x
image
alex999
Mediator image
როგორ ცხოვრობენ აღმოსავლეთის დედოფლები და პრინცესები?

შეიხების სიმდიდრესა და ცხოვრებაზე ძალიან ბევრი გვსმენია. ფლობენ დიდ ქონებას, შეიხების 90 % სამეფო ოჯახის წევრები არიან. სიმდიდრეზე თვალი ბევრ ლამაზ და ცნობად ქალს ეპარება, აქედან გამომდინარე, მდიდარ შეიხებს ქალების დაყოლიება საერთოდ არ უჭირთ. მაგალითისთვის, ჰასან ჯემალს, რომელიც არაბეთში ტოიოტას ოფიციალური დისტრიბუციის პრეზიდენტია, ძალიან ბევრ ცნობილ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ რიანა და ნაომი კემპბელიც. საბოლოოდ, სერიოზული არაფერი გამოვიდოდა, რადგან ჰასან ჯამალს მეუღლე ჰყავს.


image


ახლა ვნახოთ ის ქალბატონები, რომლებიც უმდიდრესი შეიხების მეუღლეები არიან, განვიხილოთ მათი გაბრწყინებული ცხოვრება...









●▬▬▬▬๑۩რანია ელ-აბდულლაჰი۩๑▬▬▬▬▬●


image


იორდანიის მეფის მეუღლე. რანია ელ აბდულაჰი ძალიან უბრალო ოჯახში ცხოვრობდა. ის გაიზარდა საშუალო ფენის ოჯახში, თუმცა დღეს მსოფლიოს ულამაზეს პირველ ლედებს შორის მოიხსენიებენ.


image


მას ინსტაგრამზე 10 მილიონი გამომწერი ჰყავს, გარდა ამისა, აღმოსავლურ მედიაში საკმაოდ პოპულარულია იმით, რომ ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტის პრეზიდენტია. მიუხედავად იმისა, რომ იორდანიაში ქალებს თავისუფლების პრობლემა ძალიან აწუხებთ, იორდანიის პირველი ლედი თავისუფლების საზღვრებს სურვილისამებრ ცდება.


image


დედოფალი რანია წარმოშობით პალესტინელია, მან შეიხი ერთ-ერთ წვეულებაზე შემთხვევით გაიცნო, თუმცა გოგონას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი რჩეული იორდანიის პრინცი იყო. მხოლოდ 6 თვეში, შეიხმა რაბიას ხელი სთხოვა...



image


1993 წელს წყვილი დაქორწინდა, მომდევნო წელს ეყოლათ ვაჟი ჰუსეინი, რომელიც იორდანიის სამეფო ტახტის მემკვიდრეა. დედოფალი რანია სამეფოს ქონების 45%-ს ფლობს, მის მდიდრულ ცხოვრებაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს...


image


რანია ელ-აბდულლაჰს აშშ-ში მსხვილი ინვესტიციები აქვს, მოგზაურობს პირადი თვითმფრინავით, რომელიც სპეც-შეკვეთით დამზადდა დუბაიში. ფორბსის ინფორმაციით, დედოფალი რაბია მსოფლიოს უძლიერესი ქალების ტოპ ასეულში 65-ე ადგილს იკავებს.


image











●▬▬▬▬๑۩ ესმა ესადი ۩๑▬▬▬▬▬●


image


ესმა ესადს სიმდიდრე არ აკმაყოფილებს, მას ყოველთვის უფრო მეტის სურვილი აქვს, ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ სირიელები მას ეთაყვანებიან. ქვეყანაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ის ამ პრობლემებით თავს არასოდეს იწუხებს...


image


სირიაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ის დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ მოგზაურობაში ატარებს, ის არასოდეს მიირთმევს სირიულ, ან სირიაში დამზადებულ საკვებს, მეტიც... თავისუფლად შეუძლია გადაიხადოს 750 000 გირვანქა, რომ მას იტალიიდან სპეციალურად დამზადებული პიცა გამოუგზავნონ.


