x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
23 წლის ინდოელი გოგონა, რომელსაც მამამ მჟავა გადაასხა, ცდილობს მოდელი გახდეს

image
გოგონა, რომელიც სულ რაღაც 2 თვის იყო, როცა მამამ მჟავა გადაასხა და დაამახინჯა, ამჟამად არამარტო ხელმძღვანელობს ძალადობას გადარჩენილ ქალთა ფონდს, არამედ ცდილობს სამოდელო კარიერაში წარმატებების მიღწევას.



image


მუმბაელი (ინდოეთი) ანმოლ როდრიგესის დედაზე ქმარმა მაშინ იძალადა, როცა ის 2 თვის გოგონას ძუძუს აჭმევდა. მამაკაცმა მჟავა გადაასხა დედა-შვილს, რის შედეგადაც დედა დაიღუპა, ხოლო ანმოლი სასწაულით გადაურჩა ამ საშინელ ინციდენტს. გოგონა დაბრმავდა ერთი თვალით და სამუდამოდ დაუმახინჯდა სახე.

მამაკაცის თავდასხმის მიზეზი გახლდათ ის, რომ მას უნდოდა თავიდან მოეცილებინა დედა-შვილი, რადგან ცოლმა ნანატრი ვაჟის ნაცვლად გოგონა გაუჩინა.



image



ამ საშინელი შემთხვევის შემდეგ გადარჩენილი ანმოლი გაიზარდა და ისეთი ძლიერი და მტკიცე ხასიათის გამოდგა, რომ მან შეძლო არამარტო გამკლავებოდა ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს, არამედ გახდა შთაგონების წყარო და მაგალითი ბევრი სხვა ქალისათვის, რომლებიც მსგავსი ხასიათის გენდერული ძალადობის მსხვერპლნი არიან.



image


ანმოლი, რომლის სახელი ჰინდი ენიდან ითარგმნება, როგორც "შეუფასებელი", ამბობს, რომ ის ყველაზე ბედნიერი ქალია მსოფლიოში, ამასთანავე გოგონა თავს ნამდვილ მოდელად თვლის.



image



ანმოლი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია Acid Survivor Sahas Foundation-ს, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ოცზე მეტ ქალს უკვე დაეხმარა სამუშაოზე მოწყობაში. გარდა ამისა, გოგონა არის ჯგუფ TEDx-ის ლიდერი, სალსას პროფესიონალი მოცეკვავე, ახალგაზრდული ინტერნეტ-არხის მამოძრავებელი ძალა და ჰყავს Instagram-ზე ათასობით ხელმომწერი.



image


"მე მიყვარს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორც არის. არასოდეს არ მიგრძვნია, რომ სხვებისაგან განსხვავებული ვარ. შესაძლოა იმიტომ, რომ ჩემი თავი სულ მახსოვს ცალი თვალით და დანაოჭებული, დამახინჯებული სახით. მე მივიღე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ და ამან ჩამისახა იმედი და რწმენა იმისა, რომ მე დიდხანს ვიცოცხლებ".


image


მამის მიერ განხორციელებული ძალადობის აქტის შემდეგ პატარა ანმოლი 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, თუმცა გოგონა მებრძოლი სულის აღმოჩნდა და სიკვდილს ბრჭყალებიდან დაუძვრა. როგორც კი ჭრილობები შეუხორცდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ანმოლი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც იზრდებოდა და სადაც მიიღო განათლება.



image


ანმოლი აღიარებს, რომ დამწვარი და დასახიჩრებული სახით ცხოვრება არ იყო იოლი. ბავშვები მას გამუდმებით დასცინოდნენ და ახსენებდნენ გადატანილ ტანჯვას.

"მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი ჩემ ტრაგედიას, მაგრამ როგორც კი ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, მივხვდი, რომ განსხვავებული ვარ სხვებისაგან, -გვიამბობს გოგონა, - თუმცა მე იქ არავის არ ვძულდი. უბრალოდ მათ ეშინოდათ ჩემი სახის დანახვის. თანდათანობით, ასაკის მატებასთან ერთად, მე შევიძინე ბევრი მეგობარი. სხვა საქმე იყო ამის გაკეთება ბავშვთა სახლის კედლებს მიღმა. ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა. გოგონებს სულ უკვირდათ, რომ მე მიყვარდა მოდურად ჩაცმა და თავადაც ვკერავდი ლამაზ ტანსაცმელს ჩემთვის. ზოგი ადამიანი შიშით და ზიზღით უყურებდა ჩემ სახეს, ზოგს ვეცოდებოდი, ზოგიც ინტერესდებოდა, თუ რატომ დავმახინჯდი ასე".



image



"- ძალიან მინდა, რომ დედა ცოცხალი მყავდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უმადური ვარ ბავშვთა სახლის აღმზრდელებისა, რომლებმაც მომცეს განათლება და დამაყენეს ცხოვრების გზაზე. არა, მე უბრალოდ მენატრება დედობრივი სითბო. მისი სახით მეყოლებოდა მეგობარი, რომელიც უსაზღვროდ მეყვარებოდა", - ამბობს ანმოლი.



image


2 წლის წინ ანმოლმა დაამთავრა კოლეჯი, წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება. ის ხშირად ხვდება ქალ-პოლიტიკოსებს და ცდილობს დაეხმაროს მისნაირი პრობლემების მქონე ქალებს ცხოვრების მოწყობაში.

"მე ყოველთვის მიყვარდა მოდა. მიყვარს ლამაზად და მოდურად ჩაცმა. ადამიანები მიყურებენ და უკვირთ ეს, მე კი მინდა მათ დავანახო, რომ მჟავური თავდასხმის მსხვერპლსაც უყვარს სიცოცხლე და ლამაზი ნივთები. ჩვენ არ გვჭირდება სიბრალული, ჩვენ თანადგომა გვჭირდება".

ანმოლს ძალიან უნდა მოდელი გახდეს. ორმა დიზაინერმა მას უკვე შესთავაზა თავიანთი სამკაულების წარმოდგენა ინსტაგრამზე.

"მე მინდა გავხდე პირველი კომერციული მოდელი, რომელიც ცოცხალი გადარჩა მჟავური თავდასხმის შემდეგ. მე ვიქნები ქალი, რომელიც არამარტო რეკლამას გაუკეთებს მოდურ ტანსაცმელს, არამედ მსოფლიოს გააცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცხოვრება მჟავის შემდეგაც გრძელდება, -ამბობს გოგონა, -ეს ძალიან მიმზიდველი პერსპექტივაა და მე იმედი მაქვს, რომ ოცნებას ავისრულებ. მჟავამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი სახე, მაგრამ ის ვერაფერს დააკლებს ჩვენს სულს. ჩვენ ვიმსახურებთ ბედნიერებას, '' -ამბობს ანმოლი.



image



0
588
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0