x
image
_K_
როგორ დავაძინოთ ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - 12 სასარგებლო ხერხი
image

დედობა და მამობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ცხოვრებაში, თუმცა, მას გამოწვევებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ყველაზე რთული "განსაცდელი", რასაც მშობლები უმკლავდებიან, ბავშვის დაძინებაა.

თუ შვილის ტირილი ღამით ძილის საშუალებას არ გაძლევთ, კარგად წაიკითხეთ სტატია და გაითვალისწინეთ რჩევები!








1. კომფორტულად შეფუთეთ ბავშვი.

6 თვემდე ბავშვს ძილის დროს თავისუფლების შეგრძნება თუ ექნება, შეიძლება მარტივად გაიღვიძოს. ეცადეთ, მჭიდროდ შეფუთოთ თქვენი პატარა, რაც მის შეუფერხებელ ძილს უზრუნველყოფს.


image








2. გამოიყენეთ სპეციალური ნათურები, რათა ბავშვს დაეხმაროთ დღისა და ღამის გარჩევაში.

საკმაოდ რთულია, თოთო ბავშვს ასწავლოთ, რომ ღამე ძილისთვისაა, მაგრამ ამას თუ შეაჩვევთ, ნამდვილად ამოისუნთქავთ! დაგეგმეთ თქვენი შვილის დღისა და ღამის გრაფიკი და ყოველდღე გაიმეორეთ ერთი და იგივე.

ოთახში განთავსებული ლამპებისა და ნათურების განათება ბავშვს მიახვედრებს, როდის არის ძილის დრო და ნელ-ნელა ცირკადიალური რითმი დაურეგულირდება.

image








3. დაძინებამდე პატარას მიაღებინეთ თბილი აბაზანა.

ალბათ, გსიამოვნებთ დაძინებამდე თბილი აბაზანის მიღება. რატომ არ ცდით იმავეს თქვენი შვილისთვისაც? თუ ყოველ ღამით დაძინებამდე გაიმეორებთ ამ პროცედურას, ეს ბავშვისთვის სიგნალი გახდება იმისა, რომ დაძინებისთვის მოემზადოს.

image









4. ბავშვის ოთახში დაარეგულირეთ ტემპერატურა.

დოქტორ ალან გრინის წიგნის მიხედვით, ჩვილის ოთახში ტემპერატურა 18-21°C უნდა იყოს. სწორი ტემპერატურის შერჩევით ბავშვს უფრო მალე ჩაეძინება. ოთახში სიგრილის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდიციონერი, ან ცოტათი გამოაღოთ ფანჯარა.

image









5. გამოიყენეთ "თეთრი ხმაური" ბავშვის ოთახში.

"თეთრი ხმაური" ჩვილს ძალიან ეხმარება სწრაფად ჩაძინებაში, რადგან იმ ხმას ჰგავს, რაც პატარას დედის მუცელში ესმოდა.

ქვევით გთავაზობთ "თეთრი ხმაურის" მაგალითს, რომელიც შეგიძლიათ თქვენს პატარას დაძინებამდე მოასმენინოთ.

image








6. დაძინებამდე გამოუცვალეთ პამპერსი.

სისუფთავის შეგრძნება ნამდვილად ეხმარება ბავშვს კარგად ძილში, გამოუცვლელი პამპერსი კი მას ამაში ხელს უშლის.

image









7. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, არ მიირთვათ კოფეინის შემცველი სასმელები.

როგორც წესი, მეძუძური დედებისთვის კოფეინი აკრძალული არ არის, თუმცა დღეში 5-6 (ან მეტი) ფინჯანი ყავის დალევამ შესაძლოა თქვენს პატარას ძილი დაუფრთხოს. დღის განმავლობაში თუ ზედმეტ შოკოლადს, ჩაის, ყავას ან გაზიან სასმელს მიირთმევთ, ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ხასიათის ცვლილებას. ასე მიხვდებით, ახდენს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი მასზე გავლენას.

image








8. გამოიყენეთ აკვანი ან სარწეველა.

ბავშვის დაბადების პირველი 6 თვის მანძილზე უმჯობესია, რაც შეიძლება ახლოს იყოს თქვენთან. აკვანი ან სარწეველა კარგი გზაა პატარას სწრაფად და მარტივად დასაძინებლად.

image







9. შეუზღუდეთ ტელევიზორით, კომპიუტერითა და მობილურით სარგებლობის დრო.

კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მობილურთან, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, მეტი დრო სჭირდებათ დასაძინებლად. კარგი იქნება, თუ დაძინებამდე 2 საათით ადრე მაინც თქვენს პატარას გამოსხივების მქონე ეკრანს არ მიაკარებთ.

image








10. როცა ბავშვს აძინებთ, ეცადეთ, არ უყუროთ თვალებში.

პირველად ამ სამყაროში ბავშვები თვალებით კომუნიკაციასა და მათ გარშემო ადამიანების ცნობას სწავლობენ. თქვენს პატარასთან საუბარი და თვალებში ყურება მის სხეულში სიყვარულის ჰორმონ ოქსიტოცინს წარმოქმნის, რომელიც ბავშვის გულისცემის რიტმს ზრდის. ამიტომაც არის, რომ თუ ბავშვის სარწეველაში ან აკვანში დაძინებას ცდილობთ და თან თვალებში უყურებთ მას, ხშირად დაძინების მაგივრად საწინააღმდეგო შედეგს იღებთ.

image








11. თუ ბავშვს საჭმელად გააღვიძებთ, ეს ნორმალურია.

ყველა მშობელი თანხმდება ერთ წესზე: არასდროს გააღვიძო მძინარე ბავშვი! თუმცა, თუ მას 3 საათზე მეტია, რაც არ უჭამია, ბავშვის გაღვიძება სრულიად მისაღები და ნორმალურია. ეს მას სწორი დღის რეჟიმის ჩამოყალიბებაშიც ეხმარება.

image









12. დააკვირდით და გაიგეთ, ყველაზე კარგად რა ეხმარება თქვენს პატარას ძილში.

ყველა ბავშვი განსხვავებულია და მათ სხვადასხვა რამ მოსწონთ. არ არსებობს ერთი კონკრეტული სქემა, რომლის მიხედვითაც ყველა მათგანის სწრაფად და მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაძინება იქნება შესააძლებელი. თქვენი პატარა სიგნალებს გიგზავნით, ეცადეთ, მოუსმინოთ და გაშიფროთ იგი. დააკვირდით, ყველაზე მეტად რა ეხმარება თქვენს შვილს ძილში და იმოქმედეთ შესაბამისად.

image


ბედნიერ დედობას გისურვებთ!






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისგან იღებს სიამოვნებას ბავშვი საშვილოსნოში ყოფნისას

image


2. რატომ არის რთული ქალისთვის ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ

image


3. რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე

image


0
5608
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0