x
image
პროფესორი
ადამიანი წარმოადგენს იმას, რასაც ის ფიქრობს საკუთარი თავის შესახებ-ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

image

ერთხელ, ფსიქოლოგმა ფრენსის გალტონმა, გადაწყვიტა ჩაეტარებინა ასეთი ექსპერიმენტი - მანამ, სანამ გავიდოდა ლონდონის ქუჩებში სასეირნოდ (რასაც ყოველ დღე აკეთებდა) დიდხანს უმეორა საკუთარ თავს შემდეგი ფრაზა: " მე ვარ საზიზღარი ადამიანი, რომელსაც ინგლისში ვერავინ იტანს!"და რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა კონცენტრაცია შეძლო ამ რწმენაზე, რომელიც ტოლფასია თვითჰიპნოზის, ის წავიდა სასეირნოდ.



თავიდან ყველაფერი ჩვეულბრივად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: ფრენსისი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა გამვლელების ზიზღნარევ და ქედმაღლურ მზერას. ბევრი პირს იბრუნდებდა მისგან და რამდენიმეჯერ გაიგონა მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები.
პორტში გავლისას, ერთ-ერთმა მუშამ ისე დაარტყა მას იდაყვი, რომ ტალახში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ მისდამი მტრული დამოკიდებულა ცხოველებსაც გადაედოთ. როდესაც გვერდი ჩაუარა ცხენს, ცხოველმა ისე ძლიერად ჰკრა წიხლი, რომ ფსიქოლოგი ისევ მიწაზე აღმოჩნდა. გალტონი შეეცადა თვითმხილველების კეთილგანწყობა მოეპოვებინა, მაგრამ მათ ცხოველის დაცვა დაიწყეს.
გალტონმა იმის შიშით, რომ მისი ექსპერიმენტის გამო უფრო მძიმედ არ დაზარებულიყო, გადაწყვიტა დაუყოვნებლივ წასულიყო სახლში.
ეს ისტორია აღწერილია ბევრ წიგნში, რომლებიც ეხება ფსიქოლოგიას და მისგან შეიძლება გავაკეთოთ 2 დასკვნა:
1. ადამიანი წარმოადგენს იმას, რასაც ის ფიქრობს საკუთარი თავის შესახებ
2. არ არის აუცილებელი სხვებს დაანახოთ თქვენი თვითშეფასება და სულიერი მდგომარეობა.
ჩვენ - ვართ ჩვენივე ფიქრები, ჩვენივე აზრები. ჩვენი აზრებით კი ჩვენ ვქმნით მსოფლიოს.
და ბოლოს, ბევრად მნიშვნელოვანია შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე, ვიდრე ის, თუ სხვები რას ფიქრობენ შენზე.

0
120
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0