x
image
პროფესორი
ომის შედევრები
image

სტალინგრადი
•ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში, რომელმაც უდიდესი გარდატეხა მოახდინა, როგორც სამამულო ომში ისევე მთლიანად ომის მსვლელობაში

••200 დღე და ღამე – 1942 წლის 17 ივლისიდან 1943 წლის 2 თებერვლამდე – გრძელდებოდა სტალინგრადის ბრძოლა, ორი მხრიდან ძალთა დაძაბულობის მუდმივი ზრდით.

პირველი ოთხი თვის განმავლობაში შეუპოვარი თავდაცვითი ბრძოლები მიდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოთა ჯარებმა მოქანცეს ვოლგისკენ გაჭრილი გერმანული დაჯგუფება და აიძულეს ის თავდაცვაზე გადასულიყო


შემდგომი ორ-ნახევარი თვის განმავლობაში კონტრშეტევაში გადასულმა წითელმა არმიამ გაანადგურა მოწინააღმდეგის ჯარები სტალინგრადის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთით, ალყაში მოაქცია გერმანელთა 300-ათასიანი დაჯგუფება და მოახდინა მისი ლიკვიდირება.

■სტალინგრადთან საბჭოთა ჯარების გერმანულ ჯარებზე გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელოვანი ფურცელია დიდი სამამულო ომის მატიანეში.

სტალინგრადის ბრძოლამ ბრძოლების ხანგრძლივობითა და გააფთრებულობით, მონაწილე ადამიანებისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობით გადააჭარბა იმ მომენტამდე გამართულ ყველა ბრძოლას მსოფლიო ისტორიაში. ბრძოლა უდიდეს, 100 ათასი კვადრატული კილომეტრის ტოლ ტერიტორიაზე გაიმართა. ცალკეულ ეტაპებზე ორივე მხრიდან მასში მონაწილეობდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, 2 ათასამდე ტანკი, 2 ათასზე მეტი თვითმფრინავი, 26 ათასამდე საარტილერიო საშუალება. ამ ბრძოლამ ყველა უწინდელს ასევე გადააჭარბა შედეგებითც. სტალინგრადთან საბჭოთა ჯარებმა ხუთი არმია გაანადგურეს: ორი გერმანული, ორი რუმინული და ერთი იტალიური. გერანულმა ჯარებმა მოკლულების, დაჭრილებისა და ტყვედ ჩავარდნილთა სახით 800 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა, ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

სტალინგრადი- ესაა ბრძოლა რომელმაც აღმოსავლეთის ფრონტზე ბოლო მოუღო გერმანელთა "ბლიცკრიგს", ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ეს სტატუსი მიენიჭა ელ-ალამეინის ბრძოლას


image

0
192
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0