x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
9 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლის გამოყენებასაც ყოველდღე შეძლებთ
image

ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში ალბათ ბევრს გვინატრია “ჯადოსნური ღილაკი". სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯერ არ გამოუგონიათ. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფსიქოლოგიური მეთოდი, რომელთა დახმარებით სირთულეებს გაუმკლავდებით, ურთიერთობებს მოაწესრიგებთ და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ.

მათი გამოყენება პრაქტიკულად დღეიდან შეგიძლიათ და ამაში სტატიის წაკითხვის შემდეგაც დარწმუნდებით.


ითხოვეთ დღეს უმნიშვნელო დახმარება და ხვალ უფრო მეტი მიიღეთ


image

ერთხელ, ბენჟამინ ფრანკლინმა გადაწყვიტა იმ ადამიანის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, რომელსაც ფრანკლინი არ მოსწონდა. ამ ადამიანს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ფრანკლინმა მას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ძალიან თავაზიანად სთხოვდა, რომ რომელიღაც იშვიათი გამოცემა ეთხოვებინათ მისთვის. წიგნი მალე გამოუგზავნეს.ცოტა ხანში ფრანკლინმა წიგნი სამადლობელ წერილთან ერთად გაუგზავნა პატრონს. როცა ისინი იერთმანეთს შეხვდნენ, ადამიანი, რომელსაც ადრე ფრანკლინი არ მოსწონდა, პირველი მივიდა მასთან და გამოელაპარაკა, მალე კი მეგობრებიც გახდნენ.

როგორც მოგვიანებით ფრანკლინმა თავის ბიოგრაფიაში დაწერა: “ის, ვინც ერთხელ უკვე გაგიკეთათ სიკეთე, ისევ დაგეხმარებათ სიამოვნებით, ვიდრე ის, ვისაც თავად გაუკეთეთ სიკეთე."

სწორედ ამაში მდგომარეობს ე.წ. ფრანკლინის ეფექტის არსი. როგორ გამოვიყენოთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში?

შეგიძლიათ უცნობ ადამიანს რაღაც წვრილმანი სთხოვოთ, მაგალითად, ითხოვეთ კალამი. ამი შემდეგ, შანსი, რომ ადამიანი უფრო სერიოზულ სამსახურს გაგიწევთ-იზრდება. და თუ ისეთი კოლეგა გყავთ, რომელსაც თვალში არ მოსდიხართ, ფრანკლინის მაგალითით თუ იმოქმედებთ, მის დამოკიდებულებასაც შეცვლით.


გაიგეთ, მოსწონხართ თუ არა ადამიანს

იმის გაგება, მოსწონხართ თუ არა ადამიანს, ძალიან ადვილია ზედმეტი და პირდაპირი შეკითხვების გარეშე. გამოარჩიეთ მის მეტყველებაში კონკრეტული სიტყვა და ყოველთვის, როცა ეს ადამიანი ამ სიტყვას წარმოსთქვამს, გაიღიმეთ და უმნიშვნელოდ დააქნიეთ თავი. თუ ამ ადამიანს მოსწონხართ, ამ სიტყვის გამოყენებას უფრო ხშირად დაიწყებს.


იმისთვის, რომ დამშვიდდეთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი

image

მეცნიერთა კვლევის თანახმად, ღეჭვის პროცესი საგრძნობლად აქვეითებს სისხლში კორტიზოლის, იგივე სტრესის ჰორმონის დონეს. ამასთან ღეჭვა იმ მავნე ჩვევებისგანაც გვათავისუფლებს, რომელსაც სტრესის დროს მივმართავთ, მაგ: ფრჩხილების კვნეტა...


ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მოუყევით საიდუმლო

იმისთვის, რომ ადამიანი თქვენს მიმართ დადებითად განაწყოთ, კარგი მეთოდია-გაუმხილოთ მას საიდუმლო( რათქმაუნდა, არ ღირს რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამხელა). ამით თქვენ ადამიანს აგრძნობინებთ, რომ მას ენდობით და ამით ის საკუთარ თვალში მაღლდება.ამასთან, უკვე გაუჩნდება იმის გრძნობა, რომ თქვენთან დაკავშირებულია.


