x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ
image

იაპონელი გულშემატკივრები 2018 წლის ივლისში მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცნენ. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის თამაშის შემდეგ სტადიონის დასალაგებლად დარჩნენ. გულშემატკივრები საკუთარი გუნდის დამარცხების გამო გულნატკენები იყვნენ, თუმცა აგრესია არ გამოუხატავთ. ამის ნაცვლად ერთად დაყრილი ნაგვის შეგროვება დაიწყეს. იაპონელი გულშემატკივრები ამას პირველად არ აკეთებენ: მსოფლიოს უკვე არაერთხელ აჩვენეს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა აუცილებელია. და ეს ერთადერთი რამ არაა, რისი გადაღებაც გვჭირდება.

გთავაზობთ იაპონელების 15 ცხოვრებისეულ პრინციპს და ნახეთ, რა გავლენას ახდენს ეს მათ ცხოვრებაზე.


1.წესების დაცვა


image

იაპონელები წესრიგს ყველგან იცავენ. ტრანსპორტში, მაღაზიასა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში არავინ არავის არ ეჯახება. სადგურზე ათასობით ადამიანი რომ იყოს, არანაირი არეულობა არ იქნება. ადამიანები უბრალოდ რიგში დგებიან და საკუთარ მატარებელს ელოდებიან. იაპონიაში ერთმანეთის პირად სივრცეს დიდი პატივისცემით ეპყრობიან.


2.პლანეტის სისუფთავეს იცავენ

image

იაპონიაში ნაგვის გადამუშავების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. ადამიანები ჯერ სახლში ახდენენ ნაგვის დახარისხებას, მაგრამ ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგ.მ ქალაქი ნიიჰამას მაცხოვრებლებს ნაგვის გადამუშავების სახელმძღვანელოებს ურიგებენ. ამ ბროშურაში 42 გვერდია, სადაც დეტალურად აღწერილია, თუ ესა თუ ის ნარჩენი როგორ უნდა დაახარისხონ.

image

იაპონიაში მიღებულია პრაქტიკა, როცა მეგობრები, თანამშრომლები ან კლასელები უახლოეს რაიონს ნაგვისგან ერთად ასუფთავებენ.


3.ყველგან წესრიგს და ჰარმონიას ეძებენ

image

იაპონური კონცეფცია „ვა“ ითარგმნება, როგორც ჰარმონია. მისი დაცვა ყველგან ჰარმონიის ძებნას და შექმნას ნიშნავს. ერთმანეთთან ურთიერთობით დაწყებული ნივთების განლაგებით დამთავრებული. მაგ., ხელოვნება იკებანა და ტრადიციული იაპონური პოეზია ტანკა და ჰაიკუ ყვავილების კომპოზიციის და რიტმის წყობაზე არის დაფუძნებული.

იაპონელებს სწამთ, რომ ნივთების ჰარმონიული განლაგება და სივრცის სწორი ორგანიზაცია ადამიანის სულსა და გულს სიმშვიდეს მოუტანს.

სურათზე: ქალები იაპონიის პარლამენტში ამოწმებენ, თუ ჭიქები ერთმანეთის გასწვრივ რამდენად სწორად არის განლაგებული.


4.საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის იღებენ

image

იაპონელები სამსახურის მიმართ პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ. მგზავრების და თანამშრომლების უსაფრთხოების გასაზრდელად, იაპონური სარკინიგზო სისტემამ ტექნიკა „შისა კანკო“ დანერგა.

ახლა მექანიკოსის ყველა მოქმედებას თან ჟესტები და ხმა უნდა ახლდეს. ეს სამსახურში ჩართულობას ზრდის და შეცდომებს ამცირებს.

image

ბევრ ჩვეულ ქცევას ჩვენ ავტომატურად ვაკეთებთ. შისა კანკო გაიძულებთ ეს გაცნობიერებულად გააკეთოთ: ამისთვის ობიექტებზე უნდა მიუთითოთ და ხმამაღლა თქვათ, თუ რის გაკეთებას აპირებთ.

ეს ეფექტური სისტემა შეგიძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენო. თუ ხშირად ეჭვი გეპარებათ, გამორთეთ თუ არა უთო, სახლიდან გამოსვლის წინ მასზე მიუთითეთ და ხმამაღლა თქვით: „მე უთო გამოვრთე“. ეს მოქმედება აუცილებლად დაგამახსოვრდებათ, ანუ დარწმუნებული იქნებით, რომ ტექნიკა გამორთულია.


