x
image
პროფესორი
ვიკინგები საქართველოში - რატომ ვერ იქცა საქართველოში "ვიკინგი" - დაუმარცხებელის სინონიმად

image

სასირეთის ბრძოლა

რატომ ვერ იქცა საქართველოში "ვიკინგი" - დაუმარცხებელის სინონიმად ისე, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში იყო?


აი, რაშია საქმე - 1047 წელს საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, მეფე ბაგრატ მეოთხესა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს შორის. მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ კასპთან, სასირეთის ჭალასთან მოხდა.



დაპირისპირებულმა მხარეებმა უცხოელებს უხმეს დასახმარებლად - ლიპარიტ ბაღვაშს მხარს უჭერდნენ ბიზანტიელები, მათი გარნიზონები სამხრეთ საქართველოს სტრატეგიულ ციხეებში იდგა. ბაგრატ მეფემ კი თავისი არმიის გასაძლიერებლად 3000 ვიკინგი მეომარი დაიქირავა შვედეთიდან. ბრძოლაში კი მათგან მხოლოდ 700-დან 1000-მდე ჩართო. ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ბაგრატ მეოთხე დამატებით ძალებს ელოდა მესხეთიდან, მაგრამ ამ დროს საკუთარ სიმამაცეში ზედმეტად დარწმუნებულმა ვიკინგებმა სარდლობასთან შეუთანხმებლად იერიში მიიტანეს ლიპარიტ ბაღვაშის ბანაკზე, რამაც საქართველოს მეფე აიძულა, ბრძოლაში მთელი ძალებით ჩართულიყო.


ლიპარიტმა ქართველთა სამეფო ჯარს და ვიკინგებს მწარე დამარცხება აწვნევინა. ამის შემდეგ კიდევ 10 წლის განმავლობაში ლიპარიტი და ბაგრატი უწინდებურად განაგრძობდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას, მაგრამ ვიკინგების მოწვევა არც ერთ მხარეს აღარ გახსენებია.


"ვიკინგი" - საქართველოში უძლეველის სინონიმად ვერ დამკვიდრდა. ხალხს კარგა ხანს ემახსოვრებოდა პურის საკაზმავად (პურის გასაცხრილად) დამსხდარი "უძლეველი" ვიკინგები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ლიპარიტ ბაღვაშის გულმოწყალების გამო მოახერხეს. დანარჩენი 2000 ვიკინგი კი, რომელიც ბაგრატ მეოთხემ არ ჩართო ბრძოლაში, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ბაშში დაასახლა. მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ საქართველოში. ცნობილია, რომ თამარ მეფესაც ემსახურებოდა მოწვეული "3000 ვარიაგი" (ვარიაგი იგივე ვიკინგია, ასე ეძახდნენ მათ ქართველები). "კავკასიაში, მთების კალთებზე არსებობს უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო - საქართველო, რომელსაც სათავეში ქალი უდგას და მისი სახელია თამარ. მას ემსახურება 3000 "ვარეაგირ" (ვიკინგი)." მე-13 საუკუნის სკანდინავიური ლიტერატურიდან.....

0
1036
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1036
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0