x
image
პროფესორი
ზვიად გამსახურდიას და რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერლის მოლაპარაკების სცენა

image


გალის რაიონში…
ვითარება ასეთია: რუსეთი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს გამსახურდიას და არა შევარდნაძეს. რუსეთი გზას უხსნის გამსახურდიას და მის მომხრეებს თბილისისაკენ. სანაცვლოდ რუსეთი გამსახურდიასაგან მოითხოვს აფხაზეთის თუნდაც ერთობლივი კონტროლის უფლებას.
ეს მოთხოვნა ერთ ფურცელზეა ჩამოყალიბებული. მას მხოლოდ
გამსახურდიას ხელის მოწერა აკლია.
გამსახურდიამ უპასუხა, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს.
გენერალი ურჩევს არ აჩქარდეს, დაფიქრდეს, ყველაფერი გაიაზროს, აწონ-დაწონოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ეზოში მდგარა მორად გადახერხილი უზარმაზარი დიამეტრის წიფლის მაგიდა, გარშემო _ მორებისავე სკამები.
ზვიადს გენერლისავე მიწოდებული ქაღალდი აუღია, მაგიდასთან დამჯდარა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მოუშორებია თვალი ამ ტექსტისათვის.
რომ დაბრუნდა, თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ზვიადი იყო გათეთრებული. გენერალსა და ზვიადს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:
– მე ვერ მოვაწერ ხელს ამ დოკუმენტს, _ თქვა ზვიადმა.
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გაქვთ შეგნებული საფრთხეები, რომელიც თქვენი უარიდან გამომდინარეობს? _ უპასუხია გენერალს.
– ვიცი. ეს არის ჩემი სიკვდილი.
– მენანებით. ზვიად კონსტანტინეს ძევ.
– ვერაფერს ვიზამთ. ასეთია ჩემი ბედი.

1
528
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
528
  
2019, 8 იანვარი, 13:50
ოჩამჩირეში მოხდა, ილორში. გურამ აფსანძის მიერ იყო ეს შეხვედრა მოწყობილი. მან შემოიყვანა კონფედერატები და აფსუებიც სამეგრელოში, რისთვისაც სასტიკი პასუხი მიიღო და სასწრაფოდ გააყვანინა ზვიადმა კონფედერატები.
ზვიადს და ლოთის აბრალებდნენ, არცერთი არ იყო საქმის კურსში.
0 1 1