x
image
გემი დალანდი
13 რამ ქცევაში, რაც ადამიანებს ჩვენზე შთაბეჭდილებას უკარგავს
image

ადამიანზე წარმოდგენის შექმნა მასთან ურთიერთობის პირველივე წუთებიდან ხდება. ამ დროს ვცდილობთ, რომ ადამიანებს ჩვენი საუკეთესო მხარეები დავანახოთ და შეცდომებსაც ვუშვებთ, რომლებიც ახალ ნაცნობებს ჩვენს მიმართ ნეგატიურად განაწყობს.

ეს შეცდომებია:

სოციალური ქსელი


image1)დიდი რაოდენობით ფოტოები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია და ემოციურობით არ გამოირჩევიან. ეს თქვენს ეგოიზმსა და ნარცისიზმზე მიუთითებს

2)მსხვილი პლანით გადაღებული ფოტო, ნახევარ მეტრზე ნაკლები მანძილიდან.უნდობლობას იწვევს თქვენი მისამართით.

3)ბევრი ინტერნეტ-მეგობრის არსებობა. ეს ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ პოპულარობას მოწყურებული ადამიანი ხართ და ცდილობთ კონტაქტური და ურთიერთობების მოყვარული, მხიარული ადამიანის იმიჯი მოირგოთ. კვლევების თანახმად, გაცილებით მიმზიდველებად ეჩვენებათ ის ადამიანები, რომელთა ინტერნეტ მეგობრების რიცხვი 100-დან-300-მდე მერყეობს.


ემოციები

image4) თქვენი რეალური ემოციების დაფარვის მცდელობა. ეს შესაძლოა გარშემომყოფებისადმი ინტერესის ან თანაგრძნობის არქონაში ჩაგითვალონ.

5) მკვეთრად გამოხატული ემოციები თეატრალური ჟესტიკულაციით. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ იმპულსური და თავშეუკავებელი პიროვნება ხართ.


საუბარი

image6) გააბათ ახლო ნაცნობობა-ამისთვის საუკეთესო მეთოდია პირადი ინფორმაციის გაზიარება, მაგალითად: თქვენი ჰობი, ბავშვობის მოგონებები. მაგრამ, თუ საუბრის საგანი თქვენი ახლობლის პირადი ინფორმაცია გახდა, ეს თქვენ, როგორც არასაიმედო და ჭორიკანას, ისე წარმოგაჩენთ ახალი ნაცნობის თვალში.

7)გადამეტებული საუბრები თქვენს შესახებ, როცა ხშირად იყენებთ ნაცვალსახელს “მე" -მხოლოდ და მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თავი სხვებზე ჭკვიანად მიგაჩნიათ.

8)როცა თქვენი თვითკრიტიკის მიღმა თქვენი ტრაბახი იმალება. ამ დროს გარშემომყოფებზე უსიამოვნო და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენთ.


ქცევა

image9)ზედმეტი ცნობისმოყვარეობა. ეს მხოლოდ დააფრთხობს გარშემომყოფებს, ამ დროს ისინი ფიქრობენ, რომ ფარული ზრახვები გამოძრავებთ.

10)სიცივე ან უნდობლობა. ეს ფაქტორები ადამიანს თქვენდამი კარგად არ განაწყობს. მოიქეცით ისე, თითქოს მოსაუბრეს მოსწონხართ და მაშინ ურთიერთ სიმპათიის ფენომენი ამოქმედდება.

11)საუბარი ან გახსენება რომ ცნობილ ადამიანს იცნობთ ან მას შეხვდით. ეს თქვენს მიმართ უნდობლობას აჩენს, რადგან უჩნდებათ განცდა, რომ მათი მანიპულირება გსურთ და საკუთარ თავს მათზე მაღლა აყენებთ.


ღიმილი

image12)ყალბი ღიმილისგან განსხვავებით, გულწრფელი ღიმილი ზრდის იმის შანსს, რომ ადამიანს დაამახსოვრდებით და მეორედ შეხვედრისასაც გაგიხსენებთ.

13)თუ ჩაკეტილ პოზაში თავს კომფორტულად გრძნობთ, საკმარისია გულწრფელი ღიმილი და მოსაუბრე თქვენდამი დადებითად განეწყობა. კვლევების თანახმად, ადამიანებში სიმპათიას მომღიმარი ადამიანები იწვევენ, მიუხედავად მათი პოზებისა.



0
221
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0