x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ღარიბი ოჯახი (ლოცვის ძალა)

image

სოფლის ბოლოში, ტყის განაპირას, პატარა ხის მორებზე შემდგარი სახლი დგას. სახლს აივანზე ასასვლელად სამსაფეხურიანი კიბე აქვს მიდგმული. აქვე ალაგ-ალაგ ჩამტვრეული სიძველისაგან გაშავებული ხის იატაკი არის დაგებული. ფანჯრებზე მინის ნაცვლად დაგლეჯილი ცელოფანია გაკრული. ნახევრად დამტვრეულ კარების გამო, თავისუფად შედის სახლში სიცივე. სახლს გარშემო მოზრდილი ეზო აქვს. როგორც კი გაწვიმდება, ეზო ატალახდება, მიწაზე თავისუფლად შეგიძლია გაარჩიო დიდი ადამიანის და პატარა ბავშვების ნაფეხურები, ასევე ძაღლის ნაკვალევი.. ოჯახში ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი ცხოვრობს.ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება თითქოს ღმერთსაც დაავიწყდა ეს ოჯახიო. არანაირ შრომას არ თაკილობს ოჯახის უფროსი, მაგრამ რომ იტყვიან ბედი არ აქვსო ეგრეა. არასოდეს არაფერში უმართლებს. ცოლი მთელ სოფელს ემსახურება, დილიდან საღამომდე, სასოფლო სამუშაოზე ქირით. სახლიდან ადრე დილის ექვს საათზე მიდიან და საღამოს ბრუნდებიან დაღლილები. მიუხედავად დაღლილობისა, მაინც სითბოს და სიყვარულს უწილადებენ ერთმანეთს ოჯახის ყველა წევრი. პატარა ჯერ სულ სამი წლის არის, უფროსი ექვსი წლის. უფროსი ძმა უვლის პატარა დას როცა მშობლები სახლში არ არიან. მეზობლის ქალი თუ მიაქცევს ხოლმე ყურადღებას ხანდახან ბავშვებს. ექვსი წლის კი გახდა მაგრამ სკოლაში ვერ გაუშვეს მშობლებმა, უსახსრობის გამო, ყოველ დილით იღვიძებს და ჭიშკართად დგება, სკოლაში წამსვლელ ბავშვებს რომ შეხედოს, ცრემლი ბევრჯერ გადმოსცვივდა თავლებიდან, მაგრამ მშობლებს არ ანახებს, ისე იქცევა თითქოს, არ ანაღვლებს წავიდა თუ არა სკოლაში, გულში კი ვინ იცის რა დარდს და სევდას ატარებს ეს პატარა ბიჭი. დილით დედამ ანადუღარი რძე დაუტოვა შვილებს. -ნია გაიღვიძე, ზარმაცოო. რძე დავლიოთ! მერე მეც უნდა წავიდე ცოტა ხნით. ნია საბანში არის გახვეული ისე რომ მხოლოდ თმები უჩანს, სახლში ცივა და არ სურს თბილი საწოლის დატოვება, ძმა კი მოსვენებას არ აძლევს. ემუქრება თუ არ ადგება წყალს დაასხამს. ნია კისკის ატეხს და საბანში ჩაიმალება ისევ. იგი სამი წლიააა და უკვე კარგად ლაპარაკობს. -არ მინდა ჯერ ადგომა დათი მეძინება დამაცადეეეე!!! -მოდი რა? მეც მიდა საჭმელი ვჭამო სანამ ცხელია რძე დავლიოთ, მერე წასვლა მიმდაა. ნია ისევ არ ეთანხმება ძმის თხოვნას და ძმა იძულებული გახდება დას საბანი გადააძროს. ნაი კივილით წამოხტბა საწოლიდან და ცდილობს საბანი წაართვას ძმას. რას გახდება ნია ძმასთან, რამდენჯერმე წაიქცა კიდევაც, მერე ბალიშს