x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მაცუო ბაშო „ჰაიკუს უდიდესი ოსტატი“

VII საუკუნის 30 იან წლებში იაპონია გარე სამყაროსთვის ჩაიკეტა.იზოლაცის პერიოდში ( 1639-1854) ხელოვნების უამრავი ახალი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა, იზღუდებოდა ყველაფერი რაც დასავლეთს უკავშირდებოდა და უდიდესი ყურადღება ეთმობოდა თვითმყოფადი იაპონური კულტურის აყვავებას. კულტურის მთავარ ცენტრს კი ედო, დღევანდელი ტოკიო წარმოადგენდა.სწორედ ამ პერიოდში იქმნება პოეტური ჟანრი „ჰაიკაი“, რომელზეც უდიდესი გავლენა მოახდინა ძენ-ბუდიზმმა. ჰაიკაი იყო ხუთტაეპიანი ლექსი, ის წარმოადგენდა ერთგვარ თამაშ-შეჯიბრს, რომლის მიხედვითაც ერთი მონაწილის მიერ წარმოთქმული ლექსის დასაწყისი სტრიქონებისათვის გაგრძლება უნდა მოეფიქრებინა მეორე მონაწილეს და საბოლოოდ ხუთტაეპიანი ლექსი შეექმნათ. ჰაიკაის პირველ სამ ტაეპს ერქვა ჰოკკუ, რომელიც ლექსის უმთავრესი ნაწლი იყო, თუმცა უდიდესმა პოეტმმა მაცუო ბაშომ „ჰოკკუს“ ახალი სახე მიანიჭა და ის აქცია დამოუკიდებელ სამტაეპიან 17 მარცვლიან (5-7-5) ლექსად, რომელიც შემდეგ ჰაიკუს სახელით გახდა ცნობილი. ჰაიკუში ორი მთავარი ელემენტი ერთიანდება: დაუსრულებელი და მყისიერი, მასში უნდა იგრძნობოდეს უსასრულობა და სიმარტივე.

image
მაცუო ბაშო გახლდათ გამორჩეული პოეტი, რომელმაც უდიდესი აღიარება მოიპოვა სიცოცხლეშივე. ის დაიბადა 1644 წელს უენოში, დაბალი რანგის მქონე სამურაის ოჯახში, ჯერ კიდევ ბავშვობაში ის გახდა ტოდო იოშიტადას მსახური, რომელმაც მას ასწავლა ჰაიკაის წერა. ბატონის გარდაცვალების შემდეგ ბაშომ სამურაის ტიტულზე უარი თქვა და სახლი დატოვა, ისტორიას არ შემორჩა ცნობები იმის თაობაზე, თუ სად იმყოფებოდა პოეტი სანამ ის ედოში ჩავიდოდა და უდიდეს წარმატებას მიაღწევდა.იმის მიუხედავად, რომ ბაშო ყველაზე პოპულარული პოეტი იყო იმ ხანის იაპონიაში, ზოგჯერ მას მელანქოლია მოიცავდა და ყველასგან, შორს განმარტოებით წყნარ ადგილებში მიდიოდა საცხოვრებლად, სადაც უკეთ შეიგრძნობდა ბუნებას და სულს სიმშვიდე მოუტანდა. მის შემოქმედებაში აისახება ძენ-ბუდიზმის ორი უმთავრესი იდეალი, ვაბი და საბი.ვაბი ნიშნავს უბრალოებისგან, სისადავისგან ტკბობას და საბი არასრულყოფილების დაფასებას. მისი ჰაიკუები შერწყმულია ბუნებასთან, მასში არ გვხვდება სასიყვარულო სამკუთხედები, დრამა, პოლიტიკა პოეტი ცდილობს დაგვანახოს, რომ ჩვენ უნდა დავტკბეთ უბრალო მომენტისგან, თითქოს სეზონის ცვალებადობაც კი სიამოვნებას, სიხარულს უნდა გვანიჭებდეს, ის შგვახსენებს, რომ ჩვენი ყოველდღიური პრობლემები არაფერია უკიდეგანო კოსმოსის ფონზე, თითოეულ პატარა დეტალი თუ მოვლენა არის ფასეული, თვით სიკვდილიც კი. მაცუო ბაშოს ეკუთვნის ლექსის არაერთი წიგნი, მასვე მიეწერება „მოგზაურთა პოეზიის“გამოცოცხლება, რადგანაც პოეტს ხშირად უწევდა მიუვალ ადგილებში მოგზაურობა და ის თან შესანიშნავ ჰაიკუებს ქმნიდადა ინიშნავდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პოეტს უამრავი მოსწავლე ჰყავდა რომ აღარაფერი ვთქვათ თაყვანისმცემლებსა და მეგობრებზე. საბოლოოდ შიძლება ითქვას, რომ მაცუო ბაშოს პოეზია ადამიანში წარმოქმნის უკიდეგანო კოსმოსს, ავიწყებს რეალობას და საკუთარი თავისგან მოშორებით სხვა რეალობაში გადაისვრის, სადაც ის თავიდან ბოლომდე ერწყმის ბუნებას და ხდება ერთი საერთოს განუყოფელი ნაწილი .ქვემოთ მოცემული ჰაიკუ ყველაზე ცნობილია პოეტის შმოქმედებიდან.


image

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0