x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85021
  • ვიდეო:335253
  • სურათი:443829
30 კეთილი საქმე საქართველოსთვის, რომელიც "საბჭოთა მონობის" დროს გაკეთდა!

საბჭოთა პერიოდზე საუბარი ნამდვილად დღეს სადაო თემაა, ამიტომ უბრალოდ წარმოგიდგენთ იმ 30 კეთილ საქმეს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში განხორციელდა, რომელსაც დღეს "საბჭოთა მონობას" უწოდებენ...


image





1. საქართველოს მოსახლეობა 1913 წელს 2 მილიონ 601 ათასიდან, - 1989 წელს 5 მილიონ 443 ათასი გახდა.


2. მთელი საბჭოეთი მარაგდებოდა საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 95%, ჩაის-99 %, თამბაქოს- 97%-ით.


3. 1913 -1975 წლებში ეროვნული შემოსავალი გაიზარდა 90 -ჯერ.


4. 1928 წელს საქართველოში დასაქმებული 183 ათასი მუშა-მოსამსახურედან - 1970 წლისთვის მილიონ 1.490.000 ადამიანამდე ავიდა, მათ შორის მხოლოდ მრეწველობაში 385 ათასი.


5. 1929- 1933 აშენდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც წლიურად 150, 000 ტონა პროდუქციას უშვებდა, მხოლოდ სპეციალური კოქსის წარმოება იყო წელიწადში 110 .000 ტონა, 1986-88 წლებში ფერომანგანუმის წარმოების წლიურმა მოცულობამ 100 .000 ტონას მიაღწია.


6. 1935 წელს აშედნა თბილისის ბერიას სახელობის (1937-1953წწ) დინამოს სტადიონი.


7. 1936 წელს აშენდა სტალინის სახელობის კულტურის და დასვენების მთაწმინდის პარკი.


8. 1956 წლიდან, რეგიონში ერთ -ერთს პირველს გვქონდა თბილისის ტელეხედვის სტუდია და ანძა.


9. 1933 წელს - ავამოქმედეთ რიონის 48მგვ-იანი ჰესი, ზემო ავჭალის, ვარციხის 178 მგვტ-იანი კასკადი-ოთხი ჰესით, გუმათის -66მგვტ, ლაჯანის-112მგვტ, რიონის, ჟინვალის -130მგვტ, ხრამი- 1 -ის 113მგვტ, ხრამი -2-ის 120მჰვტ, ტყიბულის-80მგვტ, შაუხევის-187მგვტ, ბახვის, არაგვის, ფარვანის, ნამახვანის, ხრამჰესი, დარიალის, სოხუმის, ტყვარჩელის და თბილსრესი.


10. მხოლოდ ჰუდონ ჰესი, ევროპაში უდიდესი კაშხალი საბჭოთა კავშირს დაუჯდა 4 მილიარდი მანეთი, რაც იმ დროის კურსით- 7 მილიარდ დოლარს უდრიდა.


11. 1947 წელს ავაშენეთ რუსთავის სრული ციკლის მეტალურგიული ქარხანა.


12. 1966 წლის იანვარში გავხსენით თბილისში, სსრკ-ში რიგით მეოთხე მეტროპოლიტენი, როცა ამის არანაირი კანონიერი უფლება არ გვქონდა (მილიონზე მეტ ქალაქებში ხსნიდნენ) და 1966 წლიდან - 1972 წლის ჩათვლით თბილისს უკვე 11 მეტროსადგური ჰქონდა.


13. დავაგეთ 1612 კმ-ის სირგძის რკინიგზა.


14. დავაგეთ 21 ათასი კმ სირგძის საავტომობილო გზა.


15. 1990 წლმადე მომსახურების სფეროში დაკავებული იყო მოსახლეობის 40%, მრეწველობაში -27%.


16. 1985 წელს გვქონდა 594 სახელმწიფო მეურნეობა და 719 კოლმეურნეობა.


17. 1986 წელს საბჭოეთს „ვტენიდით“ : 558 ატასი ტონა ჩაის, 703 ათასი ტონა ყურძენს, 662 ათასი ტონა ბოსტნეულს.


18. 1978 წელს თბილისში გვქონდა 250- მდე დიდი თუ მცირე სასპორტო დარბაზი თუ დაწესებულება, მათ შორის ოთხი დახურული და ექვსი ღია ოლიმპიური საცურაო აუზი, 185 საკალათბურთო მოედანი და დარბაზი, 192 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი და ხუთი სტადიონი, სპორტის სასახლე.


