x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ათასი ქაღალდის წერო"- სადაკო სასაკის ისტორია

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 6 და 9 აგვისტოს ატომური ბომბით განადგურდა იაპონისს ორი ქალაქი ჰიროშიმა და ნაგასაკი. ატომური ბომბი ამერიკის შერთებულ შტატებს ეკუთვნოდა. ორივე ქალაქში დაახლოებით 200, 000 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ატომური იარაღის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო სადაკო სასაკი, რომლის ისტორიმა მრავალ თაობას შთააგონა მშვიდობისკენ სწრაფვა.

სადაკო სასაკი მხოლოდ 2 წლის იყო, როდესაც ატომური ბომბი მისი სახლიდან ორი მილის დაშორებით ჩამოვარდა . იმის მიუხედავად, რომ ბევრი მისი მეზობელი აფეთქების მსხვერპლი გახდა, სადაკო გადარჩა . დაბომბვის შემდეგ მთელ ქალაქში რადიაცია გავრცელდა, ხალხი ცდილობდა თავი დაეცვა, თუმცა მოწამლული ჰაერის შესუნთქვისგან, თვის არიდება შეუძლებელი იყო.

image

დროის სვლასთან ერთად სადაკოს ოჯახი ცდილობდა თავიდან დაეწყო ცხოვრება. ზუსტად ათი წლის თავზე სადაკოს ლეიკემია განუვითარდა, ეს გამოწვეული ი ყო სწორედ იმ რადიაციისგან რომელიც ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ გავრცელდა.სადაკოს გარდა ბევრ სხვა ბავშვსაც განუვითარდა ლეიკემია . იმ დროის იაპონიაში ლეიკემიას მოიხსენიებდნენ როგორც „ატომური ბომბის დაავადებას“. სადაკო საავადმყოფოში დააწვინეს, თვეების განმავლობაში ის თავის დაავადებას ებრძოდა, რომელიც დღითი-დღე უფრო მწვავდებოდა . სადაკომ გადაწყვიტა 1000 ორიგამის წერო გაეკეთებინა და მისთვის სურვილი ჩაეთქვა. ძველი იაპონური ტრადიიციის მიხედვით, თუ 1000 წეროს გააკეთებ ქაღალდისგან, სურვილი აგიხდება. სწორედ ამის სჯეროდა სადაკოს, თუმცა ათასი წეროს გაკეთება ვერ მოასწრო და 1955 წლის 25 ოქტომბერს, 12 წლის ასაკში გარდაიცვალა . მან ერთ ერთ თავის წეროზე დააწერა „ მე შენ ფრთებზე მშვიდობას დაგაწერ, შენ კი მთელ მსოფლიოში იფრენ“.

image

სადაკოს გარდაცვალების შემდეგ მისმა კლასელებმა დაასრულეს სადაკოს წეროს ორიგამები.მათი ინიციატივით, დაიდგა ბავშვების მშვიდობის მონუმენტი, ჰიროშიმაში . სამი ათასზე მეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა, რომ დაედგათ ბრინჯაოს ქანდაკება, რომელზეც იქნებოდა გოგო წეროთი ხელში. image

დღესაც ბევრი სტუმარი ჰყავს ბავშვების მშვიდობის მონუმენტს ჰიროშიმაში. ბავშვები თვითონ აკეთებენ წეროს ორიგამებს, სადაკოს ხსოვნის საპატივსაცემოდ, ამით გამოთქვამენ სურვილს რომ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს და არცერთი ბავშვი აღარ შეეწიროს ომს.

image

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0