შესთავაზეთ ორი ნაკლებმიმზიდველი ვარიანტი ასარჩევად

image
თუ გინდათ, რომ ადამიანმა ის გააკეთოს ან აირჩიოს, რაც მაინცდამაინც არ მოსწონს, უბრალოდ მიმართვის სწორი ფორმა უნდა შეურჩიოთ. არ ჰკითხოთ-უნდა თუ არა ეს, ან -გააკეთებს თუ არა ამას. უბრალოდ, მისთვის ნაკლებად სასურველი ვარიანტის 2 ვერსია შესთავაზეთ.

მაგალითად, თუ გინდათ, რომ თანამშრომელმა დროულად ჩაგაბაროთ ანგარიში, არ ჰკითხოთ-გააკეთებს ამას თუ არა. უბრალოდ დაუზუსტეთ-როდის შეძლებ ანგარიში მომიტანო, დღეს 3-ზე თუ ხვალ დილით?



დაუშვით შეცდომა და იყავით მიმზიდველი

შეცდომის დაშვების ყველას ეშინია და გაურბის. ეშინიათ, რომ ამ დროს გარშემომყოფთა პატივისცემას დაკარგავენ. თუმცა, სინამდვილეში, წვრილმანი შეცდომები უფრო მეტ მიმზიდველობას მატებს ადამიანს. სხვებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ “უბრალო მოკვდავი " ხართ. იდეალური და უშეცდომო ადამიანების კი ეშინიათ და გაურბიან მათთან ურთიერთობას.

ამ დროს თქვენს თანამოსაუბრესაც აღარ შეეშინდება შეცდომის დაშვების და უფრო გაიხსნება ურთიერთობისთვის. თუ შეცდომაზე მიგითითათ, თქვენს თავმოყვარეობაზე ესეც არ იმოქმედებს-თქვენ ხომ განზრახ დაუშვით შეცდომა და თანაც ამით ადამიანი მოიზიდეთ.

თუმცა, ნუ გადაამლაშებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არაკომპეტენტურად ჩაგთვალონ.



ადამიანს ადვილად მოეწონებით თუ თქვენს შორის მსგავსებაზე მიუთუთებთ

image

ჟესტებისა და საუბრის სარკისებრ ეფექტზე ალბათ გსმენიათ. თუმცა, არანაკლები ეფექტი აქვს, როცა პირდაპირ აღნიშნავთ თქვენსა და თქვენს მოსაუბრეს შორის მსგავსებას.

გაიხსენეთ, რა სიხარულს იწვევს ტურისტებში, როცა უცხო ქვეყანაში ვინმე ადგილობრივი გამოელაპარაკებათ მათ მშობლიურ ენაზე. ან როგორ გიხარიათ, როცა აღმოაჩენთ, რომ თქვენი ახალი ნაცნობი თქვენი მშობლიური ქალაქიდანაა ან იგივე სკოლაში სწავლობდა, სადაც თქვენ.ასეთი ადამიანი უკვე გვესიმპათიურება.



ყოველდღე უთხარით კომპლიმენტები

გაიხადეთ ჩვევად, რომ ყოველდღე უთხრათ ვინმეს კომპლიმენტი, მაშინაც კი, თუ ცუდ ხასიათზე ხართ. თავიდან ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ მალე ჩვევად გექცევათ, გარშემომყოფები კი თქვენს მიმართ დადებითად განეწყობიან. თანაც, სხვების მისამართით ნათქვამი თბილი სიტყვები არა მარტო მათ, არამედ თქვენს განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.



არ გადაამეტოთ საკუთარი თავის შეფასებისას

image
ჩვენ შევეჩვიეთ საკუთარ თავზე კონცენტრირებას, ამიტომ, თუ დილით კარგად არ გამოვიყურებით, გვგონია, რომ მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა.

მსგავს მოვლენას პროჟექტორის სინდრომი ეწოდება.ამ დროს ადამიანი საკუთარ გარეგნობას და მოქმედებას გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა ადამიანებისთვის. თითქოს პროჟექტორი მისკენაა მიშვერილი და სხვები აკვირდებიან.

გაიხსენეთ შვებულება აგარაკზე.იქ ხომ მოსახერხებელი სამოსით დადიხართ, სარკის წინ საათებს არ ატარებთ, ჭამთ ისე, როგორც გინდათ და გარშემომყოფებიც ისე აღგიქვამენ, როგორც სხვა დროს. ამიტომ, შეეცადეთ ეს გამოცდილება და კომფორტის შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გადმოიტანოთ.






0
166
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0