image


ესმა ესადმა ღიად განაცხადა იმის შესახებ, რომ სურვილი აქვს, მეუღლის შემდეგ ქვეყნის მმართველად თავის ვაჟი დაინიშნოს. როგორ დაიყოლია ამ მკაცრმა ქალმა წყნარი ბეშარ ესადი, დღემდე კითხვის ნიშნების ქვეშ დგას, თუმცა მათ ურთიერთობაში აღარაფერი შეიცვლება.


image











●▬▬▬▬๑۩ლალა სალმა۩๑▬▬▬▬▬●


image


ლალა სალმამ და მუჰამედ მეექვსემ, რომელიც მაროკოს მეფეა, ერთმანეთი 1999 წელს, ახალგაზრდულ წვეულებაზე გაიცნეს. 2001 წლის 12 ოქტომბერს დაქორწინდნენ. სალმა დაიბადა 1978 წელს, საშუალო კლასის ოჯახში.


image


ლალამ დედა ადრეულ ასაკში დაკარგა, თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის წარმატებას აღწევდა. ის სირიის დედოფლისგან განსხვავებით, თავის ხალხს ძალიან უყვარს. ყოველთვის იცვამს განსაკუთრებულად და გამოიყურება ელეგანტურად. მიუხედავად ქვეყანაში ქალების შეზღუდული უფლებებისა, ლალა სალმა ყოველთვის თავისუფლად იქცევა ნებისმიერ საზოგადაოებაში, იცვამს, რაც მოესურვება, ატარებს ავტომობილს და მოგზაურობს დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში...


image


ლალა სალმა ასევე გამოირჩევა ჩაკეტილობით, ის არ ჩნდება ხალხში ხშირად...ჰაყვს 10- მდე პირადი დაცვა, 15-მდე მოახლე...


image












●▬▬▬▬๑۩შეიხა მოზა۩๑▬▬▬▬▬●


image

ჰა­მა­დის მე­უღ­ლის, მო­ზას ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მებ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რამ არის ცნო­ბი­ლი. ის მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება. შე­ი­ხა მო­ზამ გა­ნათ­ლე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ყა­ტა­რის ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო (1986-1990), შემ­დგომ ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა. შე­ი­ხა ცნო­ბი­ლი ყა­ტა­რე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ნა­სერ ბინ აბ­დუ­ლა ალ-მის­ნე­დის ქა­ლიშ­ვი­ლია. შე­ი­ხა მო­ზა­სა და შეიხ ჰა­მა­დის ქორ­წი­ნე­ბა დი­ნას­ტი­უ­რია, რომ­ლის მი­ზა­ნიც მა­მა­მის­თან და­მოყვრე­ბა გახ­ლდათ, რათა ოჯა­ხებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­წყვე­ტი­ლი­ყო.


image


შე­ი­ხა მო­ზას, სპარ­სე­თის ტუ­რის მმარ­თვე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უამ­რა­ვი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, მათ შო­რის არის სა­პა­ტიო: ყა­ტა­რის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, იუ­ნეს­კოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.


image


შე­ი­ხა მო­ზას უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, ყა­ტა­რი აქ­ცი­ოს მსოფ­ლი­ო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე წამ­ყვან ქვეყ­ნად, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო­სა და რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კურ, საქ­მი­ან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა.


image


მან შექ­მნა არა­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფონ­დი, რომ­ლის პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნი 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, შეიხ ჰა­მა­დის­გან იყო. ფონ­დის ამო­ცა­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლის ­შე­წყო­ბაა. შე­ი­ხა მოზა ვირ­ჯი­ნი­ის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის, ტე­ხა­სის A & M, კარ­ნე­გი-მე­ლო­ნის, ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი გახ­ლავთ...


image











۩๑▬▬▬▬▬●ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი●▬▬▬▬๑۩


image


იორდანიის მეფე ჰუსეინის და მისი მესამე ცოლის — დედოფალი ალიას ქალიშვილი, მეფე აბდულა II-ის ნახევარი და. პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მეოთხე და უმცროსი მეუღლეა. იგი არის მუჰამედის 41-ე თაობის პირდაპირი შთამომავალი, რადგან ის დაიბადა ჰაშიმიდების ოჯახში (რომლებიც იორდანიას 1921 წლიდან მართავენ).