5.მხიარულობენ ისე, თითქოსდა მათ არავინ უყურებს

image

იაპონიაში კარგად გართობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბეჯითად მუშაობა. და მართალია, ვინ მოიწყენს ქვეყანაში, სადაც კარაოკე და ქოსპლეი მოიგონეს. კარაოკე აქ - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ სტრესის მოსახსნელად.

კოსპლეი ქვეყანაში ნაკლებად პოპულარული არაა, ასაკის და სქესის მიუხედავად. ფოტოზე: ახალგაზრდები სერიალი „სეილორ მუნის“ ფორმებში გამოწყობილნი არიან.


6.თავაზიანობას იჩენენ

image

თავაზიანობა იაპონური კულტურის ბაზას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში თავაზიანობის გამოხატვის ბევრი მეთოდი არსებობს: სპეციალური მანერების და ჟესტების გამოყენებით დაწყებული და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან საუბრის დროს კონკრეტული სიტყვების გამოყენებით დამთავრებული.

ტეინეი - იაპონურად თავაზიანობას ნიშნავს. ეს გაგება ქვეყანაში თავაზიანობასთან ასოცირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავაზიანობის გამოხატვა მოხუცებული ადამიანების, მასწავლებლების, უფროსების, სტუმრების ან კლიენტების მიმართ. სურათზე: მაღაზიის თანამშრომლები პირველ მყიდველებს ესალმებიან.


7.მცირე ბედნიერების ნამდვილ დღესასწაულად გადაქცევა შეუძლიათ

image

იაპონიაში ბევრი სასადილო ქმედება ნამდვილ რიტუალად გადაიქცევა. გსურთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი? მას ტრადიციულ დესერტთან, ვაგასისთან ერთად მოგართმევენ. ის სხვადასხვა ფორმის და ზომის არსებობს, მაგრამ თითოეული ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

image

ზოგიერთი ვაგასის სახეობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიირთვათ, ზოგი კი სეზონურია, მხოლოდ კონკრეტულ თვეებში არის მისაღები. დესერტის მთავარი ინგრედიენტი პარკოსანი აზუკიდან დამზადებული ტკბილი მაკარონია.


8.დღეში მინიმუმ რამდენიმე წუთი დაუთმეთ დრო იმას, რისი გაუმჯობესებაც გსურთ

image

იაპონური პრინციპის „კაიძენის“ მიხედვით, ყველაზე რთული ამოცანის შესრულებასაც შეძლებთ, თუ მას მცირე ნაბიჯებით მიუახლოვდებით. რეალურ ცხოვრებაში ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უნარს, რომლის გაუმჯობესებაც გსურთ, დღეში რამდენიმე წუთს დაუთმობთ, შედეგად წარმატებას მიაღწევთ.

თუ რომელიმე ენის შესწავლა გსურთ, დღეში რამდენიმე წუთი მის სწავლას დაუთმეთ. დროის გასვლის შემდეგ დაინახავთ, რომ ცოდნის დონე საგრძნობლად გაიზარდა.

ამ პრინციპის საიდუმლო სისტემატურობაში მდგომარეობს: ყოველდღიური 1 წუთიანი გაკვეთილი ბევრად უფრო პროდუქტიულია, ვიდრე კვირაში რამდენჯერმე 1 საათიანი პრაქტიკა.


9.მაქსიმალურად გამოიყენეთ ის, რაც უკვე გაქვთ

image

იაპონიიდან შეიძლება მთელმა მსოფლიომ ისწავლოს, თუ მინიმალური ნივთებიდან მაქსიმალური სარგებელი როგორ მიიღოთ. განსაკუთრებით, როცა საქმე შეზღუდულ სივრცეს ეხება. ქალაქში ახალი სახლის ასაშენებლად მიწა არ არის? პრობლემა არაა! იაპონიაში უკვე არსებულ შენობებს შორის პატარა სახლებს აშენებენ. მოკრძალებული ზომების მიუხედავად, მასში კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაფერია.


10.ყველგან სილამაზის დანახვა შეუძლიათ

image

იაპონური ფილოსოფია „ვაბი-საბი“ მოგიწოდებთ დაინახოთ სილამაზე ყველაფერში, მათ შორის ერთი შეხედვით არასრულყოფილ ნივთებში. მის ნათელ მაგალითს ხელოვნება კინცუგი წარმოადგენს. ეს გატეხილი ფაიფურის უჩვეულო რემონტს წარმოადგენს. წებოს ოქროსფერ, ვერცხლისფერ ან პლატინის ფხვნილს ურევენ: ასე ხილული ხდება.

