ისტორია თჰაგები - ინდოელ მკვლელთა გილდია 2019, 8 იანვარი, 17:52 ინდოელი თჰაგები (ინგ. Thuggee) ანუ მახრჩობელების, მძარცველების და მკვლელების გილდია იყო, რომლებიც სიკვდილის ქალღმერთ კალის ეთაყვანებოდნენ. Xll საუკუნიდან მოყოლებული მათი "საქმიანობა" ქარავნების ძარცვითა და მოგზაურების დახრჩობით შემოიფარგლებოდა. XVlll საუკუნიდან კი ისინი მხოლოდ მკვლელობით იყვნენ დაკავებული. ისტორიკოს უილიამ რუბინშტეინის გამოთვლებით თჰაგების მსხვერპლთა რაოდენობამ მხოლოდ 1740 - 1840 წლებში დაახლოებით 1 000 000 იყო, ხოლო თუ თანამედროვე გამოთვლებს ვენდობით მათ ორი საუკუნის განმავლობაში 3 000 000_ზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. თჰაგების გილდიის წევრები სამ კატეგორიად იყოფოდნენ: მომწამვლელებად, გამფატვრელებად (დანით მკვლელობა) და მახრჩობელებად. თჰაგების უმეტესობა მაინც მახრჩობელობას მისდევდა, ისინი მსხვერპლს უკნიდან ეპარებოდნენ და წვრილი თოკით ახრჩობდნენ. მათ ერთ_ერთ ლიდერს, ბუხრამს საკუთარი ხელით დახრჩობილი ჰყავდა 931 კაცი. 590 1-ს მოსწონს
|