x
image
alex999
Mediator image
ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა...

მიშელ ბოილი ორეგონის შტატში მდებარე შირვუდის რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობდა. დაქირავებულ სახლში ყოველთვიური გადასახადი 1300 დოლარი იყო, რათქმაუნდა მიშელი ამ ფაქტით ძალიან წუხდა და ყოველთვის გამოსავალის ძიებაში იყო... ხშირად კითხულობდა განცხდადებებს სხვადასხვა სახლებსა და ბინებთან დაკავშირებით, თუმცა ხელჩასაჭიდ ფასს ვერსად მიაგნო.


ბოილი მუშაობს კერძო კომპანიაში, სადაც მისი ხელფასი სულ რაღაც 2000- 2500 დოლარამდე მერყეობს. ამ ხელფასიდან მხოლოდ 1000 დოლარამდე თუ რჩებოდა მთელი თვის განმავლობაში, რაც მასზე ძალზედ ნეგატიურად მოქმედებდა.


image




ერთ დღეს, როდესაც მიშელის შვილებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლში ცალკე ცხოვრება, ქალბატონს განსაკუთრებული იდეა მოუვიდა აზრად. მან გადაწყვიტა ჰაერში გასროლილი თანხის ნაცვლად შეეძინა 18 კვადრატულ-მეტრიანი მიწის ნაკვეთი და თავის გეგმისამებრ აეშენებინა პატარა სახლი...


image



როგორ დაებადა ეს აზრი?


ინტერნეტში მან Tiny House -ის სახელწოდების პროექტი შენიშნა. რომელიც მოსახლეობას სთავაზობდა პატარა და კომფორტულ სახლს ნაკლები ხარჯით. აქამდე მიშელის ნაქირავები სახლი 3 საძნებლის და მისაღებისგან შედგებოდა. თუმცა მას ასეთი სახლი აღარ სჭირდებოდა, რადგან მისი შვილები უკვე ცალკე ცხოვრობდნენ, ამიტომ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მას 18 კვადრატულიც სავსებით ჰყოფნიდა ცხოვრების დანრჩენილ ნაწილში...


image



მიშელის 18 კვადრატულიანი სახლი როგორც გარედან, შიდა ნაწილშიც საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. ის თვეში მხოლოდ 65 დოლარს იხდის, ამ თანხაში შედის, გაზი-დენი-ინტერნეტი. სახლში ლამაზი საძნებელი, წიგნების კარადა, კომპიუტერის მაგიდა სახლის მცირე ინვენტარი დევს. ამ პატარა სახლში აბანო-საპირფარეშოს ჩატევაც მოხერხდა. ზამთარში მიშელის სახლი უფრო ჯადოსნურად გამოიყურება.



image



როგორც ჩანს მიშელი ამ პროექტით ძლიერ დაინტერესდა. მან კიდევ 4 ასეთი მინი სახლი ააშენებინა, რომელსაც სამომავლოდ გააქირავებს ტურისტებზე. ქალბატონი მიშელი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, ის საკუთარ ბიზნესს ქმნის და პარალელურად სახლების დიზაინზე თვითონვე ზრუნავს...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<თქვენთვის საინტერესო>>>


1. ერიჰ ჰონეკერის უკანასკნელი წერილი გერმანელ ხალხს!

2. 10 ყველაზე დრამატული და სისხლიანი ავიაკატასტროფა, რომელმიც მეხსიერებებიდან არ იშლება!

3. როგორ ცხოვრობენ აღმოსავლეთის დედოფლები და პრინცესები?

4. ქვის მთლელი - იგავი ბედნიერებაზე!

5. როგორი იქნება 2019 წელი სასწორებისთვის?

6. აი რას ნიშნავს იყო ორსულად... - სახალისო ფოტოსურათები

7. "სიხარულის ცრემლები" - 14 ფოტო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ დაათვალიერებთ

8. "მეგობრობა მოხუცთან" - ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს...

9. როგორი იქნება 2019 წელი ქალწულებისთვის?

10. 30 კეთილი საქმე საქართველოსთვის, რომელიც "საბჭოთა მონობის" დროს გაკეთდა!








5
3648
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3648
  
2019, 21 იანვარი, 6:17
ეს არის გამოგონილი სარეკლამო სიუჟეტი ,რეალითი შოუ დრიიმ ამ სახლუკების მწარმოებელი ან მათი გაერთიანება ეწევა ვიდეო რეკლამას ,არჩევს შესაფერის ტიპს და მას "იაფად", ანუ თვითღირებულებაზე ნაკლებად "უშენებს " ეკოლოგიური მასალებისაგან სახლს ,გაცვეთილი როლიკია !
რეალურად ეს სახლუკა ამერიკელთა ახალი ჰობია და ძალიან ინდივიდუალურია,მასალა ,დურგალი,შედუღებბელი,დიზაინერი,არ მეორდება არცერთი ,მისი საწრმოო კონვეიერი ჯერ არა აქვსთ და ორი ერთნაირი ჯერ არ უწარმოებიასთ,ხელით კეთდება და ამიტომაც ძვირია ,მათ შორის მეორადიც ძვირია განსხვავებით სერიული "რვ" მოდელებისაგან ,რომელიც ეკოლოგიურობით ჩამორჩება !
დღეში ორი დოლარი ამერიკაში ღირს საფლავი ,უდროოდ არაეკოლოგიურ სახლში ცხოვრებით გარდაცვლილთათვის სამარადჟამოდ განსასვენებლად !
2019, 19 იანვარი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 1:42
18 კვადრატული მეტრი.... თხუნელაა? ჩემი....
2019, 19 იანვარი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 17 იანვარი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5