მოჰკიდა ხელი და ძმას ესროლა, ბალიში გაიხა, ცოტა ხანში სახლი აივსო ბუმბულით, თმებზე და ტანზე სულ ბუმბულით იყვნენ სავსე და ძმა. დაიღალა ორივე, მაგრამ კინკლაობის შეწყვეტას არცერთი არ აპირებდა, რომ არა მეზობლის დაძახება ალბათ კიდევ კარგა ხანს გააგრძელებდნენ ასე. მეზობელს დიდხანს უძახია ჭიშკრიდან, ხმა არავინ გასცა, სახლიდან კი ბავშვების ჟრიმული ისმოდა. ეზოში ჩავიდა. მივიდა, სახლის კარები გააღო და რას ხედავს, ორი პატარა ბავშვი სულ ბუმბულთ არის დაფარული. ბავშვებმა მეზობლის დანახვაზე ერთმანეთს გადახედეს და მერე ირგვლივ მიმოიხედეს, ახლა მოვიდნენ გონს და მიხვდნენ რას ჰგავდა სახლი. -რაია ბოვშებო ეგი, რავა გადაგიტრიალებიათ ყოლიფერი, დედაშენი არ გეცოდებათ კი მარა? შრომისაგან წელში გაწყვეტილი რო მოვა სახლში და ასე დახვდება. ჩქარა ახლა ჩაიცვით და სახლი დაალაგეთ. ნია და დათო, მაშინვე დაემორჩილეს მეზობელ ქალს. რომელიც ხშირას მიდიოდა ბავშვებთან და ყურადღებას აქცევდა. ოჯახსაც ეხმარებოდა რითაც შეეძლო. ნიამ ლოგინზე დაგდებულ " რეიტუზს" მოჰკიდა ხელი და ჩაიცვა, რაც შეეძლო ზემოთ აქაჩა და ფეხის თითებს დახედა, რომლების გახეული "რეიტუზიდან" გარეთ გადმოსცვენოდა.მეზობლის ქალმა მაშინვე გახდა სთხოვა. ნემსი და ძაფი მომიტანეო: უთხრა დათოს. რეიტუზი მოუკერა და თავისი ხელით ჩააცვა ნიას. ნიამ მადლობის ნიშნად მეზობილს ქალს ჩაეხუტა. -რა ტკბილი ხარ მანანა დეიდა. ქალმაც ჩაიხუტა პატარა ნია. -ასე ცეროდენა ბოვშვს საიდან გაქ ამხელა ჭკუა და სითბო. -დედა მასწავლის მანამა დეიდა, როცა ვინმე რამე სიკეთეს გაგიკეთებს ან დეგეხმარება, შენც მადლიერი უნდა იყოო. -კარგი დედა გყავს შენ ნია. ახლა ჩქარა მივალაგოთ სახლი. ხვალ შობა რომ არის საჭმელი გაქვთ რამეე? დათო ჩაება საუბარში. -რავიცი მანანა დეიდა მამა და დედა სულ წასულები არიან საჭმელი რო გვქონდეს და კი გააკეთებენ ალბათ რამეს. -ამ ღმერთ დეელოცა სამართალი, რამდენს შრომობს და წვალობს ეგი ხალხი და მაინც არ აქვთ საშველი. ბავშვებმა მეზობლის დახმარებით სახლი დაასუფთავეს. -წავალ ახლა ბოვშებო მე და შუადღეზე მოით ჩემთან, რამეს გამოგატანთ საჭმელს. -კაი მანანა დეიდა მადლობა მოვალ მე. უპასუხა დათომ უკვე რძეც გაციებული ჰქონდათ და არც ჭამის სურვილი ჰქონდათ პატარებს. დათომ დას თბილად ჩააცვა. ხელი მოკიდა და ქუჩაში წაიყვანა სათამაშოდ. -გამეიარე გოგო ჩქარა! რო მობოდიალობ! -მეტი არ შემიძლია მე, ხო იცი მე შენზე პატარა რო ვარ? -ენა კი გაქ გრძელი და, ახლა ხარ ხო პატარა როცა გინდა შენ? ისე დიდი ხარ სულ. ბავშვები მივიდნენ მეზობელთან, რომლესაც მასავით პატარა შვილიშვილები ჰყავდათ სახლში და დაიძახეს. ოჯახის უფროსმა