x
image
Yoona
ეს ბოსტნეული მოგაშორებთ ნაღვლკენჭოვან დაავადებას, განკურნავს ართრიტს, ართროზს, რევმატიზმს, პოდაგრას და არა მხოლოდ! გაიგეთ რეცეპტი!
image

შავი ბოლოკი - პატარა წითელი ბოლოკის და არის. მისთვის დამახასიათებელია მძაფრი სუნი და გემო, რომელიც მადას ასტიმულირებს. ხალხურ მედიცინაში ღვიძლის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების პრობლემის დროს, ასევე ზამთარში ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ძველად ბოლოკის სამკურნალო თვისებების შესახებ კარგად იცოდნენ და მას სასუნთქი გზების, ბრონქიტის, ხველების და ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ასევე შეკრულობის დროს იყენებდნენ.

ბოლოკი ქალებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმს მინერალებით და გამაახალგაზრდავებელი ფერმენტებით ავსებს.


ბოლოკის, სტაფილოს და ჭარხლის წვენის კოქტეილი სისხლის ხარისხს აუმჯობესებს და ორგანიზმს წმენდს.


როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ შავი ბოლოკი?

თქვენ შეგიძლიათ ნედლი სახით გახეხილი ბოლოკი ნებისმიერ მცენარეულ ზეთთან და ლიმონის წვენთან არეული სალათის სახით მიირთვათ. მარილი არ დაუმატოთ, რადგან მარილთან კონტაქტის შემდეგ ძალიან მავნებელი გახდება.

შეგიძლიათ თაფლთან ერთად მიირთვათ. დაგეხმარებათ შეკრულობის, კუჭის პრობლემების, ცუდი მადის, ღვიძლის პრობლემების, სახეზე სხვადასხვა ლაქის და აკნეს დროს.

მუცლის შებერილობას მოგიხსნით და შარდვის დროს დაგეხმარებათ, ამიტომ თირკმლის და შარდსასქესო გზების დაავადების დროს გამოიყენება, განსაკუთრებით ქვების საწინააღმდეგოდ. ამისთვის დილით, უზმოზე შავი ბოლოკის წვენი ( 1 ს/კ 50-100 მლ წყალში გახსნილი) უნდა დალიოთ.

შავი ბოლოკი ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს და სხვა ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც მის გემოს და სუნს უზრუნველყოფს.


წვენი

სამკურნალოდ მხოლოდ ახალდაწურული წვენი უნდა გამოიყენოთ. 4-5 დღის განმავლობაში დღეში 100-150 გრ წვენი დალიეთ, მიღება რამდენიმე ნაწილად დაყავით (6-8 ნაწილად). შემდეგ 2-3 დღიანი შესვენება გააკეთეთ. თქვენ მკურნალობის პროცესი უნდა გააგრძელოთ ხანგრძლივი დროით, რომ შავი ბოლოკის მოქმედება იგრძნოთ.

ხალხურ მედიცინაში წერია, რომ ახალდაწურული წვენი ნევრალგიისა და წელის ტკივილის დროს უებარია. მკურნალობის ეფექტი საკმაოდ სწრაფია. წვენს შეგიძლიათ ცოტა თბილი რძე დაუმატოთ.


სიროფი

სიროფის მოსამზადებლად, ბოლოკი დაჭერით ან გახეხეთ, შაქრით ან თაფლით დაფარეთ და 4 საათით დააყენეთ, შემდეგ კი სიროფი დააგროვეთ. ზრდასრულებმა 2-3 ს/კ მიიღეთ და ბავშვებში 1 ჩ/კ ყოველ საათში.

ასევე შეგიძლიათ 1 ს/კ ყოველ საათში მიიღოთ ასთმის და ყელის, ფილტვების ლორწოვანის მოსაშორებლად.

თქვენ მხოლოდ ახალი ბოლოკი უნდა გამოიყენოთ, რადგან შენახვის დროს სამკურნალო თვისებებს კარგავს.


თესლი

ბოლოკის თესლს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ფაფის სახით მას კანზე სოკოს საწინააღმდეგოდ იყენებენ.


ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი და პოდაგრა

შავი ბოლოკის ფესვები კანიანად გახეხეთ. მაღალ ხარისხიანი თეთრი ღვინო დაასხით და 14 დღე დააყენეთ. ყოველდღე შეანჯღრიეთ. ქაღალდში ფილტრში გაწურეთ და კარგად დახურულ ბოთლში შეინახეთ. ყოველ უზმოზე 1 ჩ/კ დალიეთ. მკურნალობა 20 დღე გრძელდება. გამეორება 3 თვის შემდეგ შეგიძლიათ.


ნაღვლკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ

ბოლოკი ხშირად არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ მისი გამოყენება ინფექციების დროს შეგიძლიათ.

ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევის დროს შავი ბოლოკის წვენით თერაპია ნაღვლის გამომუშავებას აჩქარებს, ქვებს შლის და მუშაობას არეგულირებს. ის შეკრულობას ამცირებს. სანამ მის გამოყენებას შეეცდებით, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

შავი ბოლოკის წვენი უზმოზე ორი თვის განმავლობაში მიიღეთ. პირველ დღეს 1 ს/კ, მეორე დღეს - 2, მესამე დღეს - 3. მეოთხე დღეს - 4, შემდეგ მოაკელით, სანამ კვლავ 1 ს/კ-მდე არ ჩამოხვალთ. გამეორება მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ შეგიძლიათ.


გაფრთხილება: ამ თერაპიამ ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში მისი მიღება უნდა შეწყვიტოთ. ასევე კუჭის ანთების დროს მისი მიღება რეკომენდებული არაა.


ასევე დაგაინტერესებთ:

კოჭა-ნივრის წვნიანი 52 კბილი ნივრისგან გაციებას, გრიპს და ნეიროვირუსს გაუმკლავდება


აი, რატომ უნდა დალიოთ ზამთარში უფრო მეტი წყალი, ვიდრე ზაფხულში: თქვენი შეშუპების მიზეზი ცნობილია


აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა მხოლოდ წყალს სვამთ (ვიდეო)


ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ


უძილობა, ხველა, ართრიტი, შეშუპება: ძლიერი ჩინური რეცეპტი! 100%-ით ეფექტური


9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ


თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში.


ეს პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენია, მისი მიღება შეწყვიტეთ!


ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ


დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი


9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება


11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით


„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1247
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0