x
image
პროფესორი
შინდისის უცნობი გმირი,რომელიც გადარჩა და 10წლის შემდეგ გარდაიცვალა
image


შინდისის გმირების მემორიალს, სამწუხაროდ კიდევ ერთი სურათი შეემატა, ახლად გარდაცვლილი - ოთარ კალმახელიძე, შინდისის ბრძოლის ვეტერანი.


ოთო ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, შინდისის მოსახლეობის დამსახურებით შემთხვევით გადაურჩა საკონტროლო გასროლას, ის ესაუბრა ბოლოს ალეკო ონიანს, სანამ თავს აიფეთქებდა ნათლულთან - რომან ზოიძესთან ერთად, მაშინ როცა ოთარს საკუთარ სიცოცხლეზეც ხელი ჰქონდა ჩაქნეული, სისხლისგან იცლებოდა...


მხოლოდ ათი წელი იცოცხლა ამ ტრაგედიის შემდეგ, ნაიარევი გული გაუჩერდა და შეუერთდა თავის მეგობრებს, მარადიულ სასუფეველში... ღმერთმა ნათელში გამყოფოს მეგობარო...


ოთო იყო ჩემი დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, სულმოუთქმელად ელოდებოდა მხატვრული ფილმის პრემიერას....


აქვე დავამატებდი-თუმცა ოთარს არ დასცალდა სამწუხაროდ და ასევე აღსანიშნავია ის, რომ ამ ადამიანის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა, ის იყო ერთ-ერთი "სასწაულშემოქმედთაგანი", მან და შინდისის ბიჭებმა გმირობასთან ერთად ქართველებში იმედი დათესეს, იმედი იმისა, რომ კიდევ არიან და კიდევ ცოცხლობენ იმ ჩვენი საამაყო წინაპრების შთამომავალნი და ჩემის მოსაზრებით "კიდევ" კი არ არიან, ბლომად არიან.უბრალოდ მათ სიტუაცია სჭირდებათ, რომ თავი გამოავლინონ, ვისურვებდი ყველას მისცემოდეს შანსი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში და ვისურვებდი ფანატიკურად მონდომებული ახალგაზრდები არ "დაჩაგრულიყვნენ" უნაცნობობის გამო.


რომ დავფიქრდეთ რამდენია უსახელოდ წასული, რომლებიც ჩვენ დღემდე არ ვიცით და რამდენმა იღვაწა ქვეყნისთვის ისე, რომ სახელიც კი არ დაგვიტოვა და დიახ, ჩემსავე სიტყვებს გავიმეორებ გმირები ჩუმად კვდებიან............იქ გაგიმარჯოთ ბიჭებო, სადაც ხართ.ნეტავ ისეთი ამაყი სიკვდილი მარგუნოს განგებამ, როგორებადაც თქვენ გარდაიცვალეთ.


ამ დროს სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ უნდა იდუმო და შეიგრძნო.



image

7
1660
10-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1660
  
2019, 8 იანვარი, 18:42
ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს აქ კი ყველაფერი პირიქითაა და ესაა უბედურების თავი და ბოლო.
2019, 7 იანვარი, 19:30
ხალხის სიყვარული აქვთ და სამუდამოდ დარჩნენ ისტორიაში სამაგიეროდ. ყველა სუფრაზე ამათი სადღეგრძელო ისმება. ვერცერთი მადლობის სიგელი ამას ვერ შეედრება. ჩვენი მთავრობისგან კი ეს არ მიკვირს, ერის მტრები მართავენ ამდენი ხანია უკვე ქვეყანას გამსახურდიას მერე ერთი კლანია. პატრიოტებს და გმირებს ეგენი დააფასებენ? როცა მოვიშორებთ და რაც შეგვესაბამება ჩვენ და ჩვენს განწყობებს ისეთ ხელისუფლებას რომ მოვიყვანთ, აი მერე იქნება ნამდვილი დემოკრატია და სამართლიანობა. გმირებიც და მოღვაწეებიც მერე დაფასდებიან და ახალი თაობებიც სწორ ორიენტირებზე გაიზრდებიან.
2019, 6 იანვარი, 19:48
ეეჰ ძეგლი კი არა, მადლობის სიგელი არ მიუღიათ...
2019, 6 იანვარი, 19:46
მაშინ დასაფასებელი კი არა ძეგლები უნდა ედგეთ,რავიცი...
2019, 6 იანვარი, 19:45
არა, არცერთი არაა სპეცსამსახურში...
2019, 6 იანვარი, 18:13
ორივე დაფასებული უნდა იყოს ჩემი აზრით,მაგრამ ზოგადად რომ გარდაიცვლება მერე აფასებენ.ნუ შეიძლება სპეცსამსახურებში მუშაობენ და არ ამჟღავნებენ,ვერ გეტყვი
2019, 6 იანვარი, 16:06
კიდე 3 შინდისის გმირია ცოცხალი და ისინი ჩემი აზრით მილიონრები უნდა გახდნენ და მთავრობამ მათი ოჯახები სრულად უზრუნველყოს. ცოცხალი გმირები არიან დასაფასებელი კიდევ უფრო მეტად, ვიდრე გარდაცვლილები. ჩვენთან პირიქითაა და ასე არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში.
0 1 7