x
image
_K_
საყვარელი გარეგნობის ცხოველები, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ
image

ჩვენი უმრავლესობა ცხოველებს ვაღმერთებთ. მათი ყურებისას რთულია ინდიფერენტულები დავრჩეთ. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია, გვავნოს.

სტატიაში წარმოგიდგენთ საყვარელი გარეგნობის, მაგრამ საშიშ ცხოველებს, რომლებსაც ადამიანების მოკვლაც შეუძლიათ.








10. ზღვის ლეოპარდი

ზღვის ლეოპარდებს ისეთი საყვარელი გარეგნობა აქვთ, რომ რთულია, მათგან ზიანს მოელოდეს ადამიანი. თუმცა, ცნობილია შემთხვევები, როცა ისინი მკვლევარებს დაესხნენ თავს და აღსანიშნავია, რომ საკმაოდ აგრესიული ქცევა ახასიათებდათ. ისინი სიამოვნებით მიირთმევენ პინგვინებს. სანამ მათთან ერთად ცურვას გადაწყვეტთ, ეს გაითვალისწინეთ.


image








9. პანდა

რა თქმა უნდა, ამ არსებებს ყველანი ვაღმერთებთ. იმდენად მშვიდად და გულუბრყვილოდ გამოიყურებიან, რომ მშვიდობისა და სიკეთის სიმბოლოდაც არიან მიჩნეულები. თუმცა, კარგი იქნება, თუ პანდას არ გააბრაზებთ. თუ შემთხვევით მის ტერიტორიაზე შეიჭრებით, მას შეუძლია დიდი ზიანი მოგაყენოთ.

image








8. გედი

გედები ხშირად ასოცირდებიან სიყვარულთან, მაგრამ ხომ იცით, რომ სიყვარული მტკივნეულია. ასე რომ, ამ ულამაზეს არსებებსაც შეუძლიათ, სერიოზული ზიანი მოგაყენოთ. თუ გედი საფრთხეს იგრძნობს, მაქსიმალურად ეცდება საკუთარი თავის დაცვას. ნუ ეცდებით, რამე უგემურით გამოკვებოთ ისინი.

image








7. ჭიანჭველაჭამია

ჭიანჭველაჭამიები საკმაოდ უსაფრთხოდ გამოიყურებიან, რადგან კბილებიც კი არ აქვთ. საინტერესოა, ასეთმა არსებამ როგორ შეიძლება ადამიანს ავნოს? თუმცა, ყურადღება მიაქციეთ მის კლანჭებს. ჭიანჭველაჭამია მას ძირითადად საკვების ამოსათხრელად ხმარობს, თუმცა, თავდასაცავადაც სიამოვნებით გამოიყენებს. კლანჭის ერთმა მოქნევამაც კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს.

image








6. ტასმანიური ეშმაკი

ეს პატარა არსება ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირია. მისი სახელი ლაკონური და ირონიულია; შეხედეთ, როგორი პატარა და საყვარელია. მისგან ძნელად თუ მოელის ვინმე რამე ზიანს. თუმცა, თუ გაბრაზდა, მას ადამიანის მოკვლაც კი შეუძლია.

image








5. სპილო

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველია, სპილო მაინც კეთილ და საყვარელ არსებად მიგვაჩნია. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი სასიკვდილო შემთხვევა ფიქსირდება სპილოების მონაწილეობით. შემთხვევები დაგეგმილ შურისძიებას ჰგავს. არ დაგავიწყდეთ, სინამდვილეში რა ჭკვიანები არიან სპილოები და არ მოექცეთ მათ ცუდად.

image








4. თევზი ფუგუ

ფუგუ მომაკვდინებელი თევზი ხდება... თავისი სიკვდილის შემდეგ.

ალბათ, ყველას გაგვიგია უგემრიელესი ცნობილი იაპონური კერძის "ფუგუს" შესახებ. თევზი კარგად თუ არ გასუფთავდა, მისი ტოქსინების გამო შეიძლება ადამიანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს.

image







3. შხამიანი ბაყაყი

ბაყაყის კვალობაზე ძალიან ლამაზად გამოიყურება, არა? თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა გარეგნობამ შეიძლება მოგატყუოთ. არსებობს რამდენიმე სახეობის შხამიანი ბაყაყი, რომელთა შორისაც ოქროსფერი ყველაზე სახიფათოა. მას ერთი შეხებით მარტივად შეუძლია 10 ზრდასრული ადამიანის მოკვლა.

image








2. დელფინი

ეს ინფორმაცია შესაძლოა შოკის მომგვრელი იყოს, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ადამიანების გარდა, ბოთლისცხვირიანი დელფინები ერთადერთი არსებები არიან, რომლებსაც არაბუნებრივი მიზეზის გამო შეუძლიათ ვინმეს მოკვლა. დელფინებს მაღალი ინტელექტი აქვთ, რასაც ზოგჯერ ზიანი მოაქვს, ისევე, როგორც ადამიანების შემთხვევაში.

image








1. ღამის ლემური

შეხედეთ მის თვალებს. მასზე საყვარელი რამე ოდესმე გინახავთ?

გაგაოცებთ და გეტყვით, რომ ღამის ლემური ყველაზე შხამიანი ძუძუმწოვარია მთელ მსოფლიოში. თუ შემთხვევით გიკბენთ, ანაფილაქსიური შოკი დაგემართებათ და სხვა სახიფათო დაავადებებიც იჩენს თავს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამის ლემური კობრას ჰბაძავს. ეს პატარა მონსტრი!

image






შეიძლება შეგხვედრიათ ვიდეოები, სადაც ღამის ლემური მოშინაურებული ჰყავთ და თქვენც გაგჩენიათ მისი მოფერების სურვილი, თუმცა ამ ვიდეოების უკან საზარელი სიმართლე იმალება. უნდა იცოდეთ, რომ მოშინაურებამდე ღამის ლემურს ანესთეზიის გარეშე აძრობენ კბილებს, აშინებენ, აწამებენ და შემდეგ ყიდიან შავ ბაზარზე. იხილეთ ვიდეო:







ბონუსი

თუ ძალიან გინდათ, ასეთი საყვარელი გარეგნობის ცხოველები გყავდეთ, მაგრამ მათი გეშინიათ, შეგიძლიათ შეიძინოთ მათი მაქსიმალურად რეალური სათამაშო-ვერსიები. ისინი დღეს გაგიხალისებენ და არც არაფერს დაგიშავებენ.

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოიყურებიან ალბინოსი ცხოველები (+ იშვიათი ფოტოები)

image


2. რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს

image


3. როგორ ცვლის უსახლკარო ცხოველებს ზრუნვა და სიყვარული

image

0
851
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
851
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0