x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
დედოფლისწყაროში სადღესასწაულო დღეებში სასწრაფო დახმარების 82 გამოძახება დაფიქსირდა
image


სადღესასწაულო დღეებში დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის სულ 82 გამოძახება დაფიქსირდა.


როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ჭუმბურიძემ გაზეთ „შირაქს“ აცნობა, საახალწლო პიროტექნიკით სხეულის დაზიანებისა და ალკოჰოლური სასმელით, ან საკვებით ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


31 დეკემბერს სასწრაფო დახმარების ცენტრის დედოფლისწყაროს ფილიალში 17 გამოძახება განხორციელდა, 1 იანვარს - 26, ხოლო 2 იანვარს 39 გამოძახება. ყველა მათგანი ჩვეულებრივი გამოძახებები იყო და საახალწლო დღესასწაულის შედეგად გამოწვეული არ ყოფილა.



2 იანვარს დაახლოებით 21 საათისთვის, ჰერეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ადგილზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა, შესაბამისად, ეკიპაჟს რეაგირება აღარ მოუხდენია.


რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას, 2018 წლის განმავლობაში იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 6 518 გამოძახება დაფიქსირდა. ყველაზე მეტი გამოძახება მარტის თვეში აღირიცხა - 642, ყველაზე ნაკლები კი სექტემბერში - 439.


image

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0