x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამერიკაში კომაში მყოფი ქალი დაფეხმძიმდა და ბავშვი გააჩინა.ამ ფაქტით პოლიცია დაინტერესდა
imageქალი, რომელიც 14 წელიწადია კომაშია, ბავშვი გააჩინა, ამის შესახებ იუწყება Arizona's Family.


ინციდენტი მოხდა ქალაქ ფენიქსის Hacienda HealthCare კლინიკაში, კომაში ჩავარდნილმა ქალმა 2018 29 დეკემბერს იმშობიარა ჯანმრთელი ბიჭუნა, თუმცა მალევე ამ ფაქტით დაინტერესდა პოლიცია, რა თქმა უნდა, სახეზეა გაუპატიურება.


მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის არც სახელი და არც ასაკი ხმაურდება, კლინიკაში დაადასტურეს, რომ ქალი 10 წელიწადზე მეტია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და ბოლო წლებია კლინიკაში წევს, სადაც იგი 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშაა. სავარაუდოდ, გასული წლის გაზაფხულზე ქალზე მოხდა სექსუალური ძალადობა, რის შემდეგაც დაფეხმძიმდა.


"კლინიკის არც ერთმა თანამშრომელმა არ იცოდა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო, სანამ არ იმშობიარა, მე მითხრეს, რომ მშობიარობამდე კვნესოდა და თავიდან ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა"-განუცხადა გამოცემა The Hill-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.



ამ ინციდენტის შემდეგ Hacienda HealthCare -მა საგანგებო განცხადება გააკეთა:

image

"Hacienda HealthCare აგერ უკვე 50 წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში საიმედოდ და უსაფრთხოდ ემსახურება ათასობით ადამიანს და მათ ოჯახებს.ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რეპუტაციით და პოზიციით, როგორც ლიდერი კლინიკა ინტელექტუალურად შეზღუდული ადამიანების მკურნალობის სფეროში.

ცოტა ხნის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა საგანგაშო ინციდენტი, რომელიც ჩვენი პაციენტის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება, რადგან ფედერალური და შტატი კანონი გვიკრძალავს გავასაჯაროოთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მონაცემები, Hacienda ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად ითანამშრომლებს სამართალდამცავ ორგანოებთან".


რაც შეეხება ბავშვს, იგი სრულიად ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.


0
562
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0