x
მეტი
  • 24.03.2019
  • სტატია:87750
  • ვიდეო:338052
  • სურათი:449254
დედამ სამი მოძალადე ,რომლებიც მის ქალიშვილს აუპატიურებდნენ დანით აჩეხა


image

როდესაც დედამ დაინახა, რომ მოძალადეთა ბანდა მის ქალიშვილს აუპატიურებდა, ბევრი აღარ უფიქრია, აიღო დანა და მოძალადეებს დანით დაერია, აქედან ერთი მოკლა, ხოლო ორი დაჭრა, 57 წლის მამაც ქალს, რომლის სახელიც არ ხმაურდება "დედა-ლომი" უწოდეს, თუმცა ქალს სასამართლომ მკვლელობის ბრალდება წაუყენა, იუწყება Mirror-ი.


ქალი, რომლის სახელიც არ ხმაურდება კონფიდენციალობის გამო, სადილს ამზადებდა საკუთარ სახლში, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ სოფელში, როდესაც მასთან მიირბინა შეშინებულმა მეგობარმა ქალმა და უთხრა, რომ დაინახა როგორ დაიჭირა სამმა მამაკაცმა მისი 27 წლის ქალიშვილი, რომელიც იქვე შენობაში შეათრიეს.


მას შემდეგ, რაც ქალი ვერ დაუკავშირდა ადგილობრივ პოლიციას, ქალმა აიღო ხელში დანა და საკუთარი ქალიშვილის საშველად გაეშურა, ქალმა ორი მილი გაირბინა სანამ საკუთარი ქალიშვილის ყვირილი არ მოესმა, ადგილზე მისულმა ქალს სამი შიშველი მამაკაცი დახვდა, დედამ დანით შეუტია მათ, სადაც ერთი ადგილზე მოკლა, ხოლო ორი მძიმედ დაჭრა.

image

ამ ინციდენტის შემდეგ ქალი დააკავეს, მას ბრალად წაუყენეს მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ქალის დაკავებას ადგილობრივი მაცხოვრებლების ბუნტი მოჰყვა, ხალხმა ქალის დასაცავად ფულის შეგროვება დაიწყო, (12 ათას $-ზე მეტი შეაგროვეს), სამი კვირის კვირის შემდეგ მამაც დედას ყველა ბრალდება მოუხსნეს, რაც შეეხება ორ მოძალადეს 24 წლის ზოლისა სიეკას და 31 წლის მცენდიზი ვუბას 30-30 წელი პატიმრობა მიესაჯათ, როგორც მოსამართლემ განაცხადა, სამუდამო პატიმრობას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ თვითონაც დაზარალებულები იყვნენ.

image

"ერთი რაც მინდოდა, ის იყო, რომ ჩემი ქალიშვილი დამეცვა, უკანასკნელ წამამდე იმედი მქონდა, რომ ჩემი დაქალის მოტანილი ამბავი ტყუილი იქნებოდა, მე ლომსაც კი დავეტაკებოდი, ოღონდ ჩემი ქალიშვილი უვნებელი გადარჩენილიყო, ვფიქრობ, რომ ყველა დედა ასე მოიქცეოდა"-აღნიშნა ქალმა.


ქალი, რომელიც ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად პატარა ქოხში ცხოვრობდა, შეგროვილი ფულით საბოლოოდ სხვა ადგილზე გადასახლებას აპირებს.

1
1502
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1502
  
15 იანვარი, 2:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1