x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
13 მცდარი ინფორმაცია ორსულობის შესახებ-აუცილებლად წასაკითხი!
სტატისტიკის მიხედვით ყველა წყივილისაგან, რომელიც ცდილობს ჰყავდეთ ბავშვი, ქალების მხოლოდ 30 % ფეხმძიმდება პირველი ციკლის პერიოდში,
85 %–12 თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენებს ჭირდებათ რამოდენიმე წელი, ან ექიმების დახმარება.

ინტერნეტში მომავალი დედებისათვის არც თუ ისე სწორი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით ეხლა. მცდარი შეხედულებები ორსულობის შესახებ, ზოგჯერ საზიანოა, ამიტომ მოდით გავეცნოთ მათ:

1.მუცლის ფორმისა და ზომის მიხედვით შესაძლებელია დავადგინოთ: გოგოა თუ ბიჭი

imageძალიან კარგი იქნებოდა ამის დადგენა ამ გზით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ ეს შეუძლებელია. მუცლის ფორმაზე და ზომაზე მოქმედებს ორი ფაქტორი: ნაყოფის ზომა და მისი პოზიცია საშვილოსნოში.


2. ქალებს ფართო თეძოებით არ უჭირთ მშობიარობა


თეძოები განიერი ძვლების სისქის გამო გამოიყურება და მას არანაირი კავშირი არ აქვს სამშობიარო გზებთან.


3.ულტრაბგერითი გამოკვლევები ვნებს ნაყოფს

ამის დამამტკიცებელი არანირი გამოკვლევა არ არსებობს. თუ რათქმაუნდა ის ყოველგვარი წესების დაცვით ტარდება.


4. ორსულებისთვის მუცელზე წოლა საზიანოა




ნაყოფი დაცულია საშვილოსნოს შიგნით. ორსულს შეუძლია ეძინოს და იწვეს მუცელზე, რამდენიც სურს, ბავშვს ეს მდგომარეობა არაფრით არ ავნებს.



5. ორსულებისთვის სირბილი არ შეიძლება

თუ ქალს არ აქვს პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ნაყოფის განვითარება მიმდინარეობს ნორმალურად, ორსულს შეუძლია ირბინოს მანამ სანამ კომფორტულად გრძნობს თავს.

რისკ ჯგუფში არიან ის ქალები, რომლებსაც აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, ზედმეტი წონა, ან ელოდება ტყუპებს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს.



6.ორსულობის დროს გულისრევა ხდება მხოლოდ დილით და მხოლოდ პირველ ტრიმესტრში.

გულისრევა-ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ორსულობის. 80% ორსულების განიცდიან ამ მდგომარეობას და მხოლოდ 2 % დილით. გულისრევა იწყება 1-ლი ტრიმესტრის შემდეგ, თუმცა ზოგიერთთან ის მთელი ორსულობის მანძილზე გრძელდება.




7. ხელების აწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფზე ჭიპლარის შემოხვევა

ხელების აწევა არანაირად არ მოქმედებს ჭიპლარის პოზიციაზე.




8. ორსულებმა თავი უნდა აარიდონ კატებსimage


კატები - არიან ტოქსოპლაზმოზის მატარებლები. ეს იშვიათი დაავადება იწვევს პათოლოგიას ნაყოფის განვითარებაში. მაგრამ დაავადება არ აქვს ყველა კატას. ალბათობა, იმისა რომ თქვენი საყვარელი კატა ინფიცირებულია- არის მინიმალური.

ინფექცია უფრო ადვილად შეიძლება შეგეჭრათ ნაგვის გადაყრისას, ამიტომ სანაგვე ვედროს ხელთათმანით სეეხეთ და შემდეგ ხელები სწრაფად დაიბანეთ.




9. ყველა ქალი ბედნიერად გრძნობს თავს ორსულობის დროს

სინამდვილეში მათ ი უმეტესობა განიცდის სტრესს, დაბნეულობას და ბევრ ნეგატიურ ემოციას. 14-23% ორსული ქალების განიცდის დეპრესიასაც კი.


სწორედ ამ მდგომარეობას უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ამ დროს შეიძლება ნაყოფის განვითარებაში მოხდეს ნეგატიური ცვლილებები.

10. თუ იშვიათად დავლევთ, ეს ნაყოფს არ ავნებსორსულობა და ალკოჰოლიალკოჰოლს შეუძლია შეაღწიოს პლაცენტაში, ასე რომ ქალთან ერთად ბავშვიც სვამს მას. ალკოჰოლის მიღება ფეხმძიმობის დროს, ხელს უსლის ბავშვის ფიზიკურ, ფსიქიკურ განვითარებას დაშეუძლია გამოიწვიოს ფსიქოფიზიოლოგიური დეფექტები.

11. ორსულობის დროს მომატებული კილოგრამები მშობიარობის შემდეგ გვაკლდება

ეს მხოლოდ ეხება ნაყოფის წონას, და იმ სითხეს, რომელიც გვაკლდება მშობიარობის შემდეგ. მომავალ დედას ეზრდება მკერდიც. მაგრამ წონის დანარჩენი ნაწილი ძირითადად ცხიმია და მას ფიზიკური მუშაობა ჭირდება, რომ მოგაკლდეთ.


12.საკეისრო კვეთა, უფრო ადვილი და კომფორტულია

საკეისრო თუ ბუნებრივი მშობიარობაითვლება, რომ საკეისრო კვეთა ნაკლებად მტკივნეულია და უსაფრთხო. მაგრამ სინამდილეში ტკვილი ჩნდება არა მშობიარობის დროს, არამედ მას შემდეგ. ეს ტკივილი ზოგჯერ რამდენიმე თვეს გძელდება.


13. ნაყოფზე არ მოქმედებს რაც გარეთ ხდება



ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვები იბადებიან ყოველგვარი ცოდნის გარეშე.

განვითარების გარკვეული ეტაპის შემდეგ, მომავალი ჩვილი იწყებს ხმების აღქმას. განსაკუთრებით დედის ხმის. ასევე შეუძლია სინათლის აღქმა და თუ ის ძალიან ნათელია, შეუძლია შემობრუნდეს კიდეც. ის სინჯავს საკვებს, რომელიც ხვდება პლაცენტაში და რაც საინტერესოა- ის ხედავს სიზმრებსაც.



თქვენ დაამატებდით მითს, რომელიც გაგიგიათ ორსულობის შესახებ?














0
236
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0