x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ღორის გრიპის საწინააღმდეგო 5 ევროიანი „ტამიფლუ“ საქართველოში 100 ლარად იყიდება
image


ღორის გრიპის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად პრეპარატი „ტამიფლუ“ მიიჩნევა. ბოლო ხანს ვირუსის გავრცელების მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში აფთიაქებში პრეპარატ „ტამიფლუს“ დეფიციტია და მისი შეძენა გართულებულია.


არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართულ ფასსაც. თითო აბი 5-10 ლარი ღირს, არადა ავადმყოფმა დღეში მინიმუმ 2 კაფსულა უნდა მიიღოს და კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტაროს, ეს კი სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.


ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეზობელ ქვეყნებში „ტამიფლუს“ 1 კოლოფის ფასი, რომელშიც 10 კაფსულაა, მაქსიმუმ 5 ევროს შეადგენს, საქართველოში კი იგივე კოლოფი 100 ლარად იყიდება.



image

0
3723
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
3723
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0