19. 1989 წელს საბჭოთა საქართველოს ბიუჯეტი 4 მილიარდ 398 მილიონი მანეთს შეადგენდა, (დოლარის კურსი 1988 წელს შეადგენდა 0.5804 კაპიკს)


20. 1913 წელთან შედარებით - 1940 წელს საქართველოს სამრეწველო პონეტციალი 10 -ჯერ გაიზარდა.


21. ციტრუსი 2.000 ჰა-დან -20.000 ჰა- მდე გაიზარდა, საქართველო გახდა სსრკ-ს ციტრუსის და ჩაის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა, ჩაის მოსავალი ჰექტარიდან 750 კგ ნაცვლად -4 ტონამდე ავიდა.


22. დააშრობილ იქნა 220 ათასი ჰექტარი კოლხიდის ჭაობი და სუბტროპიკულ ბაღნარად იქცა.


23. აშენდა-35 ჩაის ფაბრიკა, რომლისთვის დაზგა-დანადგარებს ბათუმის ახალი მანქანათმშენებელი ქარხანა უშვებდა.


24. ქვეყანაში შეიქმნა სრულიად ახალი დარგები- მანქანათმშენებლობის, ნავთობგადამამუშავებელი, ფეროშენადნობთა, ჩაის, ძვრიფასი და იშვიათი ლითონების მოპოვება-დამუშავების, შენდებოდა- ტრიკოტაჟის, მაუდის, ფეხსაცმლის ფაბრიკები.


25. პირველ ხუთწლედში ბერიამდე, საქართველო ეკონომიკაში ჩაიდო 335 მილიონი მანეთი, ლავრენტი ბერიას დამსახურებით სამჯერ მეტი - 960 მილიონი მანეთი, პროდუქციის წარმოება გახუთმაგდა.


26. თბილისში მოეწყო წყალმომარაგება, კანალიზაციის სისტემა.


27. 1934 წელს დაიწყო რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქცია.


28. გაიხსნა სკოლები, ინსტიტუტები: სასოფლო, სამედიცინო, პოლიტექნიკური.


29. 1938 წლისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სტუდენტების რაოდენობით ევროპის მოწინავე ქვეყნებს- საფრანგეთს და გერმანიას უსწრებდა.


30. დაიწყო შავიზღვისპირა სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, პიონერთა ბანაკების მასობრივი მშენებლობა. საქართველო იქცა სსრკ-ს საკურორტო დედაქალაქად, სადაც ყოველწლიურად სსრკ-ს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ისვენებდა...



image















თქვენთვის საინტერესო:


1 - ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2 - "არაქალიშვილს არასოდეს მოვიყვან" - ასეთი აზროვნების მამაკაცების 13 თვისება

3 - მეცნიერებმა დაამტკიცეს - საყვარელი ადამიანის და ძაღლის სიკვდილი ერთნაირად მტკივნეულია!

4 - საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...

5 - "რომ იტყვიან სიყვარული აბრმავებსო"... - აი ესაა ზუსტად!

6 - 15 ბრძნული იტალიური გამონათქვამი, რომლებიც დაგაფიქრებთ რამდენად სწორად ცხოვრობთ

7 - მამაკაცი ყოველდღე 45 კმ-ს გადის სატვირთო მანქანით, როდესაც ის წყალს უშვებს, რაღაც საოცრება ხდება...

8 - როგორი იქნება 2019 წელი ლომებისთვის?






5
1004
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1004
  
17 იანვარი, 22:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

16 იანვარი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

15 იანვარი, 1:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

11 იანვარი, 18:49
მუშაობენ ვიღაცეებს ტრ..უწმინდავდნ..ან პლანტაციებში ზუსტად ასე მონდბივით.მუშაობენო
11 იანვარი, 18:47
ამ სტატიამ სულ რაღაც ორიოდე დღის წინანდელი საუბარი გამახსენა ერთი აფხაზეთიდან დევნილი ახლობელი ლაპარაკობდა გაცოფებული ..რა მონები რის მონები აფხაზეთში უამრავ ოჯახში რუსი ხელის მუშები და მოსამსახურეები ჰყავდათ სახლშიო..ბევრი კიდე სეზონურ სამუშაოზეო მიდიოდაო.ახლა კიდევ ყველაფერი პირიქითაა ჩვენები არიან გაქცეულები..ოჯახებში
0 1 5