x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ზურაბ წერეთელი-10 საუკეთესო მონუმენტი
image

4 იანვარს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა სახელგანთქმულ ქართველი მხატვარს, მოქანდაკეს და არქიტექტორს ზურაბ წერეთელს.


ზურაბ წერეთელი არის საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი, სან -ფერნანდოს (მადრიდი)ნატიფი ხელოვნების აკადემიის აკადემიკოს- კორესპონდენტი, საფრანგეთის(უკვდავთა აკადემია)ნატიფი ხელოვნების წევრ-კორესპონდენტი, ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის მოქმედი წევრი(ავსტრია), იუნესკოს კეთილი ნების ელჩი და მრავალი სხვა.


არის უამრავი პრემიის, ორდენის და პრიზის კავალერი, მათ შორის:ორგზის სახელმწიფო პრემიის, ლენინური პრემიის, საქართველოს და რუსეთის სახელმწიფო პრემიის, ღირსების და წმინდა კონსტანტინეს ორდენის კავალერი, ხალხთა მეგობრობის, საფრანგეთის "ვერბეერის", გაბრიელ მისტრალის(ჩილე), ხელოვნებისა და ლიტერატურის პრემიის, იუნესკოს ოქროს ორდენის კავალერი(აშშ), სამოქალაქო დამსახურების ორდენის კავალერი(ესპანეთი)და მრავალი სხვა.


ზურაბ წერეთელი ითვლებოდა ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ოფიციალურ მილიონერად.


მისი პომპეზურობით და გრანდიოზულობით განთქმული ნამუშევრები გაფანტულია მთელს, მსოფლიოში, გთავაზობთ 20 საუკეთესო მონუმენტს.


პეტრე პირველის ძეგლი(1997, მოსკოვი)-ერთ-ერთ უდიდესი მონუმენტი რუსეთში, რომელის სიმაღლე 98 მეტრია.

image


მემორიალი "მწუხარების ცრემლები"-(ნიუ-ჯერსი აშშ, 2011)-მიძღვნილი მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ.

image


ახალი სამყაროს დაბადება-(არესიბო, პუერტო რიკო-2016)სიმაღლე 110 მეტრი

image

საუკუნო მეგობრობა(1983 წელი, მოსკოვი)-გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი, მოსკოველებმა ხუმრობით ამ მონუმენტს "მწვადი" უწოდეს.

image


გამარჯვების მონუმენტი(მოსკოვი, 1995 წელი)-ყველაზე მაღალი მონუმენტი რუსეთში, მისი სიგრძე 141, 8 მეტრია.

image


"ახალი ადამიანის დაბადება"(ესპანეთი, სევილია 1995)-სიმაღლე 45 მეტრი

image

"სიკეთემ ბოროტებას სძლია"(1990 წელი ნიუ-იორკი) "ცივი ომის" დასრულებისადმი მიძღვნილი.

image

თავისუფლების მონუმენტი(თბილისი 2006 წელი)-სიმაღლე 36 მეტრი

image

ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა მონუმენტი(ბესლანი, 2010 წელი)

image

მონუმენტი "საქართველოს ისტორია"(თბილისი ზღვა, 1985 წელი)სამი რიგის 35 მეტრიანი კოლონები.

image

0
1188
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0