x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი ზამთრის პაემანი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image

ამ ზამთარს სად გსურთ პაემანზე წასვლა? გსურთ იდეა, თუ სად გაატაროთ ერთად დრო? სინამდვილეში - ზამთარი და სიცივე შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ერთად დრო მყუდროდ და კომფორტულად გაატაროთ. როგორი ზამთრის პაემანი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?


ვერძი

ვერძი ყოველთვის აქტიურობას და სიჩქარეს ეძებს. იდეალური ზამთრის პაემანი იქნება თხილამურებით სრიალი. შენობაში ან ქუჩაში შეგიძლიათ ვერძს ჩაეხუტოთ და ყინულზე სწრაფად იმოძრაოთ. თხილამურებით სრიალი ამ ნიშნის წარმომადგენელთან პაემანისთვის შესანიშნავი იდეაა, რადგან მას ფიზიკური დატვირთვა მოსწონს.



კურო

იდეალური პაემანი კუროსთვის - ერთობლივი ტრაპეზი სახლში, ამასთან თავად რაღაცის მომზადება და პარტნიორის კულინარიული შესაძლებლობით განებივრების სურვილი გაუჩნდება. ვახშმის შემდეგ შეგიძლიათ ოჯახურ, საყვარელ ფილმს უყუროთ და თან ცხელი შოკოლადი მიირთვათ ან ერთმანეთს მოსადუნებელი მასაჟი გაუკეთოთ.


ტყუპი

ამ ზოდიაქოს ნიშანს რაღაც უჩვეულო და კრეატიული მოსწონს. შესანიშნავი პაემანი ზამთარში - ღვინის ან ყველის დეგუსტაციაა. მას ადამიანებთან ერთად ყოფნა და სიახლის გასინჯვა უყვარს. თუ უფრო კლასიკური პაემანი გსურთ, ტყუპებს ოჯახთან ერთად ვახშმის ორგანიზება სთხოვეთ, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ.


კირჩხიბი

აჩუქეთ კირჩხიბს პაემანი სანთლებით და გემრიელ დელიკატესებთან ერთად, რადგან მას მყუდროება და კომფორტი უყვარს და არა გარეთ გასვლა. ასევე შეგიძლიათ საყვარელ რესტორანში დაპატიჟოთ მისთვის ახლობელ ადამიანებთან ერთად. ამ ნიშნის წარმომადგენელი ყოველთვის სიამოვნებას ღებულობს მათით, ვინც მისთვის ძვირფასია.


image

ლომი

ლომს უყვარს ურთიერთობა და სუფთა ჰაერი და ვერ იტანს, როცა მას ოთხ კედელშუა ზღუდავენ. იდეალური პაემანია ფეხით სიარული სადმე ბუნებაში. ლომი რომანტიკული ატმოსფეროთი კმაყოფილი იქნება, თუ ცივი ამინდების შემდეგ პარკში სასეირნოდ წახვალთ.


ქალწული

ქალწული წიგნის მაღაზიაში პაემანზე უარს არ იტყვის. წარმოიდგინეთ, რომ ცივა, თოვლი მოდის, თქვენ კი ერთმანეთს წიგნის თბილ მაღაზიაში ეხუტებით. შემდეგ შეიძლება მყუდრო და მშვიდ კაფეში გადახვიდეთ, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობით დატკბებით.


სასწორი

სასწორს მარტოობა არ უყვარს, სუფთა ჰაერზე ყოფნა მოსწონს. შეგიძლიათ ტყეში გაისეირნოთ, ან კარგ რესტორანში წახვიდეთ, სადაც შესანიშნავი სამზარეულოთი სიამოვნების მიღებას შეძლებთ.


მორიელი

მორიელს სადღესასწაულო და დიდებული შოუს ნახვა სურს. მასთან ერთად კინოში, თეატრში ან კონცერტზე წადით. ასეთი პაემანი იდეალურია, რომ მორელს კარგი განწყობა შეუნარჩუნოთ და დაინახოთ, მისი თვალები როგორ ანათებს.


image

მშვილდოსანი

მშვილდოსნის თავგადასავლების მიმართ სიყვარული ფანტაზიის დიდ სივრცეს გაძლევთ. ანუ ზამთრის პაემნისთვის შეგიძლიათ ხანმოკლე მოგზაურობა აირჩიოთ. თუ ბუნება საშუალებას გაძლევთ, მცირე პიკნიკი მოიწყვეთ, რომ ზამთრის ატმოსფერო ბუნებაში შეიგრძნოთ.


თხის რქა

თხის რქას მუსიკასთან დაკავშირებული პაემანი მოეწონება. სადღესასწაულო კონცერტზე ოპერაში წაიყვანეთ იმის მიხედვით, რაც მას მოწონს. შემდეგ კი ერთად ოჯახს ესტუმრეთ. ასე ერთმანეთთან დროს გაატარებთ.


მერწყული

მერწყულს მშვიდი და მყუდრო პაემანი მაგ., სახლში ჯდომა და სადღესასწაულო ფილმების ყურება უყვარს. ცხელი კაკაო, ორცხობილა ან პოპკორნი მოამზადეთ, რომ პაემანი კიდევ უფრო სულიერი გახადოთ. გახსოვდეთ, რომ მერწყულს სხვა ადამიანების დახმარება უყვარს, ანუ შეგიძლიათ ისეთი პაემნის ორგანიზება მოაწყოთ, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული.


თევზები

თევზებს ერთად შოპინგის იდეა მოეწონება, რომ სახლის აქსესუარები ერთად შეარჩიოთ. შეგიძლიათ საყიდლების სია ჩამოწეროთ და შემდეგ კი მათ შესაძენად ერთად გაემგზავროთ. როცა ყველაფერს შეიძენთ, შეგიძლიათ სახლის ინტერიერი ერთად მორთოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიურპრიზი ელოდებათ - 2019 წლის იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი


უძველესი რუნების სიბრძნე: აირჩიეთ ერთი, რომ გაიგოთ რა გელით მომავლში


რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ


რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს


მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ


სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა


6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით


როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია!


“მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები


ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს


14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0