x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91335
  • ვიდეო:340894
  • სურათი:453303
ქართველები-უძველესი ხალხი,რომელთა ისტორიაც "შთაინთქა"

image

"აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, ძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერს ჰყავს ურიცხვი მეომარი, ეს ერი შიშის ზარს სცემს სარკინოზებს, თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო
ხალხებით გარშემორტყმული.
ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოალში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს. უფლის საფლავის მოსალოცად
მომავალნი დროშებგაშლილნი
შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა სარკინოზებზე. ქართველებს თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ."

ჯაკ დე ვიტრე - "ფრანგი ისტორიკოსი" - 1180-1244. წ


ნაწყვეტი გერმანელი მეცნიერის ბორის გრეინშპოლის ნაშრომიდან „ტროელები და იბერიელები“ :

„ქართველებმა დედამიწაზე პირველებმა მოაშინაურეს ცხენი და როგორც ჩანს, ავსტრიამდე მივიდნენ, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2800 წელს შექმნეს ბადენური კულტურა. როგორც ჩანს, ქართველები იყვნენ ლეგენდარული ტროელებიც, თუმცა, მათგან დღეს მხოლოდ ერთი ხალხი დარჩა - ქართველები...“ მოკლედ, ბერძნებმა პროტოქართული ცივილიზაციის ნანგრევებზე ააშენეს თავიანთი კულტურა და იმავდროულად, ისტორიაც
საფუძვლიანად გააყალბეს!"


image

2
1415
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1415
  
7 იანვარი, 11:54
უფრო იბერიელები ჯობს მგონია )
6 იანვარი, 22:24
ამ ხალხს გეორგიანელებს ხომ არ უწოდებენ? :)
0 1 2