x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უცნაური კანონზომიერება - როგორ იხოცებიან "შავი ჯადოქრები" შოუდან "ექსტრასენსთა ბრძოლა"
image"ექსტრასენსთა ბრძოლა" არის სატელევიზიო შოუ, სადაც მონაწილეობენ "ზეშესაძლებლობის მაგები და ნათელმხილველები". შოუ ორიგინალი სახელწოდებით Britain’s Psychic Challenge დიდ ბრიტანეთში დაიწყო და შემდეგ ანალოგიური შოუები გადიოდა ან გადის აშშ-ში, ისრაელში, რუსეთში, ბულგარეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ. ამჯერად საუბარი გვექნება რუსულ ტელეშოუზე "Битва экстрасенсов".


6 იანვარს გარდაიცვალა მე-17 სეზონის მონაწილე დარია ვოსკობოევა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.

"შავი ჯადოქარი" ორი წლის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს, ისრაელშიც წავიდა სამკურნალოდ, თუმცა უშედეგოდ, – იგი 38 წლის იყო.

image


თუმცა დარია ვოსკობოევა მაგიური კანონზომიერებით პირველი არ არის ამ შოუდან, ვინც უდროოდ დატოვა სააქაო.


მე-10 სეზონის მონაწილე კონსტანტინე იამპოლსკი გულის შეტევით გარდაიცვალა 2018 წლის იანვარში 33 წლის ასაკში.

image

მე-7 სეზონის ფინალისტი ილონა ნოვოსელოვა 2017 წლის ივლისში 6-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

image

2012 წელს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა შოუს კიდევ ერთი მონაწილე იური ისპარიანცი "შავი მაგი", რომელსაც მისივე სიტყვებით, "ბოროტი სულების " განდევნა შეეძლო.

image

მეოთხე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონაწილე ალექსანდრე აგაპიტი 43 წლის ასაკში დაიღუპა, საჭესთან ჩაეძინა.

image

მე-3 სეზონის ფინალისტი, ჯადოქარი ალექსეი ფადი გულის შეტევით გარდაიცვალა 2009 წლის 22 ივნისს 50 წლის ასაკში.

image

უცნობია მე-3 სეზონის მონაწილის, ნადეჟდა ტიტოვას გარდაცვალების მიზეზი, იგი 2013 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. სხვათა შორის, ტიტოვა 1998 წელს რუსეთის საუკეთესო სახალხო მკურნალად იქნა დასახელებული.

image

0
434
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0