x
image
alex999
Mediator image
ქვის მთლელი - იგავი ბედნიერებაზე!

- იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვის მთლელი. ის დაიღალა მზის გულზე, საშინელ სიცხეში მუშაობით და თავისთვის ჩაილაპარაკა: - მე მომბეზრდა ასე ცხოვრება და ქვების თლა იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი… და კიდევ ეს მზე, რომელიც მუდმივად ანათებს! როგორ ძალიან მინდა მის ადგილზე ყოფნა! ვიცხოვრებდი მაღლა ცაში, ვიქნებოდი ყოვლისშემძლე, ცხელი, მთელს მსოფლიოს ჩემს სხივებს მოვფენდი! ბოლო სიტყვის თქმა ვერ მოასწრო რომ საოცრება მოხდა: მისი ნატვრა ახდა და ქვის მთლელი მზედ გადაიქცა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ სურვილი შეუსრულდა და სიხარულით დაიწყო თავისი სხივების გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ, მან შეამჩნია, რომ ღრუბლები, მის სხივებს გზას უღობავდნენ. - რად მინდა მზე რომ ვიყო, თუ უბრალო ღრუბლებს შეუძლია ჩემს სხივებს გზა გადაუღობოს და არ გაუშვას? წამოიძახა მან. — თუ ღრუბელი მზეზე ძლიერია, მირჩევნია ღრუბელი ვიყო! და ის ღრუბლად გადაიქცა. მან მთელ დედამიწას შემოუარა, მიფრინავდა და მიწას აწვიმდა, მაგრამ, უეცრად ქარი ამოვარდა და ღრუბლები გაფანტა. - ჰო, ქარს, თურმე, ღრუბლების გაფანტვა შეძლებია, ესე იგი, ის უფრო ძლიარია, მე მინდა, რომ ვიყო ქარი! — გადაწყვიტა მან. და გახდა ქარი. და დაქროდა ის მთელს მსოფლიოში. ის აწყობდა ქარიშხლებს და ტაიფუნებს. მაგრამ, უეცრად შეამჩნია, რომ მას გზას კედელი უღობავდა. ძალიან მაღალი და ძალიან მტკიცე. ეს იყო მთა. - რად მინდა ქარი რომ ვიყო, თუ უბრალო მთას შეუძლია რომ შემაჩეროს? ის ყველაზე ძლიერია! თქვა ეს ჩვენმა გმირმა და მთად გადაიქცა. და უეცრად მან იგრძნო, რომ გვერდში რაღაც უკაკუნებდა. რაღაც, რაც მასზე უფრო ძლიერია. მას მისი ძირის გამოთხრა და დასამარება უნდა. და ეს იყო… პატარა ქვისმთლელი!


image















<<<თქვენთვის საინტერესო>>>


1. როგორი იქნება 2019 წელი სასწორებისთვის?

2. რას ნიშნავს იყო ორსული - სახალისო ფოტოსურათები

3. "სიხარულის ცრემლები" - 14 ფოტო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ დაათვალიერებთ

4. "მეგობრობა მოხუცთან" - ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს...

5. როგორი იქნება 2019 წელი ქალწულებისთვის?

6. 30 კეთილი საქმე საქართველოსთვის, რომელიც "საბჭოთა მონობის" დროს გაკეთდა!

7. ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!



0
496
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0