x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ადრიანო ჩელენტანო -10 საინტერესო ფაქტი
image

დღეს, 6 იანვარს გამოჩენილ იტალიელი მომღერალს, სიმღერების ავტორს, მსახიობს და რეჟისორს ადრიანო ჩელენტანოს 81 წელი შეუსრულდა, მართალია, ქართველი მაყურებელი ვერ ეღირსა ლეგენდარული იტალიელი მომღერლის ცოცხლად ნახვას, თუმცა იმით მაინც უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ 2019 წლის 3 მარტს თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს ჩელენტანოს ორეული, ადოლფო სებასტიანი, რომელიც ჩელენტანოს არა მარტო გარეგნობით, არამედ ხმითაც ერთი-ერთში ჰგავს, ამაში დარწმუნდებით, თუ ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლს ნახავთ.




ახლა კი 10 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული იტალიელის ცხოვრებიდან:





სკოლა მიატოვა უკიდურესი სიღატაკის გამო - ადრიანო ხედავდა, როგორ უჭირდათ მშობლებს, (თავად მეხუთე შვილი იყო), თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი, ამიტომ გადაწყვიტა, 12 წლისას სკოლა მიეტოვებინა და ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა, ბიჭუნამ საათების სახელოსნოსში ოსტატის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. იქვე გვერდზე იყო მუსიკალური მაღაზია, სადაც ადრიანომ პირველად მოისმინა ელვის პრესლი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, დაეწერა მუსიკა.


image




მაღვიძარას მაგივრად როკ-ნ-როლი - ადრიანოს დილაობით ძალზე უჭირდა ადგომა, ჩართული მაღვიძარა ვერ აღვიძებდა, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, დილაობით ხმამაღლა ჩაერთო მუსიკა, სწორედ მუსიკაზე იღვიძებდა ადვილად მომავალში სახელგანთქმული მუსიკოსი.

image




სან-რემოს ფესტივალზე - 18 წლისა მილანის ერთ-ერთ კონკურსზე წარდგა საკუთარი სიმღერით "მე შენ გეტყვი ჩაო", პუბლიკა მოხიბლული იყო ახალგაზრდა მომღერლით, შემდეგ იყო 21 წლის ასაკში სან-რემოს ფესტივალი. ყველას ეგონა, რომ ანდრიანო გაიმარჯვებდა, თუმცა მეორე ადგილი მიანიჭეს. მიუხედავად ამისა, სიმღერა "24 ათასი კოცნა" უმალ ჰიტად იქცა.





დიდი სიყვარული - ფილმის "რაღაც უცნაური ტიპის"(Uno strano tipo-1963)გადაღების დროს ჩელენტანომ გაიცნო ახალგაზრდა მსახიობი კლაუდია მორი და მაშინვე გულში ჩაუვარდა, თუმცა კლაუდიას მაინცდამაინც არ მოსწონდა ჩელენტანო, "სრულიად არასერიოზულ ახალგაზრდად" მიაჩნდა, მაგრამ ერთხელაც პავილიონში მოკლე ჩართვა მოხდა, განათების ლამპა გასკდა და ჩელენტანოს სახე და თვალი მსუბუქად დაუზიანა. კლაუდია პირველი მიეხმარა ადრიანოს, შემდეგ ექიმთან დაჰყვებოდა... საბოლოოდ, მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა და აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ერთად ცხოვრობენ.

image




რომანი სხვა ვარსკვლავთან - ქალები ნამდვილად არ აკლდა ჩელენტანოს, თუმცა ყველაზე გახმაურებული რომანი ჰქონდა ორნელა მუტისთან. ორნელა მის გამო ქმარს გაეყარა კიდეც და იგივე ნაბიჯს ელოდა ჩელენტანოსგანაც, თუმცა მსახიობმა ოჯახი არ დაანგრია.

image




თვითმფრინავით ფრენის ეშინია - იგი აეროფობიითაა დავადებული, მსახიობს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ გასტროლების დროს უპირატესობას სხვა სატრანსპორტო საშუალებებს ანიჭებს.როდესაც ჰოლივუდში მიიწვიეს, მსახიობმა დანანებით განაცხადა:"მე ვერასდროს მოვხვდები ჰოლივუდის ფილმებში, ისიც არ ვიცი, იქ როგორ მოვხვდე, მე ხომ ძალიან მეშინია ფრენის."

image



მეგა-კონცერტი 1 ევროდ - ჩელენტანო სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული დემოკრატიულობით გამოირჩევა. 2012 წელს ევროპული ტურნეს დროს დასკვნითი კონცერტი ვერონაში გაიმართა, მასთან ერთად კონცერტზე არანაკლებ ცნობილი იტალიელი მომღერალი ჯანი მორანდი გამოდიოდა, ჩელენტანომ გადაწყვიტა, ბილეთის ფასი სიმბოლური, მხოლოდ 1 ევრო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, კონცერტის ბილეთები რამდენიმე საათში აღარ იყო.




გამოლანძღა ბერლუსკონი - ადრიანო ჩელენტანო პირში მთქმელობითაც გამოირჩევა, 2005 წელს პირდაპირ ეთერში იტალიის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლიუსკონის კორუფციონერი უწოდა. ბერლიუსკონი ამ ფაქტმა გააღიზიანა და ჩელენტანო იტალიის მთავრობის მტრად მოიხსენია.

image




მისი სახელი კოსმოსში - ადრიანო ჩელენტანოს სახელი ჰქვია ასტეროიდს № 6697, რომელიც 1987 წლის 24 აპრილს აღმოაჩინეს.

image




მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული იტალიელი - ჩელენტანო არის ყველაზე წარმატებული და ზეგავლენიანი მომღერალი იტალიის პოპულარული მუსიკის ისტორიაში, ჩაწერილი აქვს 600 სიმღერა, გამოცემული აქვს 41 ალბომი, რომელთა გაყიდული ტირაჟი 150 მილიონს უკაკუნებს, აგრეთვე, ნათამაშევი აქვს 41 ფილმში, მათ შორის:"სერაფიმო"(1969), "ბლეფი(1976), "ჭირვეულის მორჯულება"(1980), "ტუზი"(1981), "ბინგო-ბონგო"(1982) და მრავალი სხვა.

image


image

ასევე დაგაინტერესებთ


0
1002
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1002
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0