x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის ზღვა მარილიანი -კორეული მითი

დიდი ხნის წინად, კორეაში ცხოვრობდა მეფე, რომელსაც ჰქონდა, ძველი, ქვისგან გაკეთებული ხელის წისქვილი . ხელის წისქვილი დნარჩენ წისქვილების მსგავსად გამოიყურებოდა, თუმცა ის არ იყო ჩვეულებრივი, მას ჰქონდა მაგიური ძალა. მეფე მას განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. მეფეს მხოლოდ უნდა ჩაეთქვა წისქვილისთვის რა სურდა, მას შეეძლო ეთხოვა ყველაფერი ოქროდან დაწყებული ბრინჯით დამთავრებული, რამდენჯერმე გადაეტრიალებინა და მისი სურვილიც უმალვე გაჩნდებოდა . image

ხელის წისქვილზე ამბები მალევე გავრცელდა და ერთ მოხერხებულ ქურდამდეც მიაღწია. ქურდმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა მისი მოპარვა, იმის იმედით რომ სიცოცხლის ბოლომდე აღარასდროს მოუწევდა ქურდობა. ქურდი ბევრს ეცადა, თუმცა ვერანაირი გზა ვერ გამონახა ხელის წისქვილის მოსაპარად . საბოლოოდ გადაწყვიტა სწავლული მეცნიერივით გამოწყობილიყო და სასახლის კარისკენ გაეშურა, მან იცოდა რომ სასახლის კარზე მომუშავე მოხელეებს ადვილად შეეძლოთ სასახლეში შესვლა და ამავდროულად ბევრ ინფორმაციასაც ფლობდნენ, ამიტომაც პირველ რიგში მათი გულის მოგება გადაწყვიტა, როდესაც შეატყო რომ ერთ-ერთი მოხელე მოხიბლა ლაპარაკით და მისი ნდობაც მოიპოვა მაშინ ქურდმა ჰკითხა:

- „გავიგე მეფეს ის უცნაური ხელის წისქვილი დაუმარხავს , ჭორები იმასაც ამბობენ, რომ მეფე თავის მინისტრებს აღარ ენდობა“ .

-„ ეს ვინ თქვა“- წამოიყვირა სასახლის კარის მოხელემ „ მეფე თავის მინისტრებს არ ენდობა? ასეთი სისულელე სად გაიგე?“.

ქურდმა ეშმაკურად ჩაიცინა, შატყო რომ მისი მზაკვრული გეგმა მუშაობდა -„ასე ამბობენ ქალაქგარე სოფლებში“ თქვა მან -„გავიგე იმასაც ამბობენ, მეფემ დიდი ორმო გათხარა რომ თავისი ხელის წისქვილი იქ დაემარხა, რადგან ეშინოდა სასახლეში ვიღაც მოიპარავდაო „

„სისულელეა“- თქვა მოხელემ „ეს უბრალო ჭორებია, მე ვიცი სად არის ხელის წისქვილი !ის სასახლის შიგნით, ლოტუსის გუბურის გვერდითაა.“ ქურდი ყველანაირად ცდილობდა თითკმაყოფილება და ეიფორია სახეზე არ დატყობოდა ._“ გასაგებია, როგორც ჩანს ხალხი ცდება, მაგარმ დარწმუნებული ხარ რომ ხელის წისქვილი მართლაც მანდაა?“ -თქვა ქურდმა, თან ცდილობდა სახის გამომეტყველება გაეკონტროლებინა, რომ არ გაეცა.

-„დიახ! ვინ გაბედვს მის მოპარვას დედამიწის ზურგზე , როცა ის სამფო კარის ყველაზე გადატვირთულ და ხალხმრავალ ადგილასაა? რომელი სულელი ყეყეჩი შეეეცდება მის იქიდან წაღებას.“ თქვა მოხელემ .

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ქურდი ყველაფერში დაეთანხმა მოხელეს და საჩქაროდ დაემშვიდობა . ოთხი დღე ხელმარჯვე იჯდა და ხალხს უყურებდა, როგორ მიდი-მოდიოდნენ გუბურის გარშემო . მან შეისწავლა ყველაფერი და გამონახა დროის ერთი მონაკვეთი, როდესაც ლოტოსის გუბურის გარშემო ხალხი შედარებით ცოტა იყო, შუაღამეს ის გადაძვრა სასახლის კედელზე და მოიპარა ხელის წისქვილი . „ცხოვრებას ავიწყობ „ ფიქრობდა ქურდი .

როდესაც სასახლის კარიბჭეს გამოსცდა, ანერვიულდა იმაზე ფიქრით, ვინ გაიგებდა მის საიდუმლოს . ქურდი ფიქრობდა რომ ყველა მას უყურებდა, ყოველი გამვლელის მზერა აეჭვებდა, გული კი გამალებით უცემდა . იმისი შიშით რომ ყველაფერი გაცხადდებოდა და მის დანაშაულ ფარდა აეხდებოდა, თავისი სახლისკენ გაიქცა . სახლში მისასვლელად მას ნავით უნდა ემგზავრა . როდესაც ნაპირს მოშორდა და ზღვაში შევიდა, დამშვიდდა . თანდათან წარმატების სიხარულმაც მოიცვა, თუმცა აწუხებდა რა უნდა ეთხოვა პირველი წისქვილისთვის . ქურდს არ უნდოდა ეს ყოფილიყო უბრალო, გამოუსადეგარი და ნაჩქარევი სურვილი ... უცებ გაახსენდა -„ მარილი!“ -დაიყვირა ტირილნარევი ხმით .-„ მე მარილს ვთხოვ წისქვილს ! ყველას სჭირდება მარილი მე კი მას ძვირად გავყიდი და მსოფლიოში უმდიდრესი კაცი გავხდები .„ ქურდმა დრო არ დააყოვნა ამოიღო ხელის წისქვილი და დაიწყო მისი გადატრიალება -„მარილი, მარილი! ბევრი მარილი მომეცი!დიახ მარილი, მარილი „ მღეროდა ქურდი . ამ ეიფორიაში ქურდმა სიმღერა და ცეკვა დაიწყო, ხელის წისქვილი სულ გადაავიწყდა, ის კი ამ დროის განმავლობაში ტრიალებდა და მარილს წარმოქმნიდა .

-„მსახურები მეყოლება, უზარმაზარ სასახლეს ავიშნებ და ასობით ცხენს ვიყოლიებ, რომ ჩემი მარილი ქვეყნის ყველა ნაწილში წაიღონ, მე მექნება ...“ ასე განაგრძობდა ცეკვას და სიმღერას ქურდი, მანამ სანამ ნავი მთლიანად არ გადაივსო მარილით, ჩაიძირა და თან არ ჩაიყოლა ხარბი ქურდი ზღვის ფსკერზე .

ამ დღემდე ხელის წისქვილისთვის არავის უთქვამს, რომ გაჩერებულიყო, დღესაც ზღვის სიღრმეში უამრავ მარილს წარმოქმნის და ამიტომაცაა ზღვა მარილიანი.

image

0
277
შეფასება არ არის
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0