x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმს ცხიმი სჭირდება
image

ბევრი ჩვენგანი უარს ამბობს ცხიმიანი საკვების მიღებაზე, რადგან მას მავნე საკვებად და სიმსუქნის წყაროდ მიიჩნევს. თუმცა, სასარგებლო ცხიმების ნაკლებობამ შესაძლოა ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა პრობლემები შეუქმნას. ამ პრობლემებიდან ყველაზე უწყინარი - კანის, ლორწოვანის პრობლემები, თბორეგულაციის დარღვევა და გაღიზიანებაა. თუ ცხიმებზე დიდი ხნის განმავლობაში ამბობთ უარს, შესაძლოა გულის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემები განვითარდეს.


სასარგებლო ცხიმები

სასრგებლო ცხიმებად უჯერი ცხიმოვანი მჟავებია მიჩნეული:ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9. ეს ცხიმები დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ენდოკრინულ სისტემასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. ზრდასრული ადამიანის ნორმა დღე-ღამეში 50-80გრამია. აუცილებლად ჩართეთ რაციონში პროდუქტები, რომლებიც ამ მჟავებს შეიცავენ. ესენია:


თევზი

ზღვის პროდუქტები

კაკალი

მცენარეული ზეთი

პარკოსნები

მზესუმზირა, სელი, ქუნჟუტი

ბოსტნეული: გოგრა, სიმინდი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო.

ხილი, განსაკუთრებით ავოკადო.

კენკრა:ქაცვი, ასკილი, შავი მოცხარი.

კვერცხი.

ყველი.

ჩირი.

მწვანილი:ოხრახუში, ისპანახი, ქინძი


როგორ გავერკვეთ, რომ ორგანიზმს ცხიმები აკლია


1.მშრალი კანი და თმის პრობლემები

image

აქერცლილი და გაღიზიანებული კანი, თმის ცვენა - ყველა ეს ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმს ცხიმოვანი მჟავები აკლია. მათ ტყუილად როდი უწოდებენ სილამაზის ელემენტებს. მათი არსებობა ორგანიზმში მბრწყინავი თმის, მაგარი ფრჩხილების და ჯანმრთელი კანის საწინდარია.

კანის უჯრედები მემბრანითაა დაცული, რომლებიც ცხიმოვანი მჟავებისგან, ომეგა-3-გან და ომეგა-6-გან შედგება. სწორედ მათი წყალობით ინარჩუნებს კანი ელასტიკურობას და ტენს. მათი დეფიციტის დროს კანის დამცავი თვისება მნიშვნელოვნად ქვეითდება და ნაადრევი სიბერე იწყება.

კოსმეტიკა სიტუაციას ვერ გამოასწორებს, რადგან ის მხოლოდ კანის ზედა შრეზე მოქმედებს და ებრძვის შედეგს და არა მიზეზს.

კანისთვის იდეალური პროდუქტებია: თევზი, ბროკოლი, მცენარეული ცხიმი, კაკალი.



2. ხშირად გცივათ

imageთუ მაშინაც კი გცივათ, როცა შენობაში ან ქუჩაში ოპტიმალური ტემპერატურაა, ეს არასწორ თბორეგულაციაზე მიუთითებს, რომელიც შესაძლოა ცხიმების ნაკლებობის შედეგად განვითარდეს. ორგანიზმის უნარი - შეინარჩუნოს სითბო, და ორგანიზმში ცხიმების რაოდენობა, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

ჩართეთ რაციონში ავოკადო, გოგრა, ზეითუნის ზეთი და კაკალი.


3.მალე იღლებით

imageსასარგებლო ცხიმები სახშირწყლების ათვისებას ანელებს და ხელს უშლის სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ცვლილებას. ამით, ორგანიზმს საშუალება ეძლევა, ისე მოახდინოს ორგანოთა ფუნქციონირება, როგორც საჭიროა. თუ ორგანიზმში ცხიმების დეფიციტია, სწრაფი ნახშირწყლების მიღების შემდეგ შესაძლოა დაღლილობა და ძილიანობა განვითარდეს.

ამ შემთხვევაში იდეალური პროდუქტებია:კვერცხი, კაკალი, ყველი.


4. ხშირად გეცვლებათ განწყობა

imageცხიმოვანი მჟავები სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება, რადგან სეროტონინის, ე.წ. ბედნიერების ჰორმონის დონის მატებას იწვევს.

ნერვული სისტემისთვის პირველ წამლად ომეგა-3-ია მიჩნეული. ამიტომ, კარგი განწყობისთვის, აუცილებლად ჩართეთ რაციონში კაკალი, ცხიმიანი თევზი და სელის თესლი.


5.ვერ იკლებთ წონაში

image

მიიღო ცხიმები და გახდე - ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს, ხომ?

დიეტოლოგებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ წონაში კლება ყველაზე ეფექტურად მაშინ ხდება, როცა რაციონში მარტივი ნახშირწყლების რაოდენობას ვამცირებთ და სასარგებლო ცხიმების რაოდენობას ვზრდით.


6.გამუდმებით გშიათ

imageთუ გამუდმებით გშიათ ე.ი. სასარგებლო ცხიმების დეფიციტი უკვე სახეზეა. როცა ცხიმების დეფიციტი ქორნიკულ სახეს იღებს, ადამიანს შიმშილის გრძნობა კარგად დანაყრებიდან სულ მალე შეაწუხებს.

იმისთვის, რომ შიმშილის გრძნობა მალე და დიდი ხნით დაძლიოთ, მიირთვით წითელი თევზი, ტოფუ, თხის ყველი, ბერძნული კაკალი.


7.გიჭირთ ყურადღების მოკრება

imageცხიმების ნაკლებობა ტვინის მუშაობის დარღვევასაც იწვევს:უარესდება მეხსიერება და აზროვნება.ადამიანს კონცენტრირება უჭირს. უჯერი ცხიმების საკმარისი რაოდენობა დადებითად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ნერვული დაბოლოებები სიგნალების გადაცემას ტვინისთის უფრო სწრაფად ახდენენ და ეს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებაზეც აისახება.

ტვინის მუშაობისთვის საუკეთესოა ომეგა-3, ამიტომ ხშირად მიირთვით ორაგული, თინუსი, სელის თესლი, ლობიო, ზღვის პროდუქტები.


8.მშრალი თვალის სინდრომი

imageუსიამოვნო შეგრძნებები, თვალის სიმშრალე და ჩაწითლება - ამას მშრალი თვალის სინდრომი ეწოდება. პრობლემას მხოლოდ კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომა როდი იწვევს. ამის მიზეზი ცხიმების ნაკლებობაც შეიძლება იყოს.

საქმე იმაშია, რომ ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობას იღებს გარსის წარმოქმნაში, რომელიც თვალს იცავს და ატენიანებს.

ამ შემთხვევაში საუკეთესო პროდუქტებია: შავი მოცხარი, ცხიმიანი თევზი, ზღვის პროდუქტები, გოგრა, ბროკოლი და ისპანახი.





0
322
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0