x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
7 ფაქტორი, რომელიც ურთიერთობებს ანგრევს
image

სიყვარულს მარტო დადებითი ემოციები და აღმაფრენა როდი მოაქვს. ამ გრძნობას გარკვეული შფოთვაც თან ახლავს. გონივრულ ფარგლებში ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც სიტუაციის კონტროლში გვეხმარება. ზედმეტი მღელვარება კი მხოლოდ ურთიერთობას ავნებს.

ეს 7 ფაქტორი ყველაზე ხშირად ხდება ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.


1.არმოწონების შიშიimageეს შიში ხშირად იჩენს თავს შეყვარებულობის პირველ ეტაპზე. ის ბავშვობიდან იღებს სათავეს და მისი გამომწვევი მიზეზი მშობლების მხრიდან არასაკმარისი სიყვარული და პატივისცემაა ბავშვისადმი. ამის ანაზღაურებას ბევრი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობით ცდილობს. თუ ასეთი ადამიანი უარყვეს, მას ახალი ტკივილის გადატანის ეშინია და ამავდროულად სულიერი სითბოს ნაკლებობას განიცდის. სწორედ ამიტომ, ძნელდება საკუთარი თავის, პარტნიორის და სიტუაციის შეფასება.



როგორ მოვიქცეთ?

ჰკითხეთ საკუთარ თავს: “მართლა არ შევეფერები ამ ადამიანს?რატომ?" პასუხებში, დიდი ალბათობით, მაქსიმალიზმს აღმოაჩენთ. მაქსიმალიზმზე კი უარი უნდა თქვათ და თავი დაანებოთ თქვენი ყოველი სიტყვისა თუ ნაბიჯის კონტროლს.


2. სერიოზული ურთიერთობის შიში

imageსიყვარულისთვის აუცილებელია გაცემა და მიღება:ზრუნვა, სულიერი ძალები, დრო და სხვა რესურსები. ეს ბალანსი ხშირად ირღვევა: ადამიანი რაღაცას არ გასცემს ან რაღაცას ვერ იღებს. ამიტომ, შემდგომ ურთიერთობაში ეს ადამიანი შეეცდება კიდევ ერთი წარუმატებლობისგან თავი დაიცვას და მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს.

ვიღაცები საჩუქრებს და ყვავილებს დაითვლიან, ვიღაცეები საკუთარ თავში ჩაიკეტებიან, ბევრი კი შეეცდება ძლიერ მიჯაჭვულობას თავი აარიდოს და გამუდმებით იმაზე იფიქრებენ, ხომ არ გახდება ეს ურთიერთობა მორიგი იმედგაცრუების მიზეზი.

როგორ მოვიქცეთ?

განიხილეთ პარტნიორთან ერთად თქვენი სამომავლო გეგმები, ურთიერთობები, შიშები. მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენი აზრების გაჟღერება, არამედ პარტნიორის პოზიციის გაგებაც.


3.ემოციური სიახლოვის შიში

imageმჭიდრო კავშირშია წინა პუნქტთან. ურთიერთობის დროს ადამიანის პირადი სივრცე პატარავდება, პასუხისმგებლობა იზრდება.


როგორ მოვიქცეთ?

ფხიზლად შეაფასეთ სიტუაცია:წარსულის გამოცდილება მომავალს არ განსაზღვრავს. ნუ შეგეშინდებათ სიახლის და იცხოვრეთ აწმყოთი.


4.ერთად ცხოვრების შიშიimageადამიანს ეშინია, რომ სიყვარულს ერთფეროვანი, ყოველდღიური ცხოვრება გააფერმკრთალებს. ხასიათების შეუთავსებლობამ, დღის თუ კვების რეჟიმმა, - უკვე უამრავი წყვილის ურთიერთობაში გააჩინა ბზარი. როცა პარტნიორთან ერთად ვიწყებთ ცხოვრებას, იმის შიშიც ჩნდება, რომ ჩვენი ან მისი ჩვეული ცხოვრების რიტმი დაირღვევა.

როგორ მოვიქცეთ?

ნუ იჩქარებთ დაშორებას. სასარგებლო პრაქტიკაა-ერთობლივი დასვენება, ეს შეიძლება იყო პლაჟზე, ლაშქრობა ან სხვ.


5.საერთო ფასეულობების არქონის შიში

imageერთნაირი შეხედულებები და ფასეულობები ის ფუნდამენტია, რომელზეც მყარი და საიმედო ურთიერთობა ვითარდება. რათქმაუნდა, შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ზუსტად შენნაირად აზროვნებს, მაგრამ ერთი მიმართულებით სვლა კი აუცილებელია ურთიერთობისთვის.

როგორ მოვიქცეთ?

ისწავლეთ პარტნიორთან საუბარი, გაუზიარეთ თუ რა იწვევს თქვენში დადებით და უარყოფით ემოციებს და მის რეაქციას დააკვირდით. უნდა შეგეძლოთ დათმობაზე წასვლა და პრობლემის აღქმა მისი გადმოსახედიდან.


6.ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის შიში

imageხანგრძლივი ურთიერთობა რაღაც საერთოს ქონასაც ნიშნავს. ეს შეიძლება იყოს სახლი, ბავშვი, შემოქმედებითი პროექტი და ა.შ. ეს ერთობლივი ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა, თუმცა შიშიც შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე პარტნიორში და არჩევანის სისწორეში დააეჭვოს.

როგორ მოვიქცეთ?

ეს ეტაპი ორი ადამიანის კავშირის სიმტკიცის გამოცდაა. შეეცადეთ გულახდილად უპასუხოთ თქვენს თავს შეკითხვაზე: ნამდვილად გაწყობთ ეს ურთიერთობა და გჯერათ მისი მომავლის? თუ კი-იზრუნეთ მასზე.


7.ურთიერთობის გაცივების შიში

imageეს შიში ისეთ პარტნიორებში ჩნდება, რომლებიც 10 წელზე მეტი ხანია ერთად არიან. კავშირი შედგა, წინა შიშები გადალახულია.ჩნდება გრძნობა, რომ პარტნიორი სამუდამო “მონაპოვარია" და უთქვენოდ ცხოვრება არ შეუძლია.თუ წყვილს შვილები ჰყავთ, ისინი იზრდებიან და საკუთარ ცხოვრებას იწყობენ.მშობლები კი საკუთარ თავს ეკითხებიან:ადამიანი, რომელთთნაც ვცხოვრობ, ნამდვილად ისაა, ვინც უნდა იყოს?" და ყველას როდი შეუძლია ამ შეკითხვას დადებითად უპასუხოს.

როგორ მოვიქცეთ?

ხანგრძლივი ურთიერთობები სიახლის ელფერს კარგავენ.გეჩვენებათ, რომ გრძნობები ადგილზე გაიყინა და ვეღარაფერი გაათბობს. მიეცით მათ ახალი იმპულსი:გააოცეთ საყვარელი ადამიანი, მოუწყვეთ დღესასწაული, გაუკეთეთ სიურპრიზი. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ შედეგი ნამდვილად აქვს.





0
261
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0