x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
მამასახლიში "ჩიხურაში" ითამაშებს

image

"სამტრედიას" ყოფილი ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი კარიერას მეორე იმერულ გუნდში, საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა პირად საუბარში აღნიშნა. მამასახლისი ზემოიმერულ კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში გააფორმებს:

" საჩხერის "ჩიხურა" სტაბილური და კარგი გუნდია, სადაც ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და ბედნიერი ვარ, რომ მათთან გვერდიგვერდ თამაშის საშულება მომეცემა. იმედი მაქვს, წარმატებულ წელი გვექნება როგორც ეროვნულ ლიგაში ისე ევროსარბიელზე. ყველაფერს ვიზამთ, რათა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. " - განაცხადა მამასახლისმა.

ოლეგ მამასახლისმა გასული სეზონი ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო და "სამტრედიაში" დაამთავრა, სულ კი, 23 წლის ნახევარმცველი ანგარიშზე ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 4 გატანილი გოლია.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0