გამოხედა, ნიას და დათოს. -მოცილდით აქიდა თქვე ღვთისგან მივიწყებულებო, რა შეაწუხეთ გული ვერ დეეტევით სახლში ამ საშობაოდ მაინც?! ნია და დათო უსიტყვოდ შებრუნდენ და წავიდნენ. და ძამა ხმა ამოუღებლად მიდიოდნენ გზაზე, ბოლოს ნიამ ვერ მოითმინა და ძმას ჰკითხა. -რას ნიშნავს დათო, ღვთისგან მივიწყებული? -წამოდი ახლა სახლში, არ ვარ შენ ხასიათზეე!!! ნიამ ტირილი დაიწყო. სახე აუწითლდა. ძმამ ხელი გადახვია, ნიამ მოიცილა ძმის ხელი. -კარგი ახლა შემირიგდი, ხო იცი რო არ მიყვარს როცა შენ ტირი. -აბა მითხარი რა გვითხრა ამისთანა იმან რო არ მიხსნი? -ღვთისგან მივიწყებული ნიშნავს, ღმერთს რომ დაავიწყდება ვინმე. -მერე ჩვენ არ ვახსოვართ ღმერთს? -ვახსოვართ, რავა არ ვახსოვართ, მარა ასე იციენ როცა ღარიბი არის ადამიანი, მასზე თქმა. -მერე ჩვენ ღარიბები ვართ? -ღარიბები ვართ ნია ხო ღარიბებიი... -რატო ვართ ღარიბები ჩვენ? -ვაიმე გოგო ნუ წეიღე ახლა ტვინი?! -აბა ამიხსენი ნორმალურად რო გევიგო?! -ნია ჩვენ ახლა ვართ ასე თვარა, მე რო დიდი კაცი გავიზრდები, ბევრს ვისწავლი ვიშრომებ და არ ვიქნებით ღარიბები. -არც ღვთისგან მივიწყებულები არ ვიქნებით? -მაგი ენა უნდა მოგაჭრა პეტერე, რამდენ კითხვებს მისვამ ამტკივდა თავი. ნიამ ტუჩები ტუჩებს მიადო და მაგრად მოკუმა, თითქოს მართლა აჭრიდა ვინემ ენას. ამ საუბაში გართულ და ძმას მეზობელის ქალმა დაუძახა. -ბაღნებო მოით აგერ, საქმე მაქ თვენთან. -ბავშვებიც მაშინვე ჩავიდნენ ეზოში. -გაგზარდოთ ბებია ღმერთამ, აგერ ღორი დავკალით და გადავდევი თქვენზა ხორცი, წეიღეთ, ამ საღამოს გაგიკეთებთ დედაშენი, შობაა და ჭამეთ ხორცო. ნამცვხარიც მაქ გადადებული თქვენზე, ჯერე ეგი ხორცი წეიღეთ სახლში და მოით ისევე, თვარა ცოდვები ხართ ვერ ზიდავთ ყორფერს ერთად. -მე წევიღებ ქეთინო ბებია, მომეცი. სხარტად უპასუხა ნიამ. -კაი ბებია ჩაგიდებ ცალ-ცაკე ცელოფანში და დაახვედრეთ დედაშენს. ბავშვებმა სულ სირბილით მიიტანეს სახლში, ხორცი და ნამცხვარი, მაგიდაზე დაალაგეს, შემდეგ მეორე მეზობელთან წავიდნენ, იქედანაც მოიტანეს ხორცი, პური და ერთი წველა ყველი. ისინისც მიუწყვეს გვერდით და ეზოში გავიდნენ სათამაშოდ.მათ არც ჭამა ახსოვდათ და არც ის მეზობელმა ღვთისგან მივიწყებული რომ უწოდა. ბედნიერი და ლაღი სახეები ჰქონდათ. მათთან ერთან ცალყურა ძაღლი თამაშობდა. ისე შემოღამდათ ვერც შეამჩნიეს. -ბოვშებო ვერ გეგიგეთ ხო დაღამება? სიცივემ მაიც არ შეგაწუხათ. შეით დროზე სახლში. ბავშვებს მამის დანახვა გაუხარდათ და სახლში შესვლის ნაცვლად მამას შეახტნენ გულზე და ხვევნა კოცნა დაუწყეს. ნია ენას არ აჩერებდა მამას ეფერებოდა და დღის ამბებს უყვებოდა. ცოტა ხანში დედაც მოვიდა