x
მეტი
  • 23.03.2019
  • სტატია:87700
  • ვიდეო:337981
  • სურათი:449170
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან, სწორედ (ადამიანების 95% სამედიცინო ნიღაბს არასწორედ ატარებს)

image


როგორც ცნობილია, სამედიცინო ნიღაბს მაშინ იკეთებენ, როდესაც მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან თავის დაცვა უნდათ ან იმისთვის, რომ სხვებს არ გადასდონ ვირუსი. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, თუ სწორედ როგორ უნდა გაიკეთოს ის. შესაძლებელია, ამ ნიღბის მოხმარება პოზიტიურად კი არა, ნეგატიურად აისახოს პირზე, რომელსაც ის უკეთია – ამტკიცებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები.

ვისაც ეს ნიღაბი ერთხელ მაინც გამოუყენებია, უთუოდ იცის, რომ მისი შიდა მხარე თეთრია, ხოლო გარედან – ცისფერია. თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია – თეთრი ფერი შიგნით უნდა იყოს, ხოლო ცისფერი გარეთ. მაშინ შეცდომა რაში მდგომარეობს?

გაირკვა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის: თუ ავად გახდით და არ გინდათ სხვას გადასდოთ, ნიღაბი პირისკენ თეთრი ფერით უნდა გაიკეთოთ ანუ ისე, როგორც აქამდე იკეთებდით – უკუღმა შიგნით, წაღმა გარეთ. მაგრამ, თუ თქვენს სიახლოვეს ავადმყოფი იმყოფება და ვირუსის გადადების საშიშროება არსებობს, მაშინ ნიღაბი უკუღმა უნდა გაიკეთოთ – თეთრი მხარე გარეთ უნდა იყოს, ხოლო ცისფერი პირისკენ!

სამედიცინო ნიღბის შიდა (თეთრი) მხარე ფილტრია, რომელიც ვირუსებს გავრცელების საშუალებას არ აძლევს, ხოლო სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავებული ფერადი (ამ შემთხვევაში, ცისფერი) ქსოვილი, ფილტრის გარეშე, არც ისე კარგი დამცავია.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ვირუსების და ბაქტერიების «ბინადრობის» ყველაზე გავრცელებული ადგილები – «ვინც გაფრთხილებულია, ის გადარჩენილია!»
* ხველის მკურნალობა წამლის გარეშე (17 რეცეპტი) და ჯადოსნური წვეთები ჰაიმორიტის დასამარცხებლად

* სურდოს და გრიპის პროფილაქტიკა ნივრით (+ «ანტისურდო თილისმა» ბავშვებისთვის)


3
5155
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5155
  
5 იანვარი, 15:04
ეგ კი მართალია
5 იანვარი, 13:37
დიდი მადლობა, მაგ ,,ფ"-ზე არაფერი ვიცოდი. ისე, სამუშაოზე ან მაღაზიაში წასვლას 2 სთ-ზე მეტი კი არ უნდა. არა და, მადლობა ღმერთს, ნიღაბი ძვირი არ ღირს და 2 საათში ერთხელ შიგიძლია გამოიცვალო
5 იანვარი, 10:39
არსებობს რამდენიმე კატეგორია ხარისხის მიხედვით ე.წ. ფ-1,ფ-2 ფ-3, და ფ-4 ეს უკანასკნელი მხოლოდ ქირუირგებისთვისაა აფთაიაქებში უმეტესად ერთშრიანი ფ-1 პირბადეები იყიდება,ეგ გინდა წაღამა გაიკეთე და გინდა უკუღმა მაინც ვერ დაგიცავს,მაღალი ხარისხის სამშრიანი ფილტრის პირბადეს(ფ-3)იც კი ეფექტურობა 2 საათზე მეტიც არაა ისიც მიზერული(გრიპზე)მერე პირიქით მისი ხმარება უფრო სახიფათო ხდება...
0 1 3