x
ქართული დიპლომატიკა


ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიის შესახებ, თუმცა დიპლომატია და დიპლომატიკა პარონიმული წყვილია და ისინი გარეგნულად ძალიან მსგავსია, მათი მნიშვნელობა რადიკალურად განსხვავდება და ეს ორი სიტყვა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.

imageimage


დიპლომატიკა ანუ სიგელთმცოდნეობა ჰქვია საბუთების, ისტორიული დოკუმენტების შემსწავლელ სამენიერო დარგს.

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არაერთ ფონდში დაცულია 70 000-მდე ქართული დოკუმენტი.



image

დოკუმენტებში გამოიყოფოდა ორი ჯგუფი:

1.იურიდიული ხასიათის დოკუმენტები(აქტები)

2.არაიურიდიული ხასიათის დოკუმენტები(კერძო ნუსხები, ეპისტოლეები)


ძველ საქართველოში მნიშვნელოვან ბრძანებებს, განკარგულებებს თუ უბრალოდ წერილებს, როგორც წესი, რბილ მასალაზე - ეტრატზე, ქაღალდზე წერდნენ, იშვიათად - ხეზე, ქვასა და ლითონზეც.


ქართული საისტორიო საბუთები ძირითადად დაწერილია მხედრული ან ნუსხური ანბანით.



რატომ არის ჩვენთვის საინტერესო ისტორიული საბუთები?

ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წყაროთა არცერთი დარგი არ შეიცავს ისეთ უხვ და მრავალფეროვან მასალას, როგორიც საბუთებში გვხვდება.მართლაც, ისინი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან კონკრეტული დროის პოლიტიკურ-ეკონომიკური, სამართლის, თუ კულტურული მდგომარეობის შესახებ.რა ლექსიკას იყენებდნენ იმ დროს, რა წესებსა თუ კანონებს ემორჩილებოდნენ ან როგორი იყო იმ დროის საბუთები.

საისტორიო საბუთები საინტერესო მასალას შეიცავს ენის თვალსაზრისითაც,

საკმაოდ ხშირად გვხვდება დიალექტიზმები და ძველი ფორმები.


დღევანდელობისგან განსხვავებით, ადრე საბუთებს სპეციფიკური სტრუქტურა ჰქონდათ:

1.დასაწყისში იხსენიებდნენ და ხოტბას ასხამდნენ ღმერთს;

2.იხსენიებდნენ სამეფო კარის ან ეკლესიის უმაღლეს პირებს;

3.შემდეგ მოცემული იყო ძირითადი სათქმელი;

4.ბოლოს დაწყევლილი იყო ის, ვინც ამ საბუთს დაარღვევდა ან შეურაცხყოფდა.




image

ძველად ქართულ საბუთებთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები იყო:

დაწერილი, სიგელი, გუჯარი, ბარათი, ქარტა, იარლიყი და ა.შ. გუჯარი სიგელის სინონიმად იხმარებოდა(სიგელ-გუჯრები), იარლიყი კი კონკრეტულად მონღოლთა ყაენების წიგნებს აღნიშნავდა.

თავდაპირველ საბუთს ეწოდებოდა “დედანი'', “ნუსხა'' და “პირმშო დედანი''.




ქართული დოკუმენტები ძირითადად XI საუკუნიდან გვხვდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილია:

თამარ მეფის 2 სიგელი გელათის და შიომღვიმის მონასტრისადმი;

დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი;

ბაგრატ IV-ის 2 სიგელი - შიომღვიმისადმი და “სიგელი ოპიზართა და მიძნაძორელთაი'';

ჭიაბერ მანდატურთუხუცესის სიგელი და სხვა.

imageსიგელი თამარ მეფისა გელათის მონასტრისადმი(1187 წ.)






იურიდიული საბუთების გვერდით იყო ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა მაგალითად “წიგნი ვედრებისაი''- თხოვნის შემცველი წერილი, ცნობილია, რომ სწორედ წიგნი ვედრებისაი გაუგზავნა ბიზანტიის დედოფალმა დავით კურაპალატს დახმარების სათხოვნელად. არსებობდა მოკითხვის, მიჯნურობის, გლოვის წიგნები.



დიპლომატიკა იკვლევს საბუთების როგორც შინაარსობრივ, ისე გარეგნულ მხარეს.

საბუთების გაყალბება, ალბათ, მაშინაც მოუვიდოდა ვინმეს აზრად, ამიტომ მისი უტყუარობის და ჭეშმარიტების რამდენიმე ნიშანი არსებობდა, ერთ-ერთი იყო ხელრთვა ანუ დამტკიცება, მეფის ან დიდგვაროვნის კალიგრაფიული ხელმოწერა, რომელიც დოკუმენტს იურიდიულ ძალას აძლევდა და მის გარეშე საბუთი სამართვებრივად არ ითვლებოდა.

image
საბუთების აუცილებელი ატრიბუტი იყო ბეჭედიც, ის სპეციალური დანადგარის საშუალებით მზადდებოდა მყარ მასალაზე დაჭოლით, იყო სხვადასხვა ფორმის და ფერის. საბუთზე დატანებული ბეჭედი უტყუარობის ნიშანიც იყო და ხშირად დაწერის თარიღსაც გვატყობინებდა.image1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატზე მიმაგრებული ბეჭედი.









ლამაზი, დახვეწილი და ფერადი ხელწერით გამოირჩეოდა ზოგიერთი მეფის სიგელი, მაგალითად სოლომონ მეორის, მარიამ დედოფლის და სხვა.image

სოლომონ II-ის ხელრთვა მისსავე სიგელზე (1809 წ.)




imageმარიამ დედოფლის ხელრთვა სოლომონ მეფის მიერ გაცემულ სიგელზე.(1809 წ.)











თათია ბუღათრიშვილი, თსუ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-3 კურსი.

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0