x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
რომელ ქვეყანაში უწვდიან დახმარების ხელს უფრო მეტად?-გამოქვეყნდა გელაპის რეიტინგი
image
რატომაა, რომ მიანმარში(ყოფილი ბირმა), რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე სულ რაღაც 1350 დოლარია, ქველმოქმედებაში უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ნორვეგია, რომელიც 60-ჯერ უფრო მდიდარია?ან რატომაა, რომ ინდონეზიაში უფრო მეტ დროს ხარჯავენ ვოლონტიორობაზე, ვიდრე გერმანიაში, როდესაც ინდონეზიელის სამუშაო დრო ყველაზე მეტ საათს ითვლის მსოფლიო მასშტაბით, ხოლო გერმანელის - ყველაზე ნაკლებს.


გელაპმა გამოაქვეყნა 2018 წლის ყველაზე დიდსულოვანი ქვეყნების რეიტინგი. როგორც გაირკვა, პირველი შთაბეჭდილება თურქებზე და ბრაზილიელებზე ილუზია აღმოჩნდა, რომ თითქოს ისინი ძალზე თავაზიანები და კეთილგანწყობილები არიან უცნობი ადამიანების მიმართ.



კითხვა: როდისმე დახმარებიხართ უცნობ ადამიანს?



Top 10 ასე გამოიყურება:


ლიბია -83%, ერაყი-81%, ქუვეითი, ლიბერია და სიერა ლეონე 80%, ბაჰრეინი, გამბია და საუდის არაბეთი-74%, კენია, სამხრეთ აფრიკა და აშშ-72%.


უტსაიდერთა Top-5


კამბოჯა-18%, ლაოსი-22%, იაპონია -23%, ხორვატია-25%, ჩეხეთი-26%.




კვლევა ჩატარდა 146 ქვეყანაში, სადაც გამოიკითხა 150 000-ზე მეტი ადამიანი.


კითხვა: დაგიხარჯავთ ქველმოქმედებაში ფული?



Top 10:


მიანმარი-88%, ინდოენზია-78%, ავსტრალია-71%, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი-66%, ისლანდია და ნორვეგია-65%, ირლანდია და მალტა-64%.



აუტსაიდერთა Top-5


იემენი-2%, მაროკო-5%, ლესოტო-5%, საქართველო და ავღანეთი-6%



კითხვა: გიმუშავიათ მოხალისედ საქველმოქმედო ორგანიზაციაში?


Top10:


ინდონეზია-53%, ლიბერია-47%, კენია- და შრი-ლანკა-45%, ავსტრალია, ირლანდია და ახალი ზელანდია-40%, სინგაპური და აშშ-39%, მავრიკი-38%.


აუტსაიდერთა Top 5


ლაოსი-4%, მაკედონია და ბულგარეთი-5%, იმენი, სერბეთი, რუმინეთი, ეგვიპტე და კამბოჯა-6%.



საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა: ქვეყნები ყველაზე მაღალი და დაბალი ინდექსით.


Top10


ინდონეზია და ავსტრალია-59%, ახალი ზელანდია და აშშ-58%, ირლანდია-56%, დიდი ბრიტანეთი-55%, სიგაპური, კენია და მიანმარი-54%, ბაჰრეინი-53%.


აუტსაიდერთა Top-5


იემენი-15%, საბერძნეთი, ჩინეთი და პალესტინის ავტონომია-17%, კამბოჯა და აზერბაიჯანი-18%.



ესექსის უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოლოგი პიტერ სმიტი გამოყოფს რამდენიმე გარემოებას, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებას ქველმოქმედების მიმართ, ესაა: სოციალური, ეკონომიკურ და კულტურული ფაქტორები, კეთილდღეობა, ნდობა, განსხვავებები შემოსავლებში, კორუფციის აღქმა, შიში და დომინანტი რელიგია ან სოციალური ეთიკა.



არსებობს ისიც, რომ ის ქვეყნები ან მთავრობები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილზე ზრუნვას, ამ შემთხვევაში ამ ქვეყნების მოსახლეობა ნაკლები ხალისით გასცემს თანხებს ქველმოქმედებისთვის, ვიდრე იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ერევა სოციალურ სფეროში.

არსებობს რელიგიური ფაქტორებიც, მაგალითად, მიანმარში, თჰერავარდას ბუდისტური კულტურა მორწმუნეებს ქველმოქმედებას ავალდებულებს.


0
157
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0