x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95759
  • ვიდეო:343119
  • სურათი:457730
კუნძული, რომელზეც არავის უშვებენ

image

ისლანდიაში არის უნიკალური პატარა კუნძული სახელად სურტსეი (Surtsey). იგი 1963 წლის 14 ნოემბერს წარმოიშვა წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.
თავიდან კუნძულის ფართობი 2, 7 კვადრატული კილომეტრი იყო, მაგრამ ეროზიის და ტალღების ზემოქმედების შედეგად 1.5 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.
სურტსეი უნიკალური კუნძულია, იგი ერთადერთია, სადაც მეცნიერები პირველივე დღეებიდან დაკვირვებას აწარმოებენ. კუნძული თავიდან მთლიანად ვულკანური წარმოშობის პემზის ქვებისგან შედგებოდა და მეცნიერებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ, დააკვირდნენ, თუ როგორ წარმოიქმნება სიცოცხლე.
მათი თქმით, პირველი მიკროორგანიზმები აქ რამდენიმე საათის გასვლისთანავე გაჩნდნენ. თანდათან კუნძულზე წამოიზარდა მცენარეები, გამოჩნდნენ მწერები და ფრინველები.
ექსპერიმენტის ჩატარებისთვის კუნძულზე პირველივე დღეებიდან აიკრძალა უცხო პირთა შესვლა, რათა არ დაირღვეს კუნძულის ბუნებრივი განვითარება–ევოლუცია.
0
341
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0