x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი ქალაქი
მოგესალმებით. სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქების ათეულს, 2018 წლის მონაცემებით.

10. პრაღა
image

პრაღა (ჩეხ. Praha) — ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ვლტავაზე ცენტრალურ ბოჰემიაში და დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება (თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს). პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.


9. ედინბურგი
image

ედინბურგი (ინგლ. Edinburgh) — შოტლანდიის დედაქალაქი. მოსახლეობის მხრივ ედინბურგი შოტლანდიაში მხოლოდ გლაზგოს ჩამორჩება, დიდი ბრიტანეთში კი ამ დასახლებას მეშვიდე ადგილი უკავია. ქალაქ ედინბურგის მუნიციპალური საბჭო, არის შოტლანდიის 32 ადგილობრივი მმართველობის საბჭოდან ერთ-ერთი. ედინბურგის მუნიციპალური საბჭოს ტერიტორიაში ქალაქ ედინბურგთან ერთად შედის მის გარშემო არსებული ურბანული ტერიტორიაც, სულ 78 კმ².


ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ შოტლანდიაში, ნორვეგიის ზღვის სანაპირო ზოლში. ედინბურგში არის განსაკუთრებული არქიტექტურა, რის გამოც ეს დასახლება ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. აქვე მდებარეობს შოტლანდიის პარლამენტის შენება. შოტლანდიის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არის ედინბურგის უნივერსიტეტი. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად ძველ და ახალ ედინბურგად. 1995 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. 2009 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, აქ ცხოვრობდა 477, 660 კაცი[2].

ედინბრუგში ყოველწლიურად იმართება მრავალი ფესტივალი. ამ დასახლებას ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს, ტურისტების რაოდენობის მხრივ ედინბურგს ქალაქ ლონდონის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მეორე ადგილი უკავია.


8. ამსტერდამი
image

ამსტერდამი (ნიდერლ. Amsterdam) — ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით 859 732 ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან (Amstel dam) მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი XII საუკუნეში დაარსდა, როგორც მეთევზეთა პატარა სოფელი. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული, ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნები შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4, 2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

7. პარიზი
image

პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (32 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის მონაცემებით 224, 062[2] ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 10, 550 350 (2011)[3] მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 12, 341, 418 მილიონი (2012) [4].

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.


6. რიო-დე-ჟანეირო
image

რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო[1] — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და აგლომერაცია სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6, 3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ[2][3] იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში.[4] ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს“ (პორტ. cariocas) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს“ (Cidade Maravilhosa).

თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო, ჯერ პორტუგალიიის კოლონიურ ხანაში, 1763—1815 წლებში, 1815—1821 წლებში პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, 1822—1960 წლებში კი დამოუკიდებელი ბრაზილიის დედაქალაქი. 1960 წელს დედაქალაქის სტატუსი ახლად აშენებულ ქალაქ ბრაზილიას გადაეცა.

რიო-დე-ჟანეიროს მშპ მეორე უდიდესია ქვეყანაში, [5] 30-ე მსოფლიოში (2008)[6] და დაახლოებით R$ 343 მლრდ-ს შეადგენს. ქალაქში განთავსებულია ბრაზილიის ორი უმსხვილესი კომპანიის Petrobras-სა და Vale-ს სათავო ოფისები, ისევე როგორც სხვა ბრაზილური ნავთობკომპანიებისა და სატელეფონო კომპანიების ოფისები. გარდა ამისა, რიოში ფუნქციონირებს ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი, მედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კონგლომერატი — გლობო. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი და ინსტიტუტია და წარმოადგენს ბრაზილიის მეორე უდიდეს კვლევით ცენტრს; 2005 წლის მონაცემებით, ქვეყნის სამეცნიერო პროდუქციის 17% რიოში იწარმოება.[7]

რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით, ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში.


5. კიოტო
image
კიოტო (京都市, Kyōto-shi) — ქალაქი იაპონიაში, რომლის მოსახლეობა ამჟამად 1, 5 მილიონს აღემატება. კიოტო უწინ იაპონიის იმპერიის დედაქალაქი იყო, ამჟამად კი კიოტოს პრეფექტურის დედაქალაქია, ისევე როგორც მნიშვნელოვანი ნაწილი ოსაკა-კობე-კიოტოს ურბანული აგლომერაციისა.


4. ფლორენცია
image

ფლორენცია (იტალ. Firenze, ძვ. იტალ. Fiorenza, ლათ. Florentia) — იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 367 569 მცხოვრებით (1 500 000 შემოგარენის ჩათვლით).

ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ფლორენცია ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის დამლევს ქალაქში გაჩენილმა მოქალაქეებისა და მოვაჭრეების ფენამ საგრძნობლად შეკვეცა ფეოდალთა პრივილეგიები.

ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865-დან 1870-მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე ალიგიერი, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ჩეზარო პეტრარკა, ლეონარდო და ვინჩი, კოზიმო დე მედიჩი, ლორენცო დე მედიჩი, რაფაელი, ნიკოლა ფლამელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ასე შემდეგ.


3. რომი
image

რომი (იტალ. Roma; ლათ. Rōma) — ქალაქი და სპეციალური კომუნა („Roma Capitale“) იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2, 9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და სიდიდით მეოთხე ქალაქი ევროკავშირში ქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4, 3 მილიონი ადამიანი.[2] ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის ნაპირებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.[3][4]

რომის ისტორია 2, 5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში.[5] ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარმოადგენდა ლათინების, ეტრუსკებისა და საბინების ნაზავს. საბოლოოდ რომი გახდა, თანმიმდევრულად, რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი)[6] და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი), ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რაც შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება, რომი ნელ-ნელა მოექცა პაპის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რომელიც ქალაქში I საუკუნეში დასახლდა, სანამ VIII საუკუნეში პაპის ოლქის დედაქალაქად არ იქცა, რაც 1870 წლამდე გაგრძელდა.

რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პაპი, დაწყებული ნიკოლოზ V-დან (1422–55 წწ.) ოთხასი წლის განმავლობაში ატარებდა თანმიმდევრულ ქალაქდაგეგმარებით და არქიტექტურულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის მსოფლიოს მხატვრულ და კულტურულ ცენტრად გადაქცევას.[7] ამის გამო, რომი გახდა უპირველესი იტალიური რენესანსის მთავარ ცენტრებს შორის, [8] ხოლო მოგვიანებით აქვე ჩაისახა ბაროკო. რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების ცნობილმა მხატვრებმა და არქიტექტორებმა რომი თავიანთი მოღვაწეობის ცენტრად აქციეს, რის შედეგადაც მთელ ქალაქში უამრავი შედევრი შეიქმნა. 1871 წელს რომი გახდა იტალიის სამეფოს, ხოლო 1946 წელს იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქი.

რომს გააჩნია გლობალური ქალაქის სტატუსი.[9][10][11] 2011 წელს, იგი იყო მე-18 ყველაზე მეტად მონახულებადი ქალაქი მსოფლიოში, მესამე — ევროპის კავშირში და ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იტალიაში.[12] რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[13] ვატიკანის მუზეუმებისა და კოლოსეუმის მსგავსი ძეგლები და მუზეუმები მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ტურისტულ ობიექტთა შორისაა, რომლებიც წელიწადში მილიონობით ვიზიტორს ღებულობენ. რომმა უმასპინძლა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ქალაქში, ასევე, მდებარეობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბ-ბინა.


2. ბუდაპეშტი
image
ბუდაპეშტი (უნგრ. Budapest) — უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს, რაც 80-იანი წლების პიკის შემდგომი (2.07 მლნ.) ვარდნის შედეგია. 1873 წელს მარჯვენა სანაპიროს ბუდასა (გერმ. ოფენი) და ობუდას (ძველი ბუდა ან ალტ-ოფენი) შერწყმით პეშტთან მარცხენა (აღმ.) სანაპიროზე ბუდაპეშტი ერთდადერთი ქალაქი გახდა, რომელიც მდ. დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია.


1. ვენეცია
image

ვენეცია (იტალ. Venezia, ვენეტ. Venexia, Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული.[1] მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების — პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით.[1] ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

ვენეცია ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია. 2009 წლის მონაცემებით, ვენეციის კომუნაში 270 098 ადამიანი ცხოვრობს.[2] პადუასა და ტრევიზოსთან ერთად, ქალაქი მიეკუთვნება პადუა-ტრევიზო-ვენეციის აგლომერაციას, რომლის მოსახლეობაც 1 600 000 ადამიანს შეადგენს.

სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდებოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.[3][4] ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: „La Dominante“, „Serenissima“, „ადრიატიკის ზღვის დედოფალი“, „წყლის ქალაქი“, „ნიღბების ქალაქი“, „ხიდების ქალაქი“, „მცურავი ქალაქი“ და „არხების ქალაქი“.[5] როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, „ეს ქალაქი უდავოდ ყველაზე მშვენიერია, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია“.[6]

ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანაში ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ვაჭრობასა და ხელოვნებაში. სახელმწიფომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნის ბოლომდე იარსება. ამ ფაქტმა ვენეცია მდიდარ ქალაქად აქცია. ვენეცია ასევე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მხატვრული მიმდინარეობით, განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში. ვენეციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმფონიური და საოპერო მუსიკის ისტორიაში, აქ დაიბადა ანტონიო ვივალდი.













0
489
2-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ც
ბექა ც
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0