image


ჰაია ასევე იყო იორდანიელი სპორტსმენი, რომელიც ოლიპმიადებზე ქვეყნის სახელით გამოდიოდა. მიუხედავად შარიათის კანონისა, დედოფალი ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრებით ტკბება...


image












●▬▬▬▬๑۩დინა აბდულაზიზ ალ-საუდი ۩๑▬▬▬▬▬●


image


საუდის არაბეთის პრინცესაა. თანამემამულე ქალებისგან განსხვავებით, ის არც ჰიჯაბს ატარებს, არც ბურქას. პრინცესას აქვს საკუთარი ექსკლუზიური სამოსის მაღაზიაც. მას ევროპული იმიჯი აქვს – მოკლე თმა, მოკლე კაბები, ექსცენტრიკული სამოსი. მის იმიჯში აღმოსავლური სილამაზე და დასავლური ტრადიციები ჰარმონიულად არის შერწყმული.


image


საუდის არაბეთის პრინცს და პრინცესას 3 შვილი ჰყავთ, ცხოვრობენ აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში და ხშირად სტუმრობენ მოდის კვირეულს.


image


მაღაზიისთვის კი სამოსს საკუთარი შეუცდომელი გემოვნებით და მუსლიმანური ტრადიციების გათვალისწინებით ქმნის. დინა აბდულაზიზი უამრავ ცნობილ დიზაინერთან მეგობრობს.


image













●▬▬▬▬๑۩ამირა ალ ტაველი۩๑▬▬▬▬▬●


image


ამირა ერთ-ერთი ულამაზესი დედოფალია არაბულ სამყაროში, ის იმ ქვეყნის ქალებს არა მარტო სილამაზით, არამედ ცხოვრების სტილითაც ხიბლავს..


image


პრინცესა ამირა ალ ტაველი დაიბდა 1983 წლის 6 ნოემბერს საუდის არაბეთში. ის ატარებს ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში ეს კანონით არის აკრძალული, თუმცა ამირა ყოველთვის ცდილობს ქალების უფლებების დაცვას...


image


ამირამ განათლება აშშ-ში მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. 18 წლის ასაკში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრს, პრინც ალ-ვალიდ ბინ თალალს შეხვდა, გოგონას სკოლის გაზეთისთვის ინტერვიუ უნდა ჩაეწერა პრინცთან, 10-წუთიანი შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრიდან ცხრა თვის შემდეგ, 2008 წელს, წყვილი დაქორწინდა.


image











●▬▬▬▬๑۩დუბაის ამირას ქალიშვილი შაიკა მაჰრა მუჰამედი۩๑▬▬▬▬▬●


image

დუბაის ამირას უმცროსი ქალიშვილი. ის ტაიკვანდოსა და კარატეს სპეციალისტია. 2006 წელს სპორტის სწორედ ამ სახეობებში აზიის თამაშებზე ვერცხლის მედალი და მსოფლიო აღიარება კი მოიპოვა. ის განსაკუთრებულად უყვართ სამშობლოში.


image


მას განსაკუთრებით უყვარს ცხოველები და დედასთან ერთად ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში... დუბაის ამირას ქალიშვილის სიმდიდრის შესახებ ინფორმაცია არსად არ მოიძებნება...


image















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<თქვენთვის საინტერესო>>>


ქვის მთლელი - იგავი ბედნიერებაზე!

როგორი იქნება 2019 წელი სასწორებისთვის?

აი რას ნიშნავს იყო ორსულად... - სახალისო ფოტოსურათები

"სიხარულის ცრემლები" - 14 ფოტო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ დაათვალიერებთ

"მეგობრობა მოხუცთან" - ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს...

როგორი იქნება 2019 წელი ქალწულებისთვის?

30 კეთილი საქმე საქართველოსთვის, რომელიც "საბჭოთა მონობის" დროს გაკეთდა!

ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!






3
1805
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1805
  
2019, 19 იანვარი, 0:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 17 იანვარი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 იანვარი, 23:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3