x
image
ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროს 5 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

image


შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: არხილოსკალოსა და ქვემო ქედში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში ჯამში აშენდა 55 636 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელის საშუალებითაც 1 296 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.


სოფელ ზემო ქედში ტექნიკური პროცედურული პრობლემების გამო სამუშაოები შედარებით გვიან დაიწყო, ამდენად, ამ სოფელში მცირე ჩამორჩენაა. თუმცა, სამუშაოები წელსაც გრძელდება.


ამას გარდა, პირველ ეტაპზე, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში შიდა ქსელის მოწყობა დასრულდა ასევე ალაზნისპირა სოფლებში სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში.


პრემიერის განკარგულებით დედოფლისწყაროს სოფლების გაზიფიცირებისთვის 2018 წელს 11 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, გაზი ისეთ სოფლებში შედის, სადაც ბუნებრივი აირი მათი არსებობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა. დედოფლისწყაროს კიდევ 3 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წელს გაგრძელდება. მათ შორისაა ახმეტის სოფელი კასრისწყალი, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0