x
ქართული ენის სწავლება არაქართულენოვან სკოლებში
image

08/01/2019


ქართული ენის სწავლება არაქართულენოვან სკოლებში უაღრესად საინტერესო
საკითხია. თუმცა, სანამ უშუალოდ აღნიშნულს შევეხებით, ყურადღება გავამახვილოთ ქართულზე, როგორც მეორე ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
ქართული, როგორც მეორე ენა გაერთიანებულია სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში და ისწავლება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. დაწყებით საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:


 მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
 ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
 ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.


დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა თითოეული მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება. მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლის პროცესი და თვით ქართული ენა და კულტურა. ამავე საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება რამდენიმე მიმართულებით იშლება: კომუნიკაცია (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი), გრამატიკა (პირველ-მეოთხე კლასებში) და სწავლის სწავლა (მესამე კლასიდან).
საბაზო საფეხურის ქართულის, როგორც მეორე ენის სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები;
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი;
გ) მეთოდიკური ორიენტირები;
დ) შეფასება.
საბაზო საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლისას მოსწავლეები
სახელმწიფო ენას ფუნქციურად გამოიყენებენ კომუნიკაციური მიზნებისა თუ სასწავლო საქმიანობათა განსახორციელებლად; დაეუფლებიან ენის სწავლის უნარებსაც. საბაზო საფეხურზე ღრმავდება ის საგნობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლემ შეიძინა დაწყებით საფეხურზე. ქართულის, როგორც მეორე ენის, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა კონკრეტული გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის გათვალისწინებით, ქართულის,
როგორც მეორე ენის, საბაზო საფეხურის სტანდარტი განსაზღვრავს მოსწავლის აღჭურვას იმგვარი ცოდნით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მას – გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში.
საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.
ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:



 მოსწავლეს განუვითაროს ქართულ ენაზე წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
 მოსწავლეს განუვითაროს ქართული ენის მიზნობრივად და ფუნქციურად გამოყენების
უნარი სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში;
 მოსწავლეს განუვითაროს სხვა კულტურათა დაფასებისა და პატივისცემის უნარი;
 ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებაში მოსწავლის სრულფასოვან ინტეგრირებას;
 მოსწავლეს განუვითაროს ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარი.

ამ მიზნებზე მიმართული მუშაობით საგანი „ქართული, როგორც მეორე ენა“ თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიითა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა თუ ღირებულებების განვითარება-ჩამოყალიბებაში. (ესგ;2018)
„არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება“-ესაა ნაწყვეტი „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევიდან“, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2016 წლის ივლის-ოქტომბერში ჩაატარა. აღნიშნული კვლევიდან 2 წელი გავიდა, თუმცა, გამოწვევა კვლავ ძალაშია, რადგან საქართველოს ძალიან ბევრ არაქართულენოვან სკოლაში, მოსწავლეებს არ აქვთ სტანდარტთან შესაბამისი ქართული ენის
ცოდნა.

შემდგომ, მოსწავლეებს უმაღლეს სასწავლებელში აქვთ შესაძლებლობა, 4+1 პროგრამის საშუალებით დაეუფლონ ქართულ ენას. მაგრამ, ენის სწავლების საუკეთესო საშუალება კომუნიკაციაა.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბედიანაშვილი
მარიამ ბედიანაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0