x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
წყლის ნაკადულდთა ნაცვლად, სისხლის მდინარეებით ირწყმებოდა ქვეყანა.

image
ივანობის დღეს თურქებით აივსო ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის სანაპირომდე, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო, ჭყონდიდი. გაიჟლიტა და დატყვევებულ იქნა ამ მხარეთა მრავალი მკვიდრი. ერთ დღეში გადაწვეს ქუთაისი, არტანუჯი და კლარჯეთის უდაბნონი. დარჩნენ ამ მხარეებში თურქები თოვლის მოსვლამდე, გადაჭამეს ქვეყანა და ამოხოცეს ყველა. ეს იყო პირველი დიდი თურქობა და ეს მოხდა ქორონიკონის 300-ში (1080წ).

გაგრძელდა ქრისტიანებზე დატეხილი ეს უბედურება, რადგან გაზაფხულის დადგომისას კვლავ ბრუნდებოდნენ თურქნი და იგივეს სჩადიოდნენ, ზამთარში კი მიდიოდნენ. აღარაფერი ითესებოდა და იმკებოდა იმ დროს. აოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა. ადამიანთა ნაცვლად მხეცნი და ველის ნადირნი დამკვიდრდნენ აქ. გაუსაძლის გასაჭირში იყო ქვეყნის ყველა მკვიდრი. წმინდა ეკლესიები თურქებმა საჯინიბოებად აქციეს, ღვთის საკურთხეველნი - მათი უწმინდურების ადგილად. ზოგი მღვდელი სამღვრთო მსხვერპლის შეწირვისას თვითონ იქმნა შეწირული და მახვილით განგმირული. ზოგი მწარე ტყვეობაში ჩააგდეს. არ იბრალებდნენ მოხუცებულებს, ქალწულებს ნამუსს ხდიდნენ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, ჩვილებს იტაცებდნენ. წყლის ნაკადულდთა ნაცვლად, სისხლის მდინარეებით ირწყმებოდა ქვეყანა."

ქართლის ცხოვრება

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0