x
უცნობი ფაქტები ჰოლივუდის მსახიობების ცხოვრებიდან (გაგრძელება იქნება)
მსახიობები იმ ამბების ანარეკლები არიან, რომლებსაც თავად ჰყვებიან - ეს ამბები კი, თავის მხრივ, იმ საზოგადოების სარკეა, რომელშიც ვცხოვრობთ. ხშირად, ეს არტისტები ზოგიერთი ფანისთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანნი ხდებიან. აგრეთვე, დღესდღეობით, გლობალიზაციის ეპოქაში, მსახიობები გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციას როდი არიან მიბმულნი. დაუჯერებელი ეკრანული სახეებით თუ მომაჯადოებელი ცხოვრებით, ისინი ლეგენდებად, მათი ისტორიები კი ურბანულ ზღაპრებად იქცევიან ხოლმე.

ამგვარად, ჩვენ შევაგროვეთ ეს ქალაქური მოთხრობები ჰოლივუდის თქვენს საყვარელ მსახიობებზე, რაც ნამდვილად არ გეცოდინებათ.

imageნიკოლას ქეიჯს 20 მილიონი დოლარი გადაუხადეს იმისათვის, რომ სუპერმენი ეთამაშა ფილმში, რომელიც თაროზე შემოდეს.

ეს თითქმის ასე მოხდა. ნიკ ქეიჯი სუპერმენად გადაქცევას აპირებდა ტიმ ბარტონის 1998 წელს გადაღებულ ფილმში „სუპერმენი ცოცხლობს“, რომელსაც დღის სინათლე არ უნახავს.


image

კაცმა გადასაღებ მოედანზე იარაღი მიუშვირა შონ კონერის, რომელმაც მაშინვე განაიარაღა და მიწაზე მოისროლა ის.

მსახიობ ქალს ლანა ტერნერს შონ კონერისთან ერთად იღებდნენ. უეცრად, მისი მეგობარი მამაკაცი ჯონი სტომპანატო გადასაღებ მოედანზე გამოვარდა და კონერის იარაღით დაემუქრა. 6.2 ფუტი სიმაღლის ბონდის როლის შემსრულებელმა მსახიობმა სტომპანატოს მკლავი გადაუგრიხა და თოფი ხელიდან გააგდებინა. სერ შონ კონერიმ, ქალბატონებო და ბატონებო!

imageშონ ბინი 25-ზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო შოუში კვდება.

ჩვენ ეს სულაც არ გვაკვირვებს.

imageბილ მურაის აგენტი არ ჰყავს. შეგიძლიათ, ხმოვანი ფოსტით შეტყობინება დაუტოვოთ და იმედი იქონიოთ, რომ მას პროექტი მოეწონება და შეგეხმიანებათ.

მავანი ამბობს, რომ ბილ მურაიმ ბევრი დიდებული როლი გამოტოვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აგენტი არ ჰყავს, მაგრამ ეს ის უმნიშვნელო ინფორმაციაა, რომელიც მურაის მსგავსი ამპლუის სხვა მსახიობებზე ერთი თავით მაღლა აყენებს.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0