ეს ხელოვნება იმაზე საუბრობს, რომ დაზიანებული ნივთი ნაკლებად მიმზიდველი არაა, ვიდრე მთელი. ეს შესანიშნავი გაკვეთილია თანამედროვე სამყაროსთვის, სადაც ძველ ნივთებზე არავინ ზრუნავს და მას უბრალოდ ახლით ანაცვლებენ.


11.ზრუნავენ მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება

image

იაპონია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კატებით სავსე კაფე, ნეკო-კაფე, ძალიან პოპულარული გახდა. პატარა ბინები, ქირაობის მკაცრი წესები და დაძაბული სამუშაო გრაფიკი მათ შინაური ცხოველის სახლში ყოლის საშუალებას არ აძლევთ. ნეკო-კაფე მათთვის შესანიშნავი მეთოდია შინაურ ცხოველებთან ურთიერთობით სიამოვნება მიიღონ და უსახლკარო კატებზე იზრუნონ.

image

ასეთ კაფეებში კატებში მოვლის წესი ჯერ კიდეც საკამათო საკითხია. მაგრამ პრაქტიკა, რომელიც ცხოველების გადარჩენისკენ არის მიმართული, უდაოდ დიდი პლიუსია, ვიდრე მინუსი. ახლა კატების კატები სულ უფრო ბევრია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვხვდება. ბევრ კაფეში არა მხოლოდ კატების მოფერება, არამედ სახლში წაყვანაც შეგიძლიათ.

სურათზე: ნეკო-კაფე ქალაქ კურაშიკში, ოკაიამა.


12.ტექნიკის გამოყენება ცხოვრების გასამარტივებლად

image

იაპონია რობოტტექნიკის სამშობლოს წარმოადგენს. მრავალრიცხოვანი გაჯეტები ცხოვრებას უფრო ამარტივებს და კომფორტულს ხდის. მაგ., იაპონიაში სპეციალური კონუსის ფორმის სათვალეები არსებობს თვალის წვეთების ჩასაწვეთებლად, ნიღბები პომადის წასასმელად, სხეულის ქოლგა და ორგანაიზერი, რომელშიც ჰალსტუხის ადგილიც არის.

სურათზე: რობოტი პეპერი. ასეთი მანქანები მყიდველებს ბევრი იაპონურ მაღაზიაში ეხმარებიან.


12.ჯანსაღი საკვების მირთმევა

image

იაპონია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით ლიდერ პოზიციებს იკავებს. ამის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვებაა. იაპონური სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტები: ახალი თევზი და ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ზღვის წყალ მცენარეები და ბრინჯია.


14.მოხუცების პატივისცემა

image

იაპონიაში ყოველ სექტემბერს მოხუცი ადამიანების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ. სინამდვილეში აქ მოხუცებზე ზრუნვა არა დღესასწაული, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული ნაწილია. ოჯახში ბავშვები მშობლებზე აუცილებლად ზრუნავენ. თუ ამას ვერ ახერხებ, შეუძლიათ სპეციალურ ცენტრებს დახმარებისთვის მიმართონ.

სურათზე: სადგურის თანამშრომელი მოხუცს ქალს აცილებს.


15.სტრესის დაგროვებამდე მოდუნდით

image

იაპონური სიტყვა „ჰანამი“ ითარგმნება, როგორც „ყვავილების ყურება“. იაპონელებისთვის ეს საკურას ყვავილების ყურებით ტკბობას ნიშნავს. დღეს ჰანამი - ნათელი ფესტივალია, რომელსაც სტუმრები არა მხოლოდ იაპონიიდან, არამედ სხვადსხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.

ჰანამი მოდუნებასა და სასიამოვნო ემოციების მიღებაში დაგეხმარებათ, მაგრამ იაპონელებისთვის მასში მთელი ფილოსოფია იმალება. საკურას ყვავილობის დრო ძალიან ხანმოკლეა. ეს ცხოვრებასა და სიკვდილს შეგახსენებთ, რომ ამ წუთის, აწმყოს დაფასება აუცილებელია.

თქვენ იაპონური კულტურის პრინციპების მიდევნებას ისურვებდით? ყველაზე მეტად რომელი მათგანი მოგეწონათ?


ასევე დაგაინტერესებთ:

უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება

დროში მოგზაური საუბრობს, თუ როგორი იქნება 2019 წელი

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს

თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა

6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით

როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია!

ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს

რატომ გვესიზმრება გარდაცვლილები

11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ

25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
3306
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0