში, ხალხს ის უყვარდა.


რეკეტის შემდეგ პაბლო გადადის კოკაინზე, ის მოიპოვებს მიწებს და იწყებს კოკაინის დამზადებას, რომელსაც ამერიკაში თავისუფლად ასაღებს.თუმცა, მანამდე მას უწევს არაერთი გავლენიანი ნარკობარონის ჩამოშორება, პაბლო ელვისებური დარტყმით იცილებს ყველა ნარკობარონს და მათ სიცოცხლეს ასალმებს.შემდეგ კი პაბლო ესკობარი კოლუმბიაში უკვე პირველი კაცია.ის ქმნის ლაბორატორიებს ჯუნგლებში და კოკაინს მეტ ხარისხს სძენს, რითაც მისი შემოსავალი უფრო და უფრო იზრდება.


კარტელს ყველა ხერხით გადაჰქონდა კოკაინი ამერიკაში ეს იქნებოდა სატვირთო, წყალქვეშა ნავი, თუ თვითმფრინავი.მათ მოსყიდული ყავდათ პოლიცია, ჯარი და მთავრობაც.კარტელი ყველაფერს აკონტროლებდა.


ამ პოპულარობამ ესკობარი იქამდე მიიყვანა, რომ ის პოლიტიკაში ჩაერთო და არჩევნებში გამარჯვებაც კი მოიპოვა.თუმცა ის საბოლოოდ გარიცხეს კონგრესიდან, რამაც ესკობარის განრისხება გამოიწვია და მან მთავრობის წევრების დაუნდობლი ხოცვა დაიწყო.


ამ დროს საქმეში უკვე ამერიკის სამართალდამცავი უწყებები ერთვებიან და პაბლოს ექსტრადაციას ითხოვენ, რასაც კოლუმბიის მთავრობა თანხმდება.ეს ყველაფერი რათქმაუნდა კარტელის ყურამდეც მივიდა, რის გამოც ესკობარმა შექმნა დაჯგუფება“ლოს ექსტრადიტაბლესი”, მათ ევალებოდათ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა და საბოლოო გამარჯვება.1985 წელს ესკობარმა დაიქირავა ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიზანები, შეაიარაღა კბილებამდე ერთი მისიით, ისინი უნდა ჩასულიყვნენ ბოგოტაში, შესეოდნენ უზენაეს სასამართლოს და გაენადგურებინათ ექსტრადიციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.


7
407
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
407
  
2019, 15 იანვარი, 2:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 იანვარი, 14:29
კი პლასტიკური ქიურგების ჯგუფში ჩანერგეს აგენტი ექიმი, რომელმაც საანესთეზიო საშუალებაში ფორმალინი შეურია, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია.
2019, 8 იანვარი, 22:04
ვა ეს არ ვიცოდი,ხო ამერიკულმა სპეცებმა მოკლეს ასე ვიცი
2019, 8 იანვარი, 19:50
არა, სახის შეცვლის ოპერაციისას გაუჩერდა გული. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იყოჩაღა.
2019, 8 იანვარი, 19:47
ეს არ ვიცი გუჯა,მე როგორც ვიცი პოლიციამ მოკლა
2019, 8 იანვარი, 19:46
ნაწილი 1
2019, 8 იანვარი, 19:18
ამიტომაც შეუყვანეს სახის შესაცვლელი პლასტიკური ოპერაციისას ფორმალინის ინექცია, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია.
0 1 7