x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რქაწითელი პირველი ღვინო იქნება მსოფლიოში, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი?
imageრქაწითელი შესაძლოა გახდეს პირველი ვაზის ჯიში მსოფლიოში, რომლის მოშენება მარსზეა დაგეგმილი."თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე?" ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი.


საქართველო ღვინის სამშობლოდაა მიჩნეული და არცაა გასაკვირი, რომ რომ ქვეყნაში ახლა ადგენენ რომელი ჯიშის ყურძენი იქნება გამოსადეგი, რომ მარზე ერთი ჭიქა ღვინო დალიო.

ეს არის IX Millennium პროექტი, რომელიც გულისხმობს ყურძნის ჯიშს, გამოსადეგს წითელი პლანეტის სოფლის მეურნეობისათვის.


მკვლევარებმა პასუხი უნდა გასცენ, თუ რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალს და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს. აბა ვინ არ ისურვებდა მარსიანულ ღვინით სავსე ჭიქით ხელში ახალი წლის შეხვედრას ახალ პლანეტაზე?(687 დედამიწის დღე)


შემდეგ სტატიაში მოთხრობილა ქართული ღვინის ისტორია და აღნიშნულია, რომ წითელი პლანეტის კლიმატს არა შავი, არამედ თეთრი ფერის ყურძენი უფრო გაუძლებს. მარსზე მოშენების ერთ-ერთი კანდიდატად რქაწითელი განიხილება. მკვლევარების აზრით, რქაწითელის კანი მარსის მტვრის ქარიშხლებს ადვილად გაუძლებს.

კომპანია SpaceX-ს 2024 წელს აქვს დაგეგმილი პირველი პილოტრებული მისიის გაგზავნა მარსზე.




0
194
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0