x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გვიქმნის თუ არა საფრთხეს ლუგარის ლაბორატორია?
image
ლუგარის ლაბორატორიაზე!


1)ყველა ვთანხმდებით, რომ მსგავსი ტიპის ლაბორატორია უნდა იყოს ყველა განვითარებულ თუ განვითარებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, მით უმეტეს, ისეთი სამეცნიერო ისტორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.


2)ეს ლაბორატორია (მემკვიდრე) დაარსებულია ''რუსების'' მიერ(სსრკ) და რუსებს ვერავინ ასწავლის რა სიკეთის და ბოროტებსი ჩადენა შეიძლება მსგავსი ტიპის დაწესებულებებში


3) ის, რომ ლაბორატორია მოქმედებდა სსრკ პერიოდში არ ნიშნავს, რომ მაშინ მხოლოდ ბოროტებას ჩადიოდა ეს დაწესებულება.ასევე.. ახლა როდესაც ახალი ''პატრონი'' ამერიკა ჰყავს არ ნიშნავს, მხოლოდ სიკეთე მძვინვარებს.



4) მსგავსი ტიპის დაწესებულებისადმი ყოველთვის (!) იარსებებს ეჭვი..ამიტომ მისი ხელმძღვანელები უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებაში მაღალი მორალური რეპუტაციით და პრინციპულობით (პროფესიონალიზმი და მსგავსი ''სერთიფიკატები'' არასაკმარისია სრულიად)


5)ნუ ლანძღავთ თანამემამულეებს იმის გამო, რომ აქვთ გარკვეული ეჭვები..ნუ ეძახით ერთმანეთს გონებაჩლუნგებს და რუსეთის აგენტებს! მეორე უკიდურესობაა სრულიად მაქსიმალური და ''უმწიკვლო'' ნდობა.


6) ნუ შევიბურებით მიამიტი, ინფანტილური ''სიამაყით'' რომ მეზობლებს და ვიღაცეებს შურთ ჩვენი...რა უნდა შეშურდეთ? 4, 5 მილიონიდან 2 მილიონზე რომ ჩამოვედით და სავსეა ნაგავსაყრელები მშიერი ბავშვებით და მოხუცებით? (შესაშური იმათ აქვთ, ვინც 5 მილიონიდან 12 მილიონი გახდა და ისეთი სამეცნიერო ცენტრები გახსნა არც დაგვესიზმრება კაი 30 წელი)


7)და ბოლოს...თუ რომელიმე ტოქსიკოლოგი გეტყვით, რომ არ იცის როგორ მოწამლოს ადამიანი, არ დაუჯეროთ!" წერს ბლოგერი ნუციკო

0
839
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0