x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნამდვილი თბილისელობა არის, რომ მთელ ხელფასს პირველსავე დღეს რესტორანში დაამღერებ პირველ შემხვედრ უცნობებთან!

image

"ახლა ვუყურე 1976 წლის ქართულ ფილმს "ნამდვილი თბილისელი". გახსოვთ ალბათ, 16 ნოველა, ვითომ "თბილისური" ისტორიები, ძალიან მიამიტი ფილმი.
უმიამიტესი.
ახლა მის გარჩევას არ დავიწყებ, მხოლოდ ბოლო ნოველაზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, რომელსაც ასევე ჰქვია "ნამდვილი თბილისელი".
სიუჟეტი:
გურამ ლორთქიფანიძის გმირი ზის სტადიონზე, უყურებს "დინამო"-"არარატის" თამაშს, მის წინ ორი ერევნელი სომეხი ზის, უყურებენ, ბალელშიკობენ, ლორთქიფანიძეს ეკამათებიან.
ფეხბურთი მთავრდება, ლორთქიფანიძის გმირს ის ორი სომეხი რესტორანში მიყავს, გზად ერთ რუს კაცსაც სტაცებენ ხელს. მერე მიდის გრიალი და დროს ტარება, გვიან საღამოს სულ ხვევნა-პროშნით გამოემშვიდობება ლორთქიფანიძის გმირი თავის ახლადშეძენილ მეგობრებს, მიდის სახლში, წვება, იძინებს.
დილით პორტფელს იღებს. მეზობელთან დააკაკუნებს, მანეთიანს ესესხება.
მეზობელი ეკითხება, კი მაგრამ, გუშინ არ გქონდაო ხელფასი?
ამას ტკბილად ეცინება, გამოართმევს რკინის მანეთიანს და მიდის სამსახურში.
ანუ, მომავალ ხელფასამდე, რომელსაც იმ დროს ორ კვირაში ერთხელ იძლეოდნენ, მას აქვს ერთი მანეთი და დიდი გული.
და ეს არის ნამდვილი თბილისელი!
ნამდვილი თბილისელობა არის, რომ მთელ ხელფასს პირველსავე დღეს რესტორანში დაამღერებ პირველ შემხვედრ უცნობებთან!
მერე, მანეთიანით დადიხარ საყვარელ ქუჩებში და ხარ ბედიერი!
ჩამოასხით! " - წერს ბლოგერი დავით კალანდია

1
397
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
397
  
2019, 5 იანვარი, 16:35
ბოლომდე ვერ მივხვდი კალანდია რას გულისხმობს,უფრო ამ პოსტში ირონია იგრძნობა,მაგრამ ერთი დიდი განსხვავება არის,მაშინ ხელფასი რომ ბოლომდე დაგეხარჯა მართლა არ შეგეშინდებოდა და არც დარდი გექნებოდა მომავალ ხელფასამდე,უამრავი ადამიანი გაგიმართავდა ხელს,ახლა რომ ერთ დღეში დახარჯო ხელფასი დარჩები ხახამშრალი,შაურსაც ვერ იშოვი...
0 1 1