სახლში, მაგიდაზე დაწყობილი ცელოფნები რომ დაინახა მაშინვე მიხვდა ვისგან შეიძლება ყოფილიყო გამოგზავნილი. მამამ ღუმელი დაანთო, დედამ ქვაბით ხორცი დაადგა და მაშივნე დატრილადა სახლში გემრიელი სუნი. ხორციც მალე მოიხარშა და სუფრა გაიშალა, დედას ეხმარებოდა ნია სუფრის გაწყობაში, მაგიდას მიუსხდა მთელი ოჯახი. ოჯახის უფროსმა ღვინო დაასხა და უფალს მადლობა შესწირა ყოველი დღისთვის. ნიას მაშინვე გაახსენდა მეზობლის სიტყვა და თქმა უნდოდა, მაგრამ ძმამ არ დააცადა, თვალით ანიშნა რომ გაჩუმებულიყო. სუფრასთან ოჯახის ოთხი წევრი იჯდა და ოთხივეს მხოლოდ ბედნიერი სახეები ჰქონდათ. ყველა გულში მალავდა დარდს და ტკივილს, მაგრამ ერთმანეთს არ უზიარებდნენ იმის გამო რომ არ სურდათ გული ტკენოდა რომელიმეს. თორმეტი საათი შესრულდა. დედამ ფანჯარასთან სანთელი დაანთო და და თავისთვის ლოცვასავით ამბობდა; "შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო, წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო, შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო, სახლი მისი სტუმრობით მადლით აგვევსებაო, შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო ყველა სასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო!" პირჯვარი გადაიწერა და ქმარშვილი გადაკოცნა. ლოცვით დედა ღვთისმშობელი მიიპატიჟა მის ღარიბულ, მაგრამ სუფთა და სიკეთით სავსე ოჯახში. დრო გავიდა. ნია და დათო გაიზარდნენა. ორივე წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ, ზოგჯერ დასცინოდნენ სიღარიბის გამო მალე სკოლა დაამთავრეს, ინსტიტუტშიც ჩააბარეს და შემდეგ მუშაობაც დაიწყეს. დათო ერთ-ერთი კლინიკის წამყავნი ექიმი გახდა. ნია საუკეთესო ადვოკატი. ქრისტეშობის ღამეს მშობლები ჩაიყვანა დათომ ქალაქში. დაც დაპატიჟა თავს ახალ აშენებულ სახლში. მიუსხდნენ სუფრას. ადიდეს უფალი. გაიხსენეს ის დღეები რაც ყველამ ერთად გადაიტანეს. მშობლებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისთვის, რაც მათთვის გაწიეს. დედამ შვილის სახლში ფანჯარასთან დაანთო სანთელი, ისევ ის სიტყვები გაიმეორა, რასაც ყოველ ქრისტეშობის ღამეს ამბობდა: " შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო, წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო, შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო, სახლი მისი სტუმრობით მადლით აგვევსებაო, შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო ყველა სასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო!" პირჯვარი გადაიწერა და ოჯახის წევრები გადაკოცნა